კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30-ზე მეტი ევროპარლამენტარი მოუწოდებს ჟოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი - რა წერია მიმართვაში და როგორ აფასებენ ამას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში
30-ზე მეტი ევროპარლამენტარი მოუწოდებს ჟოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი - რა წერია მიმართვაში და როგორ აფასებენ ამას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუდ­მივ­მა არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ქცე­ვამ, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­მა აგ­რე­სი­უ­ლო­ბამ უცხო აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ "რუ­სუ­ლი სტი­ლის“ კა­ნო­ნის გა­ტა­ნის, მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის გა­ჩუ­მე­ბი­სა და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის კუ­თხით, ზღვა­რი გა­და­ლა­ხა, - ამის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კია 30-ზე მეტი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის წე­რილ­ში, რო­მელ­საც ისი­ნი ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტს, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გე­ნელს, ჯო­ზეფ ბო­რელს უგ­ზავ­ნი­ან.

"ამ­გვარ­მა ქცე­ვამ კი­დევ უფრო გა­ზარ­და და­ძა­ბუ­ლო­ბა და პო­ლა­რი­ზა­ცია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმ ცხრა ნა­ბიჯს, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­ში­რის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ ამის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა აღარ შე­იძ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ჯო­ზეფ ბო­რელს მო­უ­წო­დე­ბენ, გა­მო­ი­ჩი­ნოს მტკი­ცე პო­ზი­ცია და მი­ი­ღოს ზო­მე­ბი, რაც მკა­ფიო სიგ­ნალს გა­უგ­ზავ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

"პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და წამ­ყვა­ნი პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქცე­ვა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი უნდა შე­ჩერ­დეს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­ში შემ­დგო­მი პროგ­რე­სის გა­რე­შე.

მე­ო­რე, უნდა გა­და­ი­ხე­დოს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­სა და სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა.

მე­სა­მე, 2023 წლის 8 ნო­ემ­ბრის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში მო­ცე­მუ­ლი ცხრა ნა­ბი­ჯის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მიღ­წე­ულ პროგ­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შუ­ა­ლე­დუ­რი შე­ფა­სე­ბა უნდა მოხ­დეს შემ­დგო­მი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე. ეს ზომა შე­ტა­ნი­ლია პარ­ლა­მენ­ტის 2024 წლის 25 აპ­რი­ლის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში "სა­ქარ­თვე­ლო­ში "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის ხე­ლა­ხა­ლი შე­მო­ღე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ბოლო წლებ­ში და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ო­ბენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და მისი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის მის­წრა­ფე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

"ჩვენ სიმ­ტკი­ცეს ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ამ კუ­თხით, მაგ­რამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის­თვის ერთი და იგი­ვეა და და­ცუ­ლი უნდა იყოს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

წე­რი­ლის ასლს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

წე­რილს ხელს აწერს 30-ზე მეტი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, მათ შო­რის: პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუ­სი, ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი, ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სი, მი­რი­ამ ლექსმა­ნი, რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნე, თიის რო­ი­ტე­ნი და სხვე­ბი.

  • აღ­ნიშ­ნულს უკვე მოჰ­ყვა პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან.

"არ ვიცი [ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს] რა დარ­ჩათ სათ­ქმე­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის მიღ­მა, თუმ­ცა ეს არის კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი ინ­სტრუ­მენ­ტი, რომ აქ რა­მე­ნა­ი­რად და­ეხ­მა­რონ საპ­რო­ტეს­ტო მუხტს და შექ­მნან და­მა­ტე­ბი­თი ახა­ლი ამ­ბა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, 31 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარს შე­ეძ­ლო სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი იმ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, რო­მე­ლიც მი­ი­ღო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა.

“ჩვენ უკვე ვი­ხი­ლეთ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია და მე ვფიქ­რობ, რომ ამ 31 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარს შე­ეძ­ლო სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი იმ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ, რო­მე­ლიც მი­ი­ღო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა. არ ვიცი [ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს] რა დარ­ჩათ სათ­ქმე­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის მიღ­მა, თუმ­ცა ეს არის კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი ინ­სტრუ­მენ­ტი, რომ აქ რა­მე­ნა­ი­რად და­ეხ­მა­რონ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი საპ­რო­ტეს­ტო მუხტს და შექ­მნან და­მა­ტე­ბი­თი ახა­ლი ამ­ბა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში”, - აღ­ნიშ­ნა მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას დე­პუ­ტატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და ეს ეფუძ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას, რა­საც წინ 31 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის გან­ცხა­დე­ბა ვერ და­უდ­გე­ბა.

“მე დავ­სვამ­დი კი­თხვას: რას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ვის ინ­ტე­რე­სებ­შია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მსგავ­სი სურ­ვი­ლე­ბი? რამ­დე­ნად არის ის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ხალ­ხის ინ­ტე­რეს­ში, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც და ხალ­ხსაც აქვს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გა­ცხა­დე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი? სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე, ეს არ არის ხუმ­რო­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და ეს ეფუძ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას. ამას წინ 31 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის გან­ცხა­დე­ბა ვერ და­უდ­გე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

  • ანა ბუ­ჩუ­კუ­რი - პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის"

"სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნას ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ გა­ვი­ზი­ა­რებ, რად­გან ამ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ში­ნა­არ­სი ძა­ლი­ან მკა­ფიო იყო, ეს სტა­ტუ­სი ქარ­თველ ხალ­ხს მი­ე­ნი­ჭა და წერ­ტი­ლი, - აცხა­დებს ანა ბუ­ჩუ­კუ­რი.

"ოც­ნე­ბამ“ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ სტა­ტუ­სი არ მიგ­ვე­ღო, მაგ­რამ ეს სტა­ტუ­სი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მო­ი­პო­ვა, ამ მო­ნა­პო­ვარს კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ყე­ნე­ბა პი­რა­დად ჩემ­თვის და ჩემი გუნ­დის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მე­ო­რეს მხრივ, ცხა­დია, რომ "ოც­ნე­ბის“, ივა­ნიშ­ვი­ლის "ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლო ნა­ბიჯს წინ, ევ­რო­კავ­ში­რის­კენ ვერ გა­დად­გამს. ვი­მე­ო­რებ, სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნას, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ გა­ვი­ზი­ა­რებ, ასე­ვე ძა­ლი­ან ცხა­დია, ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში ეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი ვე­ღარ გახ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბუ­ჩუ­კურ­მა.

ის შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრ იო­ჰან ფორ­სელ­თან შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც ბუ­ჩუ­კუ­რი აცხა­დებს, ქვეყ­ნის პარტნი­ო­რე­ბი "მკა­ფი­ოდ ამ­ბო­ბენ, რომ ამ კა­ნო­ნის [უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ] პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლო ნა­ბიჯს წინ, ევ­რო­კავ­ში­რის­კენ ვერ გა­დად­გამს“.

"ჩემი გუნ­დის პო­ზი­ცია იქნა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, რომ ამ რთულ პე­რი­ოდ­ში კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­უ­ხე­და­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი თავ­დას­ხმი­თი გზავ­ნი­ლე­ბი­სა, ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დში დგო­მა გა­აგ­რძე­ლონ და რა თქმა უნდა, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი ქვეყ­ნის პარტნი­ო­რე­ბი მოგ­ვეხ­მა­რონ, რო­გორც ეს 2012 წელს მოხ­და, ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად ჩა­ვა­ტა­როთ და და­ვიც­ვათ ნორ­მა­ლურ­თან მა­ინც მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ბუ­ჩუ­კურ­მა.

  • გი­ორ­გი ვა­შა­ძე - "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი"

"ჩვე­ნი ყვე­ლას ამო­ცა­ნაა, რომ ამ პრო­ცეს­ში გა­ვი­მარ­ჯვოთ და სან­ქცი­ე­ბი არ და­ე­კის­როს ქარ­თველ ხალ­ხს - სან­ქცი­ე­ბი უნდა და­ე­კის­როს იმ მო­ღა­ლა­ტე­ებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას აყალ­ბე­ბენ, ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ოს­ნო­ბით", - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის წე­რილ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის" პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი მყარ­დე­ბა და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის მქო­ნე არც ერთი ქვეყ­ნის ად­გი­ლი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში და ევ­რო­კავ­შირ­ში.

"სი­ტუ­ა­ცია არის ძა­ლი­ან მძი­მე, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ცალ­სა­ხაა, "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნით“ სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში ვერ იქ­ნე­ბა. ამას აკე­თებს ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. მა­გი­და­ზე, სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში დევს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­მა აა­მოქ­მე­დოს. ალ­ბათ ნა­ხეთ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის წე­რი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­უ­ბა­რია კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბა­ზე, ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის შე­ჩე­რე­ბა­ზე, ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ყვე­ლას ამო­ცა­ნაა, რომ ამ პრო­ცეს­ში გა­ვი­მარ­ჯვოთ და სან­ქცი­ე­ბი არ და­ე­კის­როს ქარ­თველ ხალ­ხს. სან­ქცი­ე­ბი უნდა და­ე­კის­როს იმ მო­ღა­ლა­ტე­ებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას აყალ­ბე­ბენ, ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ოს­ნო­ბით. მე ერთ რა­მე­ში ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი - რომ ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ, იმი­ტომ რომ ქვე­ყა­ნა ერ­თი­ა­ნია, ერი ერ­თი­ა­ნია და ცალ­კე­უ­ლი პა­ტა­რა ჯგუ­ფი, რო­მელ­საც უნდა რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება გა­ა­ყალ­ბოს, თა­ვის მი­ზანს ვე­რაფ­რით მი­აღ­წევს. პრო­ტეს­ტი არის დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პრო­ტეს­ტი აუ­ცი­ლებ­ლად მივა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე,“ - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

30-ზე მეტი ევროპარლამენტარი მოუწოდებს ჟოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი - რა წერია მიმართვაში და როგორ აფასებენ ამას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

30-ზე მეტი ევროპარლამენტარი მოუწოდებს ჟოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი - რა წერია მიმართვაში და როგორ აფასებენ ამას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათმა აგრესიულობამ უცხო აგენტების შესახებ "რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და ძალის გამოყენების კუთხით, ზღვარი გადალახა, - ამის შესახებ ლაპარაკია 30-ზე მეტი ევროპარლამენტარის წერილში, რომელსაც ისინი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს უგზავნიან.

"ამგვარმა ქცევამ კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის სტატუსი მიენიჭა და ევროკავშირის მიერ ამის უგულებელყოფა აღარ შეიძლება“, - აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გამოიჩინოს მტკიცე პოზიცია და მიიღოს ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.

"პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის "ქართული ოცნების“ ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.

მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

მესამე, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით შუალედური შეფასება უნდა მოხდეს შემდგომი შეფერხების გარეშე. ეს ზომა შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში "საქართველოში "უცხოური აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ”, - აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში დაუღალავად მუშაობენ ქართველი ხალხისა და მისი ევროკავშირში გაწევრების მისწრაფების მხარდასაჭერად.

"ჩვენ სიმტკიცეს ვინარჩუნებთ ამ კუთხით, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივეა და დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის ასლს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წერილს ხელს აწერს 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი, მათ შორის: პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, თიის როიტენი და სხვები.

  • აღნიშნულს უკვე მოჰყვა პირველი კომენტარები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.

"არ ვიცი [ევროპარლამენტარებს] რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი, რომ აქ რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

  • მისივე თქმით, 31 ევროპარლამენტარს შეეძლო საკუთარი მოსაზრებები იმ რეზოლუციაში დაეფიქსირებინა, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა.

“ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და მე ვფიქრობ, რომ ამ 31 ევროპარლამენტარს შეეძლო საკუთარი მოსაზრებები იმ რეზოლუციაში დაეფიქსირებინათ, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. არ ვიცი [ევროპარლამენტარებს] რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი, რომ აქ რამენაირად დაეხმარონ ევროპარლამენტარები საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ეს ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას, რასაც წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება ვერ დაუდგება.

“მე დავსვამდი კითხვას: რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები? რამდენად არის ის ქართული სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესში, როდესაც ხელისუფლებასაც და ხალხსაც აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებული სურვილი? საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს არ არის ხუმრობით გაკეთებული განცხადება, ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ეს ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას. ამას წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება ვერ დაუდგება”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • ანა ბუჩუკური - პარტია "საქართველოსთვის"

"სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, რადგან ამ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი ძალიან მკაფიო იყო, ეს სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი, - აცხადებს ანა ბუჩუკური.

"ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ ეს სტატუსი ქართველმა ხალხმა მოიპოვა, ამ მონაპოვარს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეორეს მხრივ, ცხადია, რომ "ოცნების“, ივანიშვილის "ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო ნაბიჯს წინ, ევროკავშირისკენ ვერ გადადგამს. ვიმეორებ, სტატუსის შეჩერების მოთხოვნას, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, ასევე ძალიან ცხადია, ივანიშვილის პირობებში ეს ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ვეღარ გახდება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ის შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. როგორც ბუჩუკური აცხადებს, ქვეყნის პარტნიორები "მკაფიოდ ამბობენ, რომ ამ კანონის [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] პირობებში საქართველო ნაბიჯს წინ, ევროკავშირისკენ ვერ გადადგამს“.

"ჩემი გუნდის პოზიცია იქნა გაჟღერებული, რომ ამ რთულ პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მიუხედავად ხელისუფლების ნეგატიური თავდასხმითი გზავნილებისა, ჩვენმა პარტნიორებმა ქართველი ხალხის გვერდში დგომა გააგრძელონ და რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები მოგვეხმარონ, როგორც ეს 2012 წელს მოხდა, ქართველ ხალხთან ერთად ჩავატაროთ და დავიცვათ ნორმალურთან მაინც მიახლოებული არჩევნები“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

  • გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი"

"ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს - სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "რუსული კანონის" პირობებში საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი მყარდება და ავტორიტარული რეჟიმის მქონე არც ერთი ქვეყნის ადგილი არ არის ცივილიზებულ სამყაროში და ევროკავშირში.

"სიტუაცია არის ძალიან მძიმე, იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახაა, "რუსული კანონით“ საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. ამას აკეთებს ივანიშვილი და "ქართული ოცნება“. მაგიდაზე, სამოქმედო გეგმაში დევს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამოქმედოს. ალბათ ნახეთ ევროპარლამენტარების წერილი. სამწუხაროდ, საუბარია კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, შესაბამისად, ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს. სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ქვეყანა ერთიანია, ერი ერთიანია და ცალკეული პატარა ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, თავის მიზანს ვერაფრით მიაღწევს. პროტესტი არის დეცენტრალიზებული, ბუნებრივი და საბოლოო ჯამში, პროტესტი აუცილებლად მივა გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ვაშაძემ.