სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე და რას აცხადებენ ადვოკატები
უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე და რას აცხადებენ ადვოკატები

ბლო­გერ უჩა აბა­ში­ძე­სა და მის მე­უღ­ლეს, მა­რი­ამ იაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2 ივ­ლისს ჩა­ი­ნიშ­ნა.

  • სხდო­მას ეს­წრე­ბო­და ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი. პრო­ცეს­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა მათ მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ვა­რა­უ­დო და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბა­ზე ისა­უბ­რეს. უჩა აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩხრე­კის დროს მის მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე­ვე, სა­ვა­რა­უ­დო და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბა­ზე ისა­უბ­რა მის­მა მე­უღ­ლე, მა­რი­ამ იაშ­ვილ­მაც.

ამას­თან, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლე ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­მა გა­ი­ზი­ა­რა რო­გორც ბრალ­დე­ბის, ასე­ვე დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და პრო­ცე­სი და­ხუ­რა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის სა­კონ­ტაქ­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ სა­ი­ტებ­ზე იყო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც მისი მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ხდე­ბო­და. მას შემ­დეგ, რაც კონ­კრე­ტულ პირ­თან მოხ­დე­ბო­და შე­თან­ხმე­ბა და იგი მი­ვი­დო­და ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ბი­ნა­ში, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის­გან მა­ლუ­ლად, სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სის­ტე­მა­ტუ­რად, უკა­ნო­ნოდ იღებ­დნენ და ინა­ხავ­დნენ ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რის ამ­სახ­ველ აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რებს.

ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებს, რომ 2019 წლი­დან 2024 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში, გან­ხორ­ცი­ელ­და ასო­ბით სხვა­დას­ხვა პი­რის სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ამ­სახ­ვე­ლი ათა­სო­ბით ვი­დეო-აუ­დიო მა­სა­ლის ჩა­წე­რა. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე პირი, რო­მელ­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბიც უკა­ნო­ნოდ ინა­ხე­ბო­და ბრალ­დე­ბულ­თა კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კა­სა და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ნახ­ველ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში.

  • და­კა­ვე­ბუ­ლი ბლო­გე­რის უჩა აბა­ში­ძის ად­ვო­კა­ტის შოთა თუთ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი უჩა აბა­ში­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე უსა­მარ­თლო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, უჩა აბა­ში­ძე ბრალს არ აღი­ა­რებს.

"სამ­წუ­ხა­როდ, სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ბრალ­დე­ბუ­ლებს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ვე­თან­ხმე­ბით. მიგ­ვაჩ­ნია, რომ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და უსა­მარ­თლოა. ცხა­დია, საქ­მის მა­სა­ლე­ბი უნდა და­ვა­მუ­შა­ოთ და გა­დავ­წყვეტთ მისი გა­სა­ჩივ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. უჩა აბა­ში­ძე ბრალს არ აღი­ა­რებს", - გა­ნა­ცხა­და თუთ­ბე­რი­ძემ.

ად­ვო­კატ­მა გან­მარ­ტა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის შე­სა­ხებ არ უნა­ხავს, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ არას­წო­რია, როცა ად­ვო­კა­ტებს გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე აქვთ ხელი მო­წე­რი­ლი და ამ დროს პრო­კუ­რა­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ებს აქ­ვეყ­ნებს.

"ერთი მხრივ, თა­ვად და­ი­ტო­ვო უფ­ლე­ბა, რომ რაც გინ­და ის გა­მო­აქ­ვეყ­ნო, რა­ზეც გინ­და იმა­ზე ისა­უბ­რო და მე­ო­რე მხა­რეს შე­უ­ზღუ­დო უფ­ლე­ბა, რომ პა­სუ­ხი გაგ­ცეს, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დად­გო­მის შე­სა­ხებ, რომ საქ­მის მა­სა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ. ამი­ტომ, ეს არ არის სწო­რი",-გა­ნა­ცხა­და თუთ­ბე­რი­ძემ.

  • მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის ნა­თია კორ­კო­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მან 1000 - ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლე, ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია არ გა­ი­ზი­ა­რა და და­კა­ვე­ბულ უჩა აბა­ში­ძის მე­უღ­ლეს, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

"მე საქ­მე­ში ჩა­ვერ­თე გუ­შინ სა­ღა­მოს გვი­ან, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავ. გა­უთ­ქმე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხელ­წე­რილ­ზე ხელი გვაქვს მო­წე­რი­ლი. მა­რი­ამ იაშ­ვი­ლი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ვნა­ხოთ, პო­ზი­ცი­ებს შე­ვა­ჯე­რებთ ჩემ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ. იმ კვი­რა­ში აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ნა­ხუ­ლებ მას, იცით, რომ რუს­თა­ვის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სდე­ბა. მე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე მო­ვი­თხო­ვე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ხით და­ვა­ყე­ნე 1000 ლა­რის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხი",- გა­ნა­ცხა­და ნა­თია კორ­კო­ტა­ძემ.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2 ივ­ლისს ჩა­ი­ნიშ­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა - შე­ნახ­ვას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე და რას აცხადებენ ადვოკატები

უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე და რას აცხადებენ ადვოკატები

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

  • სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული. პროცესზე დაკავებულებმა მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრეს. უჩა აბაშიძის განცხადებით, ჩხრეკის დროს მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა. ასევე, სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა მისმა მეუღლე, მარიამ იაშვილმაც.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი დახურა.

გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.

  • დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილება დაკავებული უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უსამართლო და დაუსაბუთებელია.

როგორც ადვოკატმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს.

"სამწუხაროდ, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა. ცხადია, საქმის მასალები უნდა დავამუშაოთ და გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს", - განაცხადა თუთბერიძემ.

ადვოკატმა განმარტა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ არ უნახავს, თუმცა მიაჩნია, რომ არასწორია, როცა ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და ამ დროს პროკურატურა ინფორმაციებს აქვეყნებს.

"ერთი მხრივ, თავად დაიტოვო უფლება, რომ რაც გინდა ის გამოაქვეყნო, რაზეც გინდა იმაზე ისაუბრო და მეორე მხარეს შეუზღუდო უფლება, რომ პასუხი გაგცეს, სამწუხაროდ, ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ. გაფრთხილებულები ვართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის შესახებ, რომ საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ, ეს არ არის სწორი",-განაცხადა თუთბერიძემ.

  • მარიამ იაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

მარიამ იაშვილის ადვოკატის ნათია კორკოტაძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მან 1000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე, ალექსანდრე იაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა და დაკავებულ უჩა აბაშიძის მეუღლეს, მარიამ იაშვილის პატიმრობა შეუფარდა.

"მე საქმეში ჩავერთე გუშინ საღამოს გვიან, მარიამ იაშვილის ინტერესებს ვიცავ. გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელწერილზე ხელი გვაქვს მოწერილი. მარიამ იაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. ვნახოთ, პოზიციებს შევაჯერებთ ჩემთან კონსულტაციის შემდეგ. იმ კვირაში აუცილებლად ვინახულებ მას, იცით, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსდება. მე აღკვეთის ღონისძიების გარეშე მოვითხოვე შუამდგომლობა და ალტერნატიული სახით დავაყენე 1000 ლარის გირაოს შეფარდების საკითხი",- განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: