მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთმა "მთვარის ბნელ მხარეს" მავალი მანქანა გაუშვა - რა არის 53-დღიანი მისიის მიზანი?
ჩინეთმა "მთვარის ბნელ მხარეს" მავალი მანქანა გაუშვა - რა არის 53-დღიანი მისიის მიზანი?

ჩი­ნეთ­მა კოს­მოს­ში მთვა­რე­ზე მა­ვა­ლი მან­ქა­ნა, Chang'e 6 გა­უშ­ვა. 53-დღი­ა­ნი მი­სია მიზ­ნად ისა­ხავს და­ახ­ლო­ე­ბით ორი კი­ლოგ­რა­მი მთვა­რის ნი­მუ­შე­ბის ჩა­მო­ტა­ნას დე­და­მი­წა­ზე. მი­სი­ის წარ­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩი­ნე­თი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და აშშ-ის შემ­დეგ გახ­დე­ბა მე­სა­მე ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მთვა­რის ზე­და­პი­რი­დან გე­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შე­ბის ჩა­მო­ტა­ნა დე­და­მი­წა­ზე და ბოლო 44 წლის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ამ­გვა­რი მი­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ის და­ეშ­ვე­ბა სამ­ხრეთ პო­ლუს-აიტ­კე­ნის აუზ­ში, რომ­ლის სი­გა­ნე და­ახ­ლო­ე­ბით 2,500 კმ-ია (1,553 მილი). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2030 წლამ­დე ჩი­ნე­თი მთვა­რე­ზე კი­დევ ორი მა­ვა­ლის, Chang'e 7 და Chang'e 8-ის გაგ­ზავ­ნას გეგ­მავს. Chang'e 7 - შექ­მნი­ლია მთვა­რის სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე ყი­ნუ­ლის მო­სა­ძებ­ნად. Chang'e 8 2030 წლამ­დე ამოქ­მედ­დე­ბა. Chang'e 8 შე­ეც­დე­ბა და­ად­გი­ნოს და­გეგ­მი­ლი ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბის ტექ­ნი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც მთვა­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის სად­გუ­რი.

რა­კე­ტა მთვა­რის "ბნელ მხა­რეს" გან­თავ­სდე­ბა - დე­და­მი­წის მსგავ­სად, დღე-ღა­მის ციკ­ლი მთვა­რე­საც გა­აჩ­ნია. მთვა­რის იმ მხა­რე­ზე, რო­მელ­საც ჩვენ ვხე­დავთ, ხან დღეა და ხან ღამე. სწო­რედ ამით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მთვა­რის ფა­ზე­ბი. ამის გამო მეც­ნი­ე­რე­ბი მთვა­რის ამ მხა­რეს "ბნე­ლის" ნაც­ვლად "შო­რე­უ­ლით" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რად­გან ეს ტერ­მი­ნი რე­ა­ლო­ბას­თან უფრო ახ­ლოს არის.

მთვა­რის შო­რე­უ­ლი მხა­რე ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თა­რი თვა­ლე­ბით პირ­ვე­ლად 1968 წელს, Apollo 8-ის მი­სი­ის ფარ­გლებ­ში ნა­ხეს.

წყა­რო: bbc

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ჩინეთმა "მთვარის ბნელ მხარეს" მავალი მანქანა გაუშვა - რა არის 53-დღიანი მისიის მიზანი?

ჩინეთმა "მთვარის ბნელ მხარეს" მავალი მანქანა გაუშვა - რა არის 53-დღიანი მისიის მიზანი?

ჩინეთმა კოსმოსში მთვარეზე მავალი მანქანა, Chang'e 6 გაუშვა. 53-დღიანი მისია მიზნად ისახავს დაახლოებით ორი კილოგრამი მთვარის ნიმუშების ჩამოტანას დედამიწაზე. მისიის წარმატების შემთხვევაში ჩინეთი საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის შემდეგ გახდება მესამე ქვეყანა, რომელმაც განახორციელა მთვარის ზედაპირიდან გეოლოგიური ნიმუშების ჩამოტანა დედამიწაზე და ბოლო 44 წლის მანძილზე პირველი ქვეყანა, რომელმაც ამგვარი მისია განახორციელა.

მოსალოდნელია, რომ ის დაეშვება სამხრეთ პოლუს-აიტკენის აუზში, რომლის სიგანე დაახლოებით 2,500 კმ-ია (1,553 მილი). აღსანიშნავია, რომ 2030 წლამდე ჩინეთი მთვარეზე კიდევ ორი მავალის, Chang'e 7 და Chang'e 8-ის გაგზავნას გეგმავს. Chang'e 7 - შექმნილია მთვარის სამხრეთ პოლუსზე ყინულის მოსაძებნად. Chang'e 8 2030 წლამდე ამოქმედდება. Chang'e 8 შეეცდება დაადგინოს დაგეგმილი ბაზის მშენებლობის ტექნიკური მიზანშეწონილობა, რომელიც ცნობილია როგორც მთვარის საერთაშორისო კვლევის სადგური.

რაკეტა მთვარის "ბნელ მხარეს" განთავსდება - დედამიწის მსგავსად, დღე-ღამის ციკლი მთვარესაც გააჩნია. მთვარის იმ მხარეზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ხან დღეა და ხან ღამე. სწორედ ამით არის განპირობებული მთვარის ფაზები. ამის გამო მეცნიერები მთვარის ამ მხარეს "ბნელის" ნაცვლად "შორეულით" მოიხსენიებენ, რადგან ეს ტერმინი რეალობასთან უფრო ახლოს არის.

მთვარის შორეული მხარე ადამიანებმა საკუთარი თვალებით პირველად 1968 წელს, Apollo 8-ის მისიის ფარგლებში ნახეს.

წყარო: bbc