კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახა, ბევრი წლის განმავლობაში შენი ფოტოგრაფი ვიყავი... გადმოდი ნათელ მხარეს, ნუ შეხვალ ისტორიაში მოღალატედ" - მარი ნაკანის მიმართვა დედაქალაქის მერს
"კახა, ბევრი წლის განმავლობაში შენი ფოტოგრაფი ვიყავი... გადმოდი ნათელ მხარეს, ნუ შეხვალ ისტორიაში მოღალატედ" - მარი  ნაკანის მიმართვა დედაქალაქის მერს

ცნო­ბილ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა, მარი ნა­კან­მა, აქ­ცი­ი­დან თბი­ლი­სის მერს კახა კა­ლა­ძეს მი­მარ­თა: "კახა, ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შენი ფო­ტოგ­რა­ფი ვი­ყა­ვი. მა­შინ ჩვენ ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­დი. სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან უყ­ვარ­დი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლაც უყ­ვარ­ხარ. ძა­ლი­ან გთხოვ, გად­მო­დი ნა­თელ მხარს. ნუ შეხ­ვალ ის­ტო­რი­ა­ში მო­ღა­ლა­ტედ" - გა­ნუ­ცხა­და მან "ტვ პირ­ველს"

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ოფი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან მსვლე­ლო­ბით კვლავ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე დაბ­რუნ­დნენ და ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ას­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი კვლავ გა­და­კე­ტი­ლია.

აღ­დგო­მის კვი­რე­უ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ეკ­ლე­სი­ას­თან სან­თლე­ბის დან­თე­ბას აპი­რე­ბენ.

მათი თქმით, დღეს მსვლე­ლო­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შე­წყდე­ბა და პრო­ტეს­ტი აქ გაგ­რძელ­დე­ბა.

მა­ნამ­დე კი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ სა­ნა­პი­რო გა­და­კე­ტეს, ხოლო დე­მონ­სტრან­ტე­ბის ნა­წილ­მა მშვი­დო­ბის ხიდ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა გად­მო­ფი­ნა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვას და გან­ვლი­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19:00 სა­ა­თი­დან "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ და სას­ტუმ­რო "პა­რაგ­რაფ­თან“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ი­და­ნაც დე­მონ­სტრან­ტე­ბი მსვლე­ლო­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფი­სის­კენ“ გა­ე­მარ­თნენ.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ოფის­თან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი დახ­ვდათ, რის გა­მოც შეკ­რე­ბი­ლებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ოფის­თან ახ­ლოს მის­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცათ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კახა, ბევრი წლის განმავლობაში შენი ფოტოგრაფი ვიყავი... გადმოდი ნათელ მხარეს, ნუ შეხვალ ისტორიაში მოღალატედ" - მარი ნაკანის მიმართვა დედაქალაქის მერს

"კახა, ბევრი წლის განმავლობაში შენი ფოტოგრაფი ვიყავი... გადმოდი ნათელ მხარეს, ნუ შეხვალ ისტორიაში მოღალატედ" - მარი  ნაკანის მიმართვა დედაქალაქის მერს

ცნობილმა ფოტოგრაფმა, მარი ნაკანმა, აქციიდან თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართა: "კახა, ბევრი წლის განმავლობაში შენი ფოტოგრაფი ვიყავი. მაშინ ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარდი. საქართველოს ძალიან უყვარდი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ახლაც უყვარხარ. ძალიან გთხოვ, გადმოდი ნათელ მხარს. ნუ შეხვალ ისტორიაში მოღალატედ" - განუცხადა მან "ტვ პირველს"

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.

აღდგომის კვირეულიდან გამომდინარე აქციის მონაწილეები ეკლესიასთან სანთლების დანთებას აპირებენ.

მათი თქმით, დღეს მსვლელობა რუსთაველის გამზირზე შეწყდება და პროტესტი აქ გაგრძელდება.

მანამდე კი აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდნენ. მათ სანაპირო გადაკეტეს, ხოლო დემონსტრანტების ნაწილმა მშვიდობის ხიდზე ევროკავშირის დროშა გადმოფინა.

აქციის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას და განვლილი დღეების განმავლობაში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 19:00 საათიდან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და სასტუმრო "პარაგრაფთან“ მიმდინარეობდა, საიდანაც დემონსტრანტები მსვლელობით "ქართული ოცნების“ ოფისისკენ“ გაემართნენ.

მმართველი პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი დახვდათ, რის გამოც შეკრებილებს "ქართული ოცნების” ოფისთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.