საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინი კრემლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ვლადიმერ პუტინი კრემლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს შეხ­ვდა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა კრემ­ლის წმინ­და ან­დრი­ას დარ­ბაზ­ში, ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­მი­ტის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა.

"ყვე­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მათ შო­რის რუ­სე­თი­სა და სომ­ხე­თის­თვის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის) ფარ­გლებ­ში და­დე­ბი­თია, რაც შე­ე­ხე­ბა ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ისიც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით ვი­თარ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, 2015 წლი­დან სომ­ხე­თის სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­თან 14-ჯერ გა­ი­ზარ­და, რუ­სეთ­თან კი შვიდ მი­ლი­არდ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

"ჩვენს სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ასე­თი მო­ცუ­ლო­ბა აქამ­დე არ ყო­ფი­ლა“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა, თა­ვის მხრივ, შეხ­ვედ­რის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან ორ­მხრივ და რე­გი­ო­ნულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვას გეგ­მავ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვლადიმერ პუტინი კრემლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი კრემლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კრემლის წმინდა ანდრიას დარბაზში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საიუბილეო სამიტის შემდეგ გაიმართა.

"ყველა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისა და სომხეთისთვის, თანამშრომლობა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის) ფარგლებში დადებითია, რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ისიც ძალიან წარმატებით ვითარდება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, 2015 წლიდან სომხეთის სავაჭრო ბრუნვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან 14-ჯერ გაიზარდა, რუსეთთან კი შვიდ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

"ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ასეთი მოცულობა აქამდე არ ყოფილა“, - აღნიშნა პუტინმა.

ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავდა.