ავტორი:

"პირადად ჩავაყენე საქმის კურსში შსს... ნებისმიერი თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ" - რა ხდებოდა წუხელ "ტვ პირველთან"

"პირადად ჩავაყენე საქმის კურსში შსს... ნებისმიერი თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ" - რა ხდებოდა წუხელ "ტვ პირველთან"

წუხელ ტელეწამყვან ნოდარ მელაძის განცხადებით, "ტვ პირველთან" ჩასაფრება იყო. როგორც მელაძემ გვიან ღამით განაცხადა, ტელეკომპანიასთან იყო ორი ავტომობილი ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები ისხდნენ.

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მან ჩასაფრებაზე ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, რომელმაც 112-თან გადაამისამართა.

მან საქმის კურსში ჩააყენა პოლიციაც. ნოდარ მელაძემ პირდაპირი ეთერიდან მიმართა შსს-ს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და აღნიშნა, რომ მყისიერი საფრთხის შესახებ შეტყობინება ორივე უწყებაში შესულია და პასუხისმგებლობა ამ ორ უწყებას ეკისრება.

"ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც მუშაობს ტვ პირველში - ნებისმიერი თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, იმიტომ, რომ პირველი, 112-ში შეტყობინება არის დაფიქსირებული და მეორე, მე პირადად ჩავაყენე საქმის კურსში შსს-ის დეპარტამენტის დირექტორი, შესაბამისად, ამ წუთიდან თქვენ უნდა მიიღოთ მყისიერი ზომები", - აცხადებდა ნოდარ მელაძე.