ე.წ. აგენტების კანონპროექტის მოწინააღმდეგე სტუდენტებს უერთდებიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ფიცი დადეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის:
"ვფიცავთ!
რომ საკუთარი შესაძლებლობებისა და მიხვედრილობის შესაბამისად, უდრეკად დავიცავთ ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობას. ვფიცავთ, რომ არაფრის ფასად დავთომბთ, წინაპართა სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას, ვფიცავთ, რომ სიცოცხლის ფასად დავიცავთ სამშობლოსა და მის ღირებულებებს, ვფიცავთ, რომ ვატარებთ გულის მძივად, ენას მამულს, სარწმუნოებასა და ერთობას, ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს, არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას, ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს, ვფიცავთ, რომ ჩვენ აუცილებლად შეგიყვანთ თეთრი ხალათებით ევროპაში".