მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უჩა აბაშიძე დაკავებას მის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს... ამოღებული იარაღი კანონიერად აქვს დარეგისტრირებული, დანარჩენი არის გასართობი თოფი" - ადვოკატი
"უჩა აბაშიძე დაკავებას მის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს... ამოღებული იარაღი კანონიერად აქვს დარეგისტრირებული, დანარჩენი არის გასართობი თოფი" - ადვოკატი

და­კა­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტის, უჩა აბა­ში­ძის ადვო­კატ­მა გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძემ დიღ­მის სამ­მარ­თვე­ლო და­ტო­ვა.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, უჩა აბა­ში­ძეს ბრა­ლი ჯერ არ წარ­დგე­ნია და საქ­მის მა­სა­ლე­ბიც მის­თვის არ გა­და­უ­ცი­ათ.

"მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია, რომ შსს-სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას ვთხო­ვე მა­სა­ლე­ბის გად­მო­ცე­მა, თუმ­ცა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, რომ მათ გო­ნივ­რულ ვა­და­ში გად­მომ­ცე­მენ . კა­ნონ­ში პირ­და­პირ არის ნათ­ქვა­მი, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გად­მო­მე­ცეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აქვთ და რომ­ლებ­საც სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ გვაქვს, ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი არ არის, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა. რა ია­რა­ღე­ბიც ამო­ი­ღეს, ის კა­ნო­ნი­ე­რად აქვს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩე­ნი "airsoft"-ის ია­რა­ღე­ბია, რომ­ლის ქო­ნაც არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის. ეს არის გა­სარ­თო­ბი თოფი. ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხიც ჯერ კი­დევ არ არის"- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბას ბოლო პე­რი­ოდ­ში მის აქ­ტი­უ­რო­ბას უკავ­ში­რებს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბულ­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც არის შე­სუ­ლი, რო­მე­ლიც საქ­მის მა­სა­ლებს სწავ­ლობს.

"თვი­თონ და­კა­ვე­ბას, თა­ვის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ აქ­ტი­უ­რო­ბას უკავ­ში­რებს მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე არ უსა­უბ­რია, ახ­ლაც მას­თან იმ­ყო­ფე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. რო­გორც ჩანს, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უჩას­თან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მი­მარ­თვის შემ­დეგ მი­ვი­და, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ­მა უწყე­ბამ და­ი­წყო თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა, ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის", - გა­ნა­ცხა­და უჩა აბა­ში­ძის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"უჩა აბაშიძე დაკავებას მის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს... ამოღებული იარაღი კანონიერად აქვს დარეგისტრირებული, დანარჩენი არის გასართობი თოფი" - ადვოკატი

"უჩა აბაშიძე დაკავებას მის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს... ამოღებული იარაღი კანონიერად აქვს დარეგისტრირებული, დანარჩენი არის გასართობი თოფი" - ადვოკატი

დაკავებული სამხედრო ექსპერტის, უჩა აბაშიძის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ დიღმის სამმართველო დატოვა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძეს ბრალი ჯერ არ წარდგენია და საქმის მასალებიც მისთვის არ გადაუციათ.

"მივაწოდე ინფორმაცია, რომ შსს-სა და პროკურატურას ვთხოვე მასალების გადმოცემა, თუმცა გამომძიებელმა მითხრა, რომ მათ გონივრულ ვადაში გადმომცემენ . კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადმომეცეს მტკიცებულებები, რომლებიც აქვთ და რომლებსაც სასამართლოში გამოიყენებენ. საქმის მასალები არ გვაქვს, ბრალი წარდგენილი არ არის, თუმცა ბრალდებულად ითვლება. რა იარაღებიც ამოიღეს, ის კანონიერად აქვს დარეგისტრირებული. დანარჩენი "airsoft"-ის იარაღებია, რომლის ქონაც არანაირი პრობლემა არ არის. ეს არის გასართობი თოფი. ექსპერტიზის პასუხიც ჯერ კიდევ არ არის"- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე შეფასებით, ბრალდებული დაკავებას ბოლო პერიოდში მის აქტიურობას უკავშირებს.

მისივე განცხადებით, დაკავებულთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელიც არის შესული, რომელიც საქმის მასალებს სწავლობს.

"თვითონ დაკავებას, თავის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. დაზიანებებზე არ უსაუბრია, ახლაც მასთან იმყოფება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი. როგორც ჩანს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი უჩასთან სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ მივიდა, თუმცა აღნიშნულმა უწყებამ დაიწყო თუ არა გამოძიება, ჯერ ცნობილი არ არის", - განაცხადა უჩა აბაშიძის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.