მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა" - საია
"20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა" - საია

20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა საია-ს არ­გუ­მენ­ტე­ბი და და­ად­გი­ნა მე­სა­მე მუხ­ლის დარ­ღვე­ვა ანუ წა­მე­ბის აკ­რძალ­ვა. სა­სა­მარ­თლომ მომ­ჩი­ვან­თა სა­სარ­გებ­ლოდ, სა­ხელ­მწი­ფოს 153 600 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით იმ პი­რე­ბის­თვის, რო­მელ­თა ნა­წილ­შიც დად­გინ­და დარ­ღვე­ვა. სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს არ ჩა­უ­ტა­რე­ბია ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ზე შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და­ად­გენ­და,- ამის შე­სა­ხებ საია-ს თავ­მჯდო­მა­რემ ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც 2019 წლის 20 ივ­ნისს აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფომ სა­თა­ნა­დოდ არ შე­ა­ფა­სა ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

„ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე, რო­მე­ლიც 26 პი­რის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს აერ­თი­ა­ნებს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი 2019 წლის 20-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს არი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი. მათ­გან 22 პი­რის ინ­ტე­რე­სებს წარ­მო­ად­გენ­და საია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პულ ცენ­ტრთან“ ერ­თად. 22 ადა­მი­ანს შო­რის არი­ან: მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე 10 პირი, მე­დი­ის 11 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში შემ­თხვე­ვით აღ­მო­ჩე­ნი­ლი ერთი პირი.

წარ­მოდ­გე­ნილ სა­ჩივ­რებ­ში მომ­ჩივ­ნე­ბი ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-3 (წა­მე­ბის აკ­რძალ­ვა), მე-10 (გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა - მხო­ლოდ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში), მე-11 (შეკ­რე­ბი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა - დე­მონ­სტრან­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში) და მე-13 (სა­მარ­თლებ­რი­ვი დაც­ვის ქმე­დი­თი სა­შუ­ა­ლე­ბის უფ­ლე­ბა) მუხ­ლის დარ­ღვე­ვებ­ზე და­ობ­და.

საია-მ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლა 2019 წლის 20-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი, მო­ი­პო­ვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ხე­ზე იყო შემ­დე­გი დარ­ღვე­ვე­ბი: გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძა­ლის უკა­ნო­ნო­ბა და არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლო­ბა; და­კა­ვე­ბის და შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა; ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლა; გა­მო­ძი­ე­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა, რაც მათ შო­რის ვლინ­დე­ბო­და, გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პრობ­ლე­მებ­ში და ა.შ.

ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა საია-ს არ­გუ­მენ­ტე­ბი და და­ად­გი­ნა მე­სა­მე მუხ­ლის ანუ წა­მე­ბის აკ­რძალ­ვა და ამას­თან ერ­თად, სა­სა­მარ­თლომ მომ­ჩი­ვან­თა სა­სარ­გებ­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს სა­ბო­ლო­ოდ 153 600 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით იმ პი­რე­ბის­თვის, რო­მელ­თა ნა­წილ­შიც დად­გინ­და დარ­ღვე­ვა. სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს არ ჩა­უ­ტა­რე­ბია ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ზე შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და­ად­გენ­და.

სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ ოთხნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დგომ გა­მო­ძი­ე­ბა არა­ნა­ირ დას­კვნამ­დე არ მი­სუ­ლა; სა­ხელ­მწი­ფომ სა­თა­ნა­დოდ არ შე­ა­ფა­სა ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. მო­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი პირ­და­პირ იყ­ვნენ მი­თი­თე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში. სა­სა­მარ­თლოს გან­მარ­ტე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს არ ჩა­უ­ტა­რე­ბია მოვ­ლე­ნე­ბის სის­ტე­მუ­რი ანა­ლი­ზი. არ არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სრულ­ყო­ფი­ლი ან­გა­რი­ში მოვ­ლე­ნა­თა ქრო­ნო­ლო­გი­ის და აქ­ცი­ის დაშ­ლის ოპე­რა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე, რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს.

სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ მსგავ­სი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­პო­ლი­ციო ოპე­რა­ცი­ის დროს დარ­წმუნ­დეს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი არი­ან ძა­ლა­დო­ბა­ში, ამოც­ნო­ბა­დე­ბი არი­ან, რაც ამ საქ­მე­ზე ასე­ვე პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს“,- გა­ნა­ცხა­და ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა" - საია

"20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა" - საია

20 ივნისის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საია-ს არგუმენტები და დაადგინა მესამე მუხლის დარღვევა ანუ წამების აკრძალვა. სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ, სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით იმ პირებისთვის, რომელთა ნაწილშიც დადგინდა დარღვევა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა,- ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს აქციებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც 26 პირის ფაქტობრივ გარემოებებს აერთიანებს. ეს ადამიანები 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს არიან დაზარალებულები. მათგან 22 პირის ინტერესებს წარმოადგენდა საია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ ერთად. 22 ადამიანს შორის არიან: მშვიდობიანი აქციის მონაწილე 10 პირი, მედიის 11 წარმომადგენელი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი.

წარმოდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - დემონსტრანტების შემთხვევაში) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლის დარღვევებზე დაობდა.

საია-მ საფუძვლიანად შეისწავლა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა; დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა; ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა; გამოძიების არაეფექტურობა, რაც მათ შორის ვლინდებოდა, გაჭიანურებულ გამოძიებაზე, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემებში და ა.შ.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საია-ს არგუმენტები და დაადგინა მესამე მუხლის ანუ წამების აკრძალვა და ამასთან ერთად, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს საბოლოოდ 153 600 ევროს გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით იმ პირებისთვის, რომელთა ნაწილშიც დადგინდა დარღვევა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ოთხნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა; სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მოუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირები პირდაპირ იყვნენ მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი. არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიის და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადები არიან, რაც ამ საქმეზე ასევე პრობლემას წარმოადგენს“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.