წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ პარლამენტთან 20 პირი დააკავა, მათ შორის რუსეთის და ამერიკის მოქალაქეები - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?
შსს-მ პარლამენტთან 20 პირი დააკავა, მათ შორის რუსეთის და ამერიკის მოქალაქეები - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს 20 პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის ერთი რუ­სე­თის და ამე­რი­კის ორი მო­ქა­ლა­ქე.

"12 მა­ისს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 22:00 სა­ა­თი­დან და­წყე­ბუ­ლი აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გან­თავ­სდნენ პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე, მათ შო­რის ზ. ჟვა­ნი­ას, შ. ჩი­ტა­ძი­სა და ბ. ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩებ­ზე არ­სე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­სას­ვლე­ლებ­თან.

ვი­ნა­ი­დან აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ჯა­როდ აცხა­დებ­დნენ, რომ ისი­ნი არ მის­ცემ­დნენ დე­პუ­ტა­ტებს 13 მა­ისს, 09:00-ზე და­გეგ­მილ პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მათ არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­სას­ვლე­ლე­ბი, რათა დე­პუ­ტა­ტებ­სა და აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს მის­ცე­მო­და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­სა და სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი მო­წო­დე­ბი­სა, ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­სა, რომ ისი­ნი და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, არ გას­ცდე­ნოდ­ნენ შეკ­რე­ბის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წილ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნა, და­არ­ღვია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა.

პო­ლი­ცი­ის მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ამ ეტაპ­ზე 20 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

და­კა­ვე­ბულ­თა­გან სამი პირი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა, კერ­ძოდ, 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე გ.ბ., ასე­ვე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ჰ. და ამა­ვე ქვეყ­ნის კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც უარი გა­ნა­ცხა­და სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა­ზე და მო­ი­თხო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს­თან და­კავ­ში­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე უკვე ეც­ნო­ბათ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის სა­ელ­ჩო­ებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

შსს-მ პარლამენტთან 20 პირი დააკავა, მათ შორის რუსეთის და ამერიკის მოქალაქეები - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

შსს-მ პარლამენტთან 20 პირი დააკავა, მათ შორის რუსეთის და ამერიკის მოქალაქეები - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს 20 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ერთი რუსეთის და ამერიკის ორი მოქალაქე.

"12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები განთავსდნენ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან.

ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი არ მისცემდნენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, რათა დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცემოდა პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.

მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა.

პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად ამ ეტაპზე 20 პირია დაკავებული.

დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება. აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს.

წაიკითხეთ ასევე: