მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა გადარიცხვა შესაძლებელი გახდება, შეგვატყობინეთ და საფრანგეთიდან დაგეხმარებით" - სალომე ზურაბიშვილის ძმა აქტივისტებს დახმარებას სთავაზობს
"როცა გადარიცხვა შესაძლებელი გახდება, შეგვატყობინეთ და საფრანგეთიდან დაგეხმარებით" - სალომე ზურაბიშვილის ძმა აქტივისტებს დახმარებას სთავაზობს

პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ძმა, ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მზად არის, აქ­ტი­ვის­ტებს ფი­ნან­სუ­რად და­ეხ­მა­როს. ამის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას და­წე­რა. გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უ­ბა­რია იმ აქ­ტი­ვის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე, ვინც აქ­ცი­ას რე­გი­ო­ნე­ბი­დან შე­უ­ერ­თდე­ბი­ან და თბი­ლის­ში და­სარ­ჩე­ნი ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბათ.

"რო­დე­საც გა­და­რი­ცხვა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეთ და საფ­რან­გე­თი­დან და­გეხ­მა­რე­ბით" - წერს ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მნილ ჯგუფ­ში, "და­ი­ტო­ვე", უკვე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. ისი­ნი აქ­ტი­ვის­ტებს რო­გორც ბი­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ასე­ვე ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. თან­ხე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბიც.

  • ცნო­ბის­თვის რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე დარ­ჩე­ნილ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაც იყო. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მო­თხოვ­ნა, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. პო­ლი­ცი­ამ აქ­ცი­ის ერთი მო­ნა­წი­ლე, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ა­კა­ვა. პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე კვლავ რჩე­ბა.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი ამ დრო­ის­თვის სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია. რო­გორც სპეც­რაზ­მი, ისე სხვა სა­პო­ლი­ციო და­ნა­ყო­ფე­ბი პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ გა­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს აქ­ცია დღეს, 12:00 სა­ა­თი­დან კვლავ გა­ი­მარ­თე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტთან "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა და­ახ­ლო­ე­ბით 21:30 სა­ა­თი­დან და­ი­წყო. სპეც­რაზმმა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ე.წ. წი­წა­კის სპრეი, წყლის ჭავ­ლი და ცრემლსა­დე­ნი გაზი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა. და­შავ­და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა სას­წრა­ფოს ბრი­გა­დებ­მა ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს. აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას არა­ერ­თი მო­მი­ტინ­გეც და­ა­კა­ვეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"როცა გადარიცხვა შესაძლებელი გახდება, შეგვატყობინეთ და საფრანგეთიდან დაგეხმარებით" - სალომე ზურაბიშვილის ძმა აქტივისტებს დახმარებას სთავაზობს

"როცა გადარიცხვა შესაძლებელი გახდება, შეგვატყობინეთ და საფრანგეთიდან დაგეხმარებით" - სალომე ზურაბიშვილის ძმა აქტივისტებს დახმარებას სთავაზობს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი მზად არის, აქტივისტებს ფინანსურად დაეხმაროს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების კომენტირებისას დაწერა. განცხადებაში საუბარია იმ აქტივისტების დახმარებაზე, ვინც აქციას რეგიონებიდან შეუერთდებიან და თბილისში დასარჩენი ადგილი არ ექნებათ.

"როდესაც გადარიცხვა შესაძლებელი გახდება, შეგვატყობინეთ და საფრანგეთიდან დაგეხმარებით" - წერს ოთარ ზურაბიშვილი.

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში, "დაიტოვე", უკვე უამრავი ადამიანია გაწევრიანებული. ისინი აქტივისტებს როგორც ბინით უზრუნველყოფას ასევე ფინანსურ დახმარებას სთავაზობენ. თანხების შეგროვებაში აქტიურად არიან ჩართული ქართველი ემიგრანტებიც.

  • ცნობისთვის რუსთაველის გამზირზე დარჩენილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო. დაპირისპირების მიზეზი გახდა სამართალდამცავების მოთხოვნა, რომ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე, სავარაუდოდ, დააკავა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის რამდენიმე მონაწილე კვლავ რჩება.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის საპოლიციო ძალებისგან თავისუფალია. როგორც სპეცრაზმი, ისე სხვა საპოლიციო დანაყოფები პარლამენტის ტერიტორიიდან დაახლოებით ერთი საათის წინ გაიყვანეს. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს აქცია დღეს, 12:00 საათიდან კვლავ გაიმართება.

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 21:30 საათიდან დაიწყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ 6 საათის განმავლობაში ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, რომელთაც პირველადი დახმარება სასწრაფოს ბრიგადებმა ადგილზევე აღმოუჩინეს. აქციის მსვლელობისას არაერთი მომიტინგეც დააკავეს.

წაიკითხეთ ასევე: