სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია... ისეთი კეთილისმსურველიც არ შემორჩათ, მუხრუჭის ფუნქციას რომ გასწევდა" - დათო გორგილაძე
"ქართული ოცნება" ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია... ისეთი კეთილისმსურველიც არ შემორჩათ, მუხრუჭის ფუნქციას რომ გასწევდა" - დათო გორგილაძე

ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის ხე­ლახ­ლა ინი­ცი­ი­რე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას მწე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი დათო გორ­გი­ლა­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად სრუ­ლად გა­მო­შიგ­ნუ­ლია. წამ­ლად რომ უნ­დო­დეთ (და ფაქ­ტია, სა­სი­ცო­ცხლოდ სჭირ­დე­ბათ) აზ­რი­ა­ნი რჩე­ვის მიმ­ცე­მი არ ჰყავთ.

მათი ქმე­დე­ბე­ბის დრა­მა­ტურ­გია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გულ­წრფე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის ძა­ლი­ან და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ას­ლე­ბის­გა­ნაა შე­კო­წი­წე­ბუ­ლი.

ხა­რისხს ვინ ჩი­ვის, კო­მი­კუ­რი გახ­და.

კო­მი­კურ­საც აი­ტან­და ადა­მი­ა­ნი (ბოლო-ბოლო გა­ი­ცი­ნებ მა­ინც და ეგეც ხე­ი­რია), მაგ­რამ ამ კო­მი­კუ­რო­ბას ქვეყ­ნის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა ხურ­და­ში.

რჩე­ვის მიმ­ცე­მი იქით იყოს და ისე­თი კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლიც არ შე­მორ­ჩათ, მუხ­რუ­ჭის ფუნ­ქცი­ას რომ გას­წევ­და და ეტყო­და, ამას მა­ინც ნუ­ღარ იკად­რებთ კა­ცე­ბო და ქა­ლე­ბო, უხერ­ხუ­ლი­აო.

ერთი ისაა, რომ სიც­რუ­ის, ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და ბოღ­მის რა­დი­ა­ცია, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ას­ხი­ვებს, გან­წი­რუ­ლია სი­მარ­თლის წი­ნა­აღ­მდეგ. სი­მარ­თლის, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ამო­ძა­ხი­ლია - და­უ­გეგ­მა­ვი და და­უ­ძა­ლე­ბე­ლი ამო­ძა­ხი­ლი. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის მსგავ­სი ამო­ძა­ხი­ლი. ეს ხმა ის­მის. ის­მის მკა­ფი­ოდ.

ეს პრო­ტეს­ტი მრა­ვალ­ხმი­ა­ნია. ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო".

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქართული ოცნება" ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია... ისეთი კეთილისმსურველიც არ შემორჩათ, მუხრუჭის ფუნქციას რომ გასწევდა" - დათო გორგილაძე

"ქართული ოცნება" ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია... ისეთი კეთილისმსურველიც არ შემორჩათ, მუხრუჭის ფუნქციას რომ გასწევდა" - დათო გორგილაძე

ე.წ. აგენტების კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"ქართული ოცნება" ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია. წამლად რომ უნდოდეთ (და ფაქტია, სასიცოცხლოდ სჭირდებათ) აზრიანი რჩევის მიმცემი არ ჰყავთ.

მათი ქმედებების დრამატურგია სამოქალაქო საზოგადოების გულწრფელი შემოქმედების ძალიან დაბალხარისხიანი ასლებისგანაა შეკოწიწებული.

ხარისხს ვინ ჩივის, კომიკური გახდა.

კომიკურსაც აიტანდა ადამიანი (ბოლო-ბოლო გაიცინებ მაინც და ეგეც ხეირია), მაგრამ ამ კომიკურობას ქვეყნის გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება ხურდაში.

რჩევის მიმცემი იქით იყოს და ისეთი კეთილისმსურველიც არ შემორჩათ, მუხრუჭის ფუნქციას რომ გასწევდა და ეტყოდა, ამას მაინც ნუღარ იკადრებთ კაცებო და ქალებო, უხერხულიაო.

ერთი ისაა, რომ სიცრუის, ცილისწამებისა და ბოღმის რადიაცია, რომელსაც ხელისუფლება ასხივებს, განწირულია სიმართლის წინააღმდეგ. სიმართლის, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული, თავისუფალი და გულწრფელი ადამიანების ამოძახილია - დაუგეგმავი და დაუძალებელი ამოძახილი. ქართული სიმღერის მსგავსი ამოძახილი. ეს ხმა ისმის. ისმის მკაფიოდ.

ეს პროტესტი მრავალხმიანია. ისევე, როგორც საქართველო".

იხილეთ ასევე: