საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს" - მეთიუ მილერი
"ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს" - მეთიუ მილერი

ჯერ კი­დევ არის დრო სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის­თვის, მაგ­რამ ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ კურ­სი უნდა შეც­ვა­ლოს, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა მე­თიუ მი­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • სა­ხელ­მწი­ფოდ დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ს აქვს ინ­ფორ­მა­ცია შე­ვიწ­რო­ე­ბის მზარდ ცნო­ბებ­ზე და ფი­ზი­კურ თავ­დას­ხმებ­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ოპო­ზი­ცი­უ­რი აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ. მე­თიუ მი­ლერ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი დაგ­მო და გა­მო­ძი­ე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"ღრმად შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი ვართ მათ წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, ვინც აპ­რო­ტეს­ტებს კა­ნონპ­რო­ექტს და მისი წინ წა­წე­ვის ქმე­დე­ბებს. ვი­ცით შე­ვიწ­რო­ე­ბის მზარ­დი ცნო­ბე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ოპო­ზი­ცი­უ­რი აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამას ვგმობთ და და­მო­უ­კი­დე­ბელ, სრუ­ლი და დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებთ.

და უფრო ფარ­თო კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად ვი­ტყვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან 30 წელ­ზე მეტი ხნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვა­კავ­ში­რებს და სა­ქარ­თვე­ლოს­თან მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გვსურს. ჯერ კი­დევ არის დრო სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის­თვის, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ამის­თვის კურ­სი უნდა შეც­ვა­ლოს”, - გა­ნა­ცხა­და მი­ლერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აშშ-მა ნა­თე­ლი გა­ხა­და, რო­გო­რია „ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა და გა­ვაგ­რძე­ლებთ ამის ნათ­ლად თქმას“.

"მაგ­რამ ამ მო­მენ­ტში, წი­ნას­წარ არ გან­ვი­ხი­ლავ რა­ი­მე ქმე­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა, მე­თიუ მი­ლერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს" - მეთიუ მილერი

"ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს" - მეთიუ მილერი

ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

  • სახელმწიფოდ დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია შევიწროების მზარდ ცნობებზე და ფიზიკურ თავდასხმებზე სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მეთიუ მილერმა აღნიშნული ფაქტები დაგმო და გამოძიებისკენ მოუწოდა.

"ღრმად შეწუხებულები ვართ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს და მისი წინ წაწევის ქმედებებს. ვიცით შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას ვგმობთ და დამოუკიდებელ, სრული და დროული გამოძიებისკენ მოვუწოდებთ.

და უფრო ფართო კითხვაზე პასუხად ვიტყვი, რომ საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს და საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება გვსურს. ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ამისთვის კურსი უნდა შეცვალოს”, - განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, აშშ-მა ნათელი გახადა, როგორია „ჩვენი პოლიტიკა და გავაგრძელებთ ამის ნათლად თქმას“.

"მაგრამ ამ მომენტში, წინასწარ არ განვიხილავ რაიმე ქმედებებს, რომლებიც შეიძლება განვახორციელოთ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.