საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა ევროპელი პოლიტიკოსებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე - "ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი შემდეგი იყო..."
რა მოხდა ევროპელი პოლიტიკოსებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე - "ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი შემდეგი იყო..."

თბი­ლის­ში ვი­ზი­ტით გერ­მა­ნი­ის, პო­ლო­ნე­თის, ჩე­ხე­თის, ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, რომ­ლებ­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შეხ­ვდნენ.

შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტია.

გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­თა­გის) სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მა­იკლ როთ­მა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თე­ლი მო­მავ­ლის შანსს ვერ ხე­დავს, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ კა­ნონს არ გა­იწ­ვევს.

"ჩვე­ნი გზავ­ნი­ლი ძა­ლი­ან მკა­ფი­ოა: ჩვენ ვართ სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბი, ჩვენ ვართ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მე­გობ­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი ევ­რო­პა­შია, რაც ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობთ სა­ქარ­თვე­ლოს გზა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის­კენ, მაგ­რამ გთხოვთ, ძვირ­ფა­სო მთავ­რო­ბა, ძვირ­ფა­სო მმარ­თვე­ლო პარ­ტია, შე­ა­ჩე­რეთ „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი. ვერ ვხე­დავ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თე­ლი მო­მავ­ლის ვე­რა­ნა­ირ შანსს, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ კა­ნონს არ გა­იწ­ვევს. ვა­ფა­სებ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩებ­ში მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ. თბი­ლი­სი არის ევ­რო­პის ნამ­დვი­ლი დე­და­ქა­ლა­ქი ამ რთულ დროს და იმე­დი მაქვს, ჩვენ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, ვე­სა­უბ­როთ მთავ­რო­ბის, პარ­ლა­მენ­ტის, ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს“, - აღ­ნიშ­ნა მა­იკლ როთ­მა.

კი­თხვა­ზე, ექ­ნე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს შან­სი, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყოს, თუკი ეს კა­ნო­ნი დამ­ტკიც­დე­ბა, როთ­მა უპა­სუ­ხა რომ „ნამ­დვი­ლად არა”.

"ვერ ვხე­დავ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის შანსს ამ კა­ნო­ნით და ევ­რო­კავ­ში­რის ეს მე­სი­ჯი ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ნა­თე­ლია“, - აღ­ნიშ­ნა მა­იკლ როთ­მა.

შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მა­თაც კო­მენ­ტა­რი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თეს.

თა­მარ კორ­ძა­ი­ას თქმით, ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თვლი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის მხრი­დან უფრო მკა­ფიო მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც ამას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვის­მენთ. უკვე ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რო­გორ მარ­თავს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ქვე­ყა­ნას.

მათი ჩა­მოს­ვლა არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა. ისი­ნი ხე­და­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის იბ­რძვი­ან, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­აფ­თრე­ბუ­ლი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ კორ­ძა­ი­ამ.

  • "ლე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის თქმით, ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გზავ­ნი­ლი არის ძა­ლი­ან პირ­და­პი­რი, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა გა­მო­რი­ცხავს ყო­ველ­გვარ შანსს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რომ გახ­სნას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ.

"ეს არის ძა­ლი­ან მკა­ფიო გზავ­ნი­ლი - რაც არ უნდა ით­ვალ­თმაქ­ცოს "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", გზავ­ნი­ლი არის ძა­ლი­ან პირ­და­პი­რი, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა გა­მო­რი­ცხავს ყო­ველ­გვარ შანსს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რომ გახ­სნას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. ამავდრო­უ­ლად, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან ჩვენს ხალ­ხთან ერ­თად, მათ სურთ სა­ქარ­თვე­ლო იხი­ლონ ევ­რო­კავ­შირ­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, მაგ­რამ ამის­თვის ჩვენ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც არის ევ­რო­კავ­შირ­ში. „ხალ­ხის ძალა“ იქ­ნე­ბა თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, მათ შე­უძ­ლი­ათ აკე­თონ ის, რაც მათ უნ­დათ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა მათი მხრი­დან, რაც ხელს უშ­ლის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­პა­ში, იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი ჩვე­ნი ხალ­ხის მიერ და ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი პირ­და­პირ აფა­სე­ბენ ამას, რო­გორც ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­ბო­ტა­ჟის მცდე­ლო­ბას. ამი­ტომ, ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა გა­მო­რი­ცხავს ყო­ველ­გვარ შანსს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის" - აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

  • პარ­ტია "ხალ­ხის­თვის" ლი­დერ­მა ანა დო­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია, რომ "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნით" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უხ­ვევს ევ­რო­კავ­ში­რის გზი­დან და ამა­ზე პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა".

"მო­ვის­მი­ნეთ მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის მი­მართ და ეს ნება არის ის, რომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და სახ­ლი არის ევ­რო­კავ­ში­რი. ასე­ვე, მო­ვის­მი­ნეთ, რომ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი გა­საწ­ვე­ვია და ამ კა­ნო­ნით შე­უძ­ლე­ბე­ლია გაგ­რძელ­დეს ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბის პრო­ცე­სი. ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს ფიქ­რი პა­სუ­ხის მთელ პა­ლიტ­რა­ზე. აქ სა­უ­ბა­რია და­წყე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მკაც­რი ზო­მე­ბით, მათ შო­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სან­ქცი­ებ­ზე იმ 83 ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მელ­თაც მო­უ­წევთ ევ­რო­კავ­ში­რის ვი­ზის რიგ­ში დგო­მა, თუ ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა. ევ­რო­კავ­შირს ბევ­რი მე­ქა­ნიზ­მი აქვს - ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო­ებს. შე­საძ­ლოა, „ქო­ცე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­უშ­ვან იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ად­ვი­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან უბ­რა­ლოდ, ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის აკ­რძალ­ვა. მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია იქი­დან - მხარ­და­ჭე­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი მი­უ­ღე­ბე­ლია, ამ კა­ნო­ნით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უხ­ვევს ევ­რო­კავ­ში­რის გზი­დან და იქი­დან პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ.

"ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის" ერთ-ერთ ლი­დე­რის ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის თქმით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი ის იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­კემ­ბერ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ გა­ეხ­სნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი კა­ნო­ნად გა­და­იქ­ცე­ვა

"ეს იყო ძა­ლი­ან მყა­რად, ძა­ლი­ან ხის­ტად და კონ­კრე­ტუ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლი, რო­მელ­საც ალ­ბათ, სა­ჯა­რო­დაც გა­აჟ­ღე­რე­ბენ. ჩვე­ნი მხრი­დან შე­თა­ვა­ზე­ბაც და მო­საზ­რე­ბაც იყო და მეც ამ მო­საზ­რე­ბა­ზე ვარ დიდი ხა­ნია, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს და ხმას რუ­სულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას აძ­ლევს, ევ­რო­კავ­შირ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მათი მგზავ­რო­ბა, გა­და­ად­გი­ლე­ბა სან­ქცი­რე­ბუ­ლი და შე­ზღუ­დუ­ლი უნდა იყოს, რა­საც რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემი კო­ლე­გაც ეთან­ხმე­ბა.

მე­სა­მე გზავ­ნი­ლი იყო ის, რომ ოპო­ზი­ცია ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის არა­ნა­ირ მო­დი­ფი­კა­ცი­ას არ გან­ვი­ხი­ლავთ. ეს „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“ ჩაგ­დე­ბუ­ლი, ანუ გაწ­ვე­უ­ლი უნდა იყოს, რა­საც ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი ეთან­ხმე­ბი­ან. პრინ­ციპ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ის გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან დრო­უ­ლი იყო.

მე­ო­თხე გზავ­ნი­ლი იყო, რომ ევ­რო­კავ­ში­რის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, თუნ­დაც, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის და ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა­ზე, არ სჭირ­დე­ბა რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლად დიდი კონ­სენ­სუ­სი. მა­გა­ლი­თად, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ევ­რო­კო­მი­სი­ის და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ზი­ა­ნო ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დიდი ხა­ნია აკე­თებს, რო­გორც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ბო­ტა­ჟი და, რა თქმა უნდა, რო­გორც რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ისე გა­ნი­ხი­ლე­ბა“, - აცხა­დებს დე­კა­ნო­ი­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა მოხდა ევროპელი პოლიტიკოსებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე - "ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი შემდეგი იყო..."

რა მოხდა ევროპელი პოლიტიკოსებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე - "ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი შემდეგი იყო..."

თბილისში ვიზიტით გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები იმყოფებიან, რომლებსაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტია.

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საქართველოს ნათელი მომავლის შანსს ვერ ხედავს, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს.

"ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა: ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. საქართველოს ადგილი ევროპაშია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, მაგრამ გთხოვთ, ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი. ვერ ვხედავ საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს. ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩებში მშვიდობიან აქციებს მართავენ. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ რთულ დროს და იმედი მაქვს, ჩვენ გვექნება საშუალება, ვესაუბროთ მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, - აღნიშნა მაიკლ როთმა.

კითხვაზე, ექნება თუ არა საქართველოს შანსი, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, თუკი ეს კანონი დამტკიცდება, როთმა უპასუხა რომ „ნამდვილად არა”.

"ვერ ვხედავ მოლაპარაკებების გახსნის შანსს ამ კანონით და ევროკავშირის ეს მესიჯი ძალიან, ძალიან ნათელია“, - აღნიშნა მაიკლ როთმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათაც კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

თამარ კორძაიას თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ საქართველოს ევროპის მხრიდან უფრო მკაფიო მხარდაჭერა ექნება.

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამას საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ვისმენთ. უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მართავს “ქართული ოცნება“ ქვეყანას.

მათი ჩამოსვლა არის საქართველოს საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა. ისინი ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპული ინტეგრაციისთვის იბრძვიან, რასაც "ქართული ოცნება“ გააფთრებული ეწინააღმდეგება“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

  • "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების გზავნილი არის ძალიან პირდაპირი, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ.

"ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი - რაც არ უნდა ითვალთმაქცოს "ქართულმა ოცნებამ", გზავნილი არის ძალიან პირდაპირი, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ამავდროულად, ჩვენი მეგობრები არიან ჩვენს ხალხთან ერთად, მათ სურთ საქართველო იხილონ ევროკავშირში, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არის ევროკავშირში. „ხალხის ძალა“ იქნება თუ „ქართული ოცნება“, მათ შეუძლიათ აკეთონ ის, რაც მათ უნდათ, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა მათი მხრიდან, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპაში, იქნება აღკვეთილი ჩვენი ხალხის მიერ და ჩვენი ევროპელი მეგობრები პირდაპირ აფასებენ ამას, როგორც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საბოტაჟის მცდელობას. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების" - აღნიშნა ჯაფარიძემ.

  • პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ პარტნიორების მხრიდან მთავარი გზავნილია, რომ "რუსული კანონით" "ქართული ოცნება" უხვევს ევროკავშირის გზიდან და ამაზე პასუხი იქნება".

"მოვისმინეთ მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის ნების მიმართ და ეს ნება არის ის, რომ ჩვენი სამშობლო და სახლი არის ევროკავშირი. ასევე, მოვისმინეთ, რომ რუსული კანონი გასაწვევია და ამ კანონით შეუძლებელია გაგრძელდეს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი. ევროკავშირის მხრიდან მიმდინარეობს ფიქრი პასუხის მთელ პალიტრაზე. აქ საუბარია დაწყებული განცხადებებით, დასრულებული ძალიან მკაცრი ზომებით, მათ შორის ინდივიდუალურ სანქციებზე იმ 83 ადამიანის მიმართ, რომელთაც მოუწევთ ევროკავშირის ვიზის რიგში დგომა, თუ ეს პროცესი გაგრძელდება. ევროკავშირს ბევრი მექანიზმი აქვს - ასევე ინდივიდუალურ სახელმწიფოებს. შესაძლოა, „ქოცების“ დეპუტატები ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვან იმიტომ, რომ ძალიან ადვილია ინდივიდუალური სახელმწიფოს მხრიდან უბრალოდ, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. მთავარი გზავნილია იქიდან - მხარდაჭერა ქართველი ხალხის ნებას, რუსული კანონი მიუღებელია, ამ კანონით „ქართული ოცნება“ უხვევს ევროკავშირის გზიდან და იქიდან პასუხი იქნება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

"ევროოპტიმისტების" ერთ-ერთ ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ის იყო, რომ საქართველოს დეკემბერში მოლაპარაკებები არ გაეხსნება იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონად გადაიქცევა

"ეს იყო ძალიან მყარად, ძალიან ხისტად და კონკრეტულად გაკეთებული გზავნილი, რომელსაც ალბათ, საჯაროდაც გააჟღერებენ. ჩვენი მხრიდან შეთავაზებაც და მოსაზრებაც იყო და მეც ამ მოსაზრებაზე ვარ დიდი ხანია, ყველა ის ადამიანი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს და ხმას რუსულ კანონმდებლობას აძლევს, ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვადასხვა მიმართულებით მათი მგზავრობა, გადაადგილება სანქცირებული და შეზღუდული უნდა იყოს, რასაც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგაც ეთანხმება.

მესამე გზავნილი იყო ის, რომ ოპოზიცია ამ კანონმდებლობის არანაირ მოდიფიკაციას არ განვიხილავთ. ეს „რუსული კანონი“ ჩაგდებული, ანუ გაწვეული უნდა იყოს, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ეთანხმებიან. პრინციპში, საქართველოს პრეზიდენტის ის განცხადება ძალიან დროული იყო.

მეოთხე გზავნილი იყო, რომ ევროკავშირის რეზოლუციაში მოყვანილი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, თუნდაც, კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებაზე, არ სჭირდება რაღაც კონკრეტულად დიდი კონსენსუსი. მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეიძლება მოხდეს ევროკომისიის და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ამიტომ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საზიანო ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია აკეთებს, როგორც ევროინტეგრაციის საბოტაჟი და, რა თქმა უნდა, როგორც რუსული გავლენების გაძლიერება, ისე განიხილება“, - აცხადებს დეკანოიძე.

წაიკითხეთ ასევე: