მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნების სროლა და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - რა ხდება ახლა საკანონმდებლო ორგანოში: "ცემა-ტყეპაა ქალებთან" (ვიდეო)
წიგნების სროლა და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - რა ხდება ახლა საკანონმდებლო ორგანოში: "ცემა-ტყეპაა ქალებთან" (ვიდეო)

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში დე­პუ­ტა­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

მისი თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის ყალბ სურ­ვილს მოჰ­ყვა, რომ წუ­ხი­ლი გა­მო­ე­ხა­ტა ხა­ბე­იშ­ვი­ლის ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

  • მისი თქმით, ქა­ლებს ეს­ვრი­ან წიგ­ნებ­სა და ბოთ­ლებს. კერ­ძოდ, აქუ­ბარ­დია აღ­ნიშ­ნავს, რომ ქა­ლე­ბის მი­სა­მარ­თით წიგ­ნი „ხალ­ხის ძა­ლის“ დე­პუ­ტატ­მა, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ ის­რო­ლა.

"ფი­ზი­კუ­რი ცემა-ტყე­პაა ქა­ლებ­თან. ქა­ლებ­საც ეს­ვრი­ან [ბოთ­ლებს] „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი. მი­ვი­და პა­პუ­აშ­ვი­ლი იმი­ტომ, რომ ხა­ბე­იშ­ვი­ლის­თვის ეთ­ქვა, რომ წუხს და თი­კამ უთხრა, რომ გა­სუ­ლი­ყო, რომ მათი წუ­ხი­ლი არა­ვის სჭირ­დე­ბო­და. და­ი­წყო შემ­დეგ ჩხუ­ბი. მი­ვიდ­ნენ კა­ცე­ბი. ახ­ლაც მი­დის, ქა­ლებს ეს­ვრი­ან ბოთ­ლებს. მი­დის ფი­ზი­კუ­რი ჭი­და­ო­ბა. ეს არის დამ­თავ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, ამ ქვე­ყა­ნა­ში აღარ არ­სე­ბობს აღარც პარ­ლა­მენ­ტი აღარც დე­მოკ­რა­ტია. ხუნ­და­ძემ წიგ­ნი ის­რო­ლა და და­ი­წყო და­პი­რის­პი­რე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და აქუ­ბარ­დი­ამ.

  • გა­ნახ­ლე­ბა:

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა ხმა­უ­რის - სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე გა­ნახ­ლდა.

სე­სი­ა­ზე “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა მე­ო­რე მოს­მე­ნით - მუხ­ლობ­რი­ვად გრძელ­დე­ბა.

“უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი სულ 11 მუხ­ლის­გან შედ­გე­ბა. 30 აპ­რი­ლის სხდო­მა­ზე მხო­ლოდ სამი მუხ­ლის გან­ხილ­ვა მო­ას­წრეს.

  • გა­ნახ­ლე­ბა 12:40 სა­ა­თი

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს, თა­მარ ჩარ­კვი­ანს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც თა­მარ ჩარ­კვი­ან­მა მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე სა­უ­ბა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად გა­ნაგ­რძო.

რაც შე­ე­ხე­ბა მიკრო­ფო­ნის გა­მორ­თვის მი­ზეზს, პა­პუ­აშ­ვილ­მა ჩარ­კვი­ანს სი­ტყვა ჩა­მო­არ­თვა, რად­გან რო­გორც მან გან­მარ­ტა, მისი სა­უ­ბა­რი თე­მას არ ეხე­ბო­და და „მი­ტინ­გის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემ­და“.

  • გა­ნახ­ლე­ბა 13:00 სა­ა­თი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან, სა­დაც „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს მე­ო­რე მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა­ვენ, კი­დევ ერთი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი გა­ა­ძე­ვა.

პა­პუ­აშ­ვილ­მა სა­მა­დაშ­ვილს კი­თხვის დას­მა მას შემ­დეგ გა­ა­წყვე­ტი­ნა, რაც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა ალექ­სან­დრე დუ­გი­ნი ახ­სე­ნა. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ სა­მა­დაშ­ვილს უთხრა, რომ მას რე­ა­ლუ­რად კი­თხვა არ აქვს, რის შემ­დე­გად მო­უ­წო­და, რომ მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე არ ესა­უბ­რა. სა­მა­დაშ­ვი­ლის მხრი­დან მო­წო­დე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბის შემ­დეგ კი პა­პუ­აშ­ვილ­მა მან­და­ტურს მისი გაყ­ვა­ნა სთხო­ვა.

„შე­კი­თხვა მაქვს ამ კა­ნო­ნის ყვე­ლა მუხლთან და­კავ­ში­რე­ბით. გუ­შინ, ალექ­სან­დრ დუ­გინ­მა სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა რომ...“,- თქვა სა­მა­დაშ­ვილ­მა, რის შემ­დე­გაც მას მიკრო­ფო­ნი გა­უ­თი­შეს.

სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ პა­პუ­აშ­ვილ­მა სხდო­მა­ზე ტექ­ნი­კუ­რი შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

წიგნების სროლა და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - რა ხდება ახლა საკანონმდებლო ორგანოში: "ცემა-ტყეპაა ქალებთან" (ვიდეო)

წიგნების სროლა და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - რა ხდება ახლა საკანონმდებლო ორგანოში: "ცემა-ტყეპაა ქალებთან" (ვიდეო)

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მისი თქმით, დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ყალბ სურვილს მოჰყვა, რომ წუხილი გამოეხატა ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით.

  • მისი თქმით, ქალებს ესვრიან წიგნებსა და ბოთლებს. კერძოდ, აქუბარდია აღნიშნავს, რომ ქალების მისამართით წიგნი „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ისროლა.

"ფიზიკური ცემა-ტყეპაა ქალებთან. ქალებსაც ესვრიან [ბოთლებს] „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მივიდა პაპუაშვილი იმიტომ, რომ ხაბეიშვილისთვის ეთქვა, რომ წუხს და თიკამ უთხრა, რომ გასულიყო, რომ მათი წუხილი არავის სჭირდებოდა. დაიწყო შემდეგ ჩხუბი. მივიდნენ კაცები. ახლაც მიდის, ქალებს ესვრიან ბოთლებს. მიდის ფიზიკური ჭიდაობა. ეს არის დამთავრებული ამბავი, ამ ქვეყანაში აღარ არსებობს აღარც პარლამენტი აღარც დემოკრატია. ხუნდაძემ წიგნი ისროლა და დაიწყო დაპირისპირება,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

  • განახლება:

პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა.

სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად გრძელდება.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სულ 11 მუხლისგან შედგება. 30 აპრილის სხდომაზე მხოლოდ სამი მუხლის განხილვა მოასწრეს.

  • განახლება 12:40 საათი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც თამარ ჩარკვიანმა მიკროფონის გარეშე საუბარი გაფრთხილების მიუხედავად განაგრძო.

რაც შეეხება მიკროფონის გამორთვის მიზეზს, პაპუაშვილმა ჩარკვიანს სიტყვა ჩამოართვა, რადგან როგორც მან განმარტა, მისი საუბარი თემას არ ეხებოდა და „მიტინგის ჩატარების საშუალებას არ მისცემდა“.

  • განახლება 13:00 საათი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გააძევა.

პაპუაშვილმა სამადაშვილს კითხვის დასმა მას შემდეგ გააწყვეტინა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე დუგინი ახსენა. პარლამენტის თავმჯდომარემ სამადაშვილს უთხრა, რომ მას რეალურად კითხვა არ აქვს, რის შემდეგად მოუწოდა, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა. სამადაშვილის მხრიდან მოწოდების გაუთვალისწინებლობის შემდეგ კი პაპუაშვილმა მანდატურს მისი გაყვანა სთხოვა.

„შეკითხვა მაქვს ამ კანონის ყველა მუხლთან დაკავშირებით. გუშინ, ალექსანდრ დუგინმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა რომ...“,- თქვა სამადაშვილმა, რის შემდეგაც მას მიკროფონი გაუთიშეს.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პაპუაშვილმა სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.