მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს..." - შსს-მ 15 პირი დააკავა
"საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს..." - შსს-მ 15 პირი დააკავა

მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 15 წევ­რი და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

"არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ა., 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.მ., 1961 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ბ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ბ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ბ., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი უ.ა. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ბ.

ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძარ­ცვის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.მ., 2009 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ფ., 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ბ., 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ბ., 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.ბ. და 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ბ. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ბ., 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ­მა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არას­რულ­წლო­ვან­თა ვაჭ­რო­ბის სქე­მა შე­ი­მუ­შა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნი­სა და შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გა­წე­ვის მიზ­ნით, არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებს, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, აი­ძუ­ლებ­დნენ ეთხო­ვათ მო­წყა­ლე­ბა, ხოლო მი­ღე­ბულ თან­ხას კი სრუ­ლად ისა­კუთ­რებ­დნენ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს, ისი­ნი მათ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ და იძუ­ლე­ბულს ხდიდ­ნენ და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ მათ მი­თი­თე­ბებს.

კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ასე­ვე დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი შექ­მნეს. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, დრო­ის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის კუთ­ვნილ ფუ­ლად თან­ხებს ეუფ­ლე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ასე­ვე დად­გე­ნილ იქნა, რომ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი გად­მოკ­ვე­თეს უკა­ნო­ნოდ და სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე სე­კუნ­და, 178-ე და 344-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს..." - შსს-მ 15 პირი დააკავა

"საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს..." - შსს-მ 15 პირი დააკავა

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული ვ.ა., 1972 წელს დაბადებული ნ.მ., 1961 წელს დაბადებული ა.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.ბ., 1994 წელს დაბადებული ბ.ბ., 1990 წელს დაბადებული უ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ა.ბ.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული ნ.მ., 2009 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული კ.ბ., 1988 წელს დაბადებული ა.ბ., 1987 წელს დაბადებული შ.ბ. და 1995 წელს დაბადებული მ.ბ. და წარსულში ნასამართლევი პირები 2004 წელს დაბადებული ა.ბ., 2005 წელს დაბადებული მ.მ.

დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს. აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილებს, სხვადასხვა ქალაქში, აიძულებდნენ ეთხოვათ მოწყალება, ხოლო მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდნენ.

იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანები არ დაემორჩილებოდნენ ბრალდებულების მოთხოვნებს, ისინი მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და იძულებულს ხდიდნენ დამორჩილებოდნენ მათ მითითებებს.

კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დადგინდა, რომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. ბრალდებულები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველოში ჩამოსული ტურისტების კუთვნილ ფულად თანხებს ეუფლებოდნენ.

გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე დადგენილ იქნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს უკანონოდ და საქართველოში იმყოფებოდნენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა, 178-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.