კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები: თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები: თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი, სა­დაც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს მე­ო­რე მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა­ვენ, კი­დევ ერთ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს, თინა ბო­კუ­ჩა­ვას და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

პა­პუ­აშ­ვილ­მა ბო­კუ­ჩა­ვას დარ­ბა­ზი­დან მას შემ­დეგ გა­ა­ძე­ვა, რაც კა­ნონპ­რო­ექ­ტის მომხსე­ნებ­ლის, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის დროს, მას ბო­კუ­ჩა­ვა დარ­ბა­ზი­დან სხვა­დას­ხვა რეპ­ლი­კით მი­მარ­თავ­და. თავ­მჯდო­მა­რის შე­ფა­სე­ბით, მსგავ­სი ქმე­დე­ბა "კულ­ტუ­რის სა­კი­თხია“.

"ქალ­ბა­ტო­ნო თინა გა­ძე­ვე­ბუ­ლია დარ­ბა­ზი­დან, მან­და­ტურს ვთხოვ, უზ­რუნ­ველ­ყოს. და­ტო­ვეთ დარ­ბა­ზი. რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვაფრ­თხი­ლე ქალ­ბა­ტო­ნი თინა, მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს მომხსე­ნე­ბელს, არ შე­იძ­ლე­ბა. კულ­ტუ­რის სა­კი­თხია. ყვე­ლას მი­მართ მაქვს რე­აქ­ცია“,- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს მიმ­დი­ნა­რე პლე­ნა­რულ სხდო­მი­დან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა უკვე გა­ა­ძე­ვა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები: თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები: თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომათა დარბაზი, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას დაატოვებინა.

პაპუაშვილმა ბოკუჩავას დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც კანონპროექტის მომხსენებლის, ანრი ოხანაშვილის გამოსვლის დროს, მას ბოკუჩავა დარბაზიდან სხვადასხვა რეპლიკით მიმართავდა. თავმჯდომარის შეფასებით, მსგავსი ქმედება "კულტურის საკითხია“.

"ქალბატონო თინა გაძევებულია დარბაზიდან, მანდატურს ვთხოვ, უზრუნველყოს. დატოვეთ დარბაზი. რამდენჯერმე გავაფრთხილე ქალბატონი თინა, მიკროფონის გარეშე შეურაცხყოფას აყენებს მომხსენებელს, არ შეიძლება. კულტურის საკითხია. ყველას მიმართ მაქვს რეაქცია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიმდინარე პლენარულ სხდომიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკვე გააძევა ოპოზიციონერი დეპუტატები თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი და გიორგი ბოტკოველი.