მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა" - პრეზიდენტი
"ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა" - პრეზიდენტი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ორი დღის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­თვის - ევ­რო­კავ­ში­რი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის ომის გა­მო­ცხა­დე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა FRANCE 24 English-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"მათ­თვის ყვე­ლას­თვის ომის პარ­ტი­ის წო­დე­ბა და ჩემ­თვის და მათ­თვის ომის პარ­ტი­ის აგენ­ტე­ბის წო­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის, პარ­ტი­ე­ბის­თვის და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურთ, რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა და დამ­ხო­ბის აგენ­ტე­ბის წო­დე­ბა - ეს არის ზუს­ტად ის ტერ­მი­ნე­ბი, რა­საც პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი სა­კუ­თა­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წლე­ბია იყე­ნებს“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, ყვე­ლას­თვის, ვინც ამ სი­ტყვას გა­ეც­ნო, ნა­თე­ლია, რის გა­კე­თე­ბას ცდი­ლო­ბენ ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი მმარ­თვე­ლი პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

"დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, რო­გორც აქ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ, რა­ტომ არ ახორ­ცი­ე­ლებ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პირ­და­პირ და ნა­თელ ზო­მებს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, რა­ტომ არ ახორ­ცი­ე­ლებ­და ევ­რო­კავ­ში­რის 12 რე­კო­მენ­და­ცი­ას, ან ახლა, რა­ტომ არ ახორ­ცი­ე­ლებს 9 რე­კო­მენ­და­ცი­ას: იყო ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, თუ ამას რუ­სე­თის რა­ი­მე სა­ხის გავ­ლე­ნის ქვეშ აკე­თებ­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ნა­თე­ლია, რომ ეს არის ან­ტი­და­სავ­ლუ­რი, ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი დეკ­ლა­რა­ცია. ყვე­ლას­თვის, ვინც ამ სი­ტყვის ტექ­სტი წა­ი­კი­თხა, ნა­თე­ლია, რის გა­კე­თე­ბას ცდი­ლო­ბენ ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი მმარ­თვე­ლი პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ის, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა" - პრეზიდენტი

"ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა" - პრეზიდენტი

ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის - ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მათთვის ყველასთვის ომის პარტიის წოდება და ჩემთვის და მათთვის ომის პარტიის აგენტების წოდება, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, პარტიებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროპული მომავლის შენარჩუნება სურთ, რევოლუციისა და დამხობის აგენტების წოდება - ეს არის ზუსტად ის ტერმინები, რასაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წლებია იყენებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ყველასთვის, ვინც ამ სიტყვას გაეცნო, ნათელია, რის გაკეთებას ცდილობენ ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია საქართველოსთვის.

"დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები, როგორც აქ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რატომ არ ახორციელებდა "ქართული ოცნება“ პირდაპირ და ნათელ ზომებს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, რატომ არ ახორციელებდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ან ახლა, რატომ არ ახორციელებს 9 რეკომენდაციას: იყო ეს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, თუ ამას რუსეთის რაიმე სახის გავლენის ქვეშ აკეთებდა. "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნათელია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული დეკლარაცია. ყველასთვის, ვინც ამ სიტყვის ტექსტი წაიკითხა, ნათელია, რის გაკეთებას ცდილობენ ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია საქართველოსთვის. ის, რაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.