საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზე დაიგეგმა
პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზე დაიგეგმა

პარ­ლა­მენ­ტთან დღეს "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია კვლავ გა­ი­მარ­თე­ბა.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია 17:00 სა­ათ­ზე, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან და­ი­წყე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღე­ვან­დელ აქ­ცი­ას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რე­გი­ო­ნე­ბი­და­ნაც შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა ხმა­უ­რის - სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე გა­ნახ­ლდა. სე­სი­ა­ზე “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა მე­ო­რე მოს­მე­ნით - მუხ­ლობ­რი­ვად გრძელ­დე­ბა.

“უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი სულ 11 მუხ­ლის­გან შედ­გე­ბა. 30 აპ­რი­ლის სხდო­მა­ზე მხო­ლოდ სამი მუხ­ლის გან­ხილ­ვა მო­ას­წრეს.

“უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტთან ერ­თად, წარ­დგე­ნი­ლია პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი წევ­რის თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც “1921 წლის 25 თე­ბერ­ვლის რე­ესტრის“ შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზე დაიგეგმა

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზე დაიგეგმა

პარლამენტთან დღეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დაიწყება.

როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა. სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად გრძელდება.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სულ 11 მუხლისგან შედგება. 30 აპრილის სხდომაზე მხოლოდ სამი მუხლის განხილვა მოასწრეს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, წარდგენილია პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის თეონა აქუბარდიას ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც “1921 წლის 25 თებერვლის რეესტრის“ შექმნას ითვალისწინებს.