წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიშიმბაევის აღიარება და კადრები, რომელიც ყაზახეთის ექსმინისტრის უმძიმეს დანაშაულს ასახავს - სკანდალური დეტალები "საუკუნის სასამართლო პროცესიდან"
ბიშიმბაევის აღიარება და კადრები, რომელიც ყაზახეთის ექსმინისტრის უმძიმეს დანაშაულს ასახავს - სკანდალური დეტალები "საუკუნის სასამართლო პროცესიდან"

ყა­ზა­ხე­თის ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მე­უღ­ლის სი­ცო­ცხლის ბოლო, შემ­ზა­რა­ვი მო­მენ­ტე­ბი - ის თმე­ბით ათ­რი­ეს, წიხ­ლე­ბი ურტყეს და მა­ნამ სცემ­დნენ, სა­ნამ ტვი­ნის ტრავ­მით არ გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ამ­ბავ­მა მთე­ლი ყა­ზა­ხე­თი შოკ­ში ჩა­აგ­დო. ქა­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მისი მე­უღ­ლეა ბრალ­დე­ბუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ამო­ღე­ბულ ვი­დეო მა­სა­ლა­ში ჩანს, რომ 31 წლის ას­ტრო­ლო­გი სალ­თა­ნათ ნუ­კე­ნო­ვა მის­მა 43 წლის მე­უღ­ლემ და ყა­ზა­ხე­თის ეკო­ნო­მი­კის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, კუ­ან­დიკ ბი­შიმ­ბა­ი­ევ­მა რეს­ტო­რან­ში სას­ტი­კად სცე­მა. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ბი­შიმ­ბა­ევ­მა ცოლი სა­სიკ­ვდი­ლოდ იმის გამო გა­ი­მე­ტა, რომ მან გაყ­რა სთხო­ვა.

ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის ამ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს "სა­უ­კუ­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი" ეწო­და და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის­თვის უფრო მკაც­რი სას­ჯე­ლის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ პე­ტი­ცი­ას ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა ხელი.

ბი­შიმ­ბა­ე­ვი სა­სა­მარ­თლო­ში ცო­ლის მკვლე­ლო­ბას უარ­ყოფ­და და აცხა­დებ­და, რომ ქალი გა­სუ­ლი წლის 9 ნო­ემ­ბერს "თვით­მი­ყე­ნე­ბუ­ლი" და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­ზე მე­ტყვე­ლებს CCTV-ს კად­რე­ბი. ვი­დე­ო­ში ჩანს, თუ რო­გორ ურტყამს პო­ლი­ტი­კო­სი და­უც­ველ ქალს ორ სა­ათ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

  • ბი­შიმ­ბა­ევს ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

სა­ბო­ლო­ოდ, ბი­შიმ­ბა­ევ­მა მა­ინც აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. ის სა­სა­მარ­თლოს წინა კვი­რას გა­მო­უ­ტყდა, რომ ცოლი სცე­მა და ის "უნებ­ლი­ედ შე­მო­აკ­ვდა". ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი ნუ­კე­ნო­ვა მე­ო­რე დი­ლით რეს­ტორ­ნის VIP კა­ბი­ნა­ში იპო­ვეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცო­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, ბი­შიმ­ბა­ე­ვი მშვი­დად დაჯ­და სა­სა­დი­ლოდ და სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბის ნაც­ვლად მე­გო­ბარს და­უ­რე­კა.

  • ბი­შიმ­ბა­ე­ვი, რო­მე­ლიც ოთხი შვი­ლის მა­მაა, ადრე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ნურ­სუ­ლან ნა­ზარ­ბა­ე­ვის ახლო მო­კავ­ში­რე იყო.

1 თვის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ნუ­კე­ნო­ვა ბი­შიმ­ბა­ე­ვის მე­სა­მე ცოლი იყო და ქმარ­მა მას შემ­დეგ იძა­ლა­და ქალ­ზე, რაც მან გან­ქორ­წი­ნე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნუ­კე­ნო­ვას იმი­ტომ სურ­და გაყ­რა, რომ მას­ზე ხში­რად ძა­ლა­დობ­და.

  • ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი 2017 წელს ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა სამ წელ­ზე ნაკ­ლე­ბი ხნის შემ­დეგ ის ამ­ნის­ტი­ის წყა­ლო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ყა­ზა­ხეთ­ში ყო­ვე­ლი მე­ექ­ვსე ქალი მა­მა­კა­ცი პარტნი­ო­რის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბას გა­ნიც­დის.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიკო
7

ნუკენოვა ასტროლოგი არ იყო. პირიქით, არამზადა ქმარმა მიმართა ასტროლოგს მკვლელობის დილით ნაცნობ ასტროლოგს, ურეკავდა გამუდმებით. ასტროლოგმა სასწრაფოს გამოძახებაა ურჩია.. გაერკვიეთ ჯერ. ყველა დაკითხულია სასამართლო გამოძიების ფარგლებში. ჰო, სასამართლო გამოძიება ჰქვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბიშიმბაევის აღიარება და კადრები, რომელიც ყაზახეთის ექსმინისტრის უმძიმეს დანაშაულს ასახავს - სკანდალური დეტალები "საუკუნის სასამართლო პროცესიდან"

ბიშიმბაევის აღიარება და კადრები, რომელიც ყაზახეთის ექსმინისტრის უმძიმეს დანაშაულს ასახავს - სკანდალური დეტალები "საუკუნის სასამართლო პროცესიდან"

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მეუღლის სიცოცხლის ბოლო, შემზარავი მომენტები - ის თმებით ათრიეს, წიხლები ურტყეს და მანამ სცემდნენ, სანამ ტვინის ტრავმით არ გარდაიცვალა. ამ ამბავმა მთელი ყაზახეთი შოკში ჩააგდო. ქალის მკვლელობაში მისი მეუღლეა ბრალდებული.

სამართალდამცავების ამოღებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ 31 წლის ასტროლოგი სალთანათ ნუკენოვა მისმა 43 წლის მეუღლემ და ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, კუანდიკ ბიშიმბაიევმა რესტორანში სასტიკად სცემა. გამოძიების მიხედვით, ბიშიმბაევმა ცოლი სასიკვდილოდ იმის გამო გაიმეტა, რომ მან გაყრა სთხოვა.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ამ გახმაურებულ საქმეს "საუკუნის სასამართლო პროცესი" ეწოდა და ოჯახში ძალადობისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დაწესების შესახებ პეტიციას ათიათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი.

ბიშიმბაევი სასამართლოში ცოლის მკვლელობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ქალი გასული წლის 9 ნოემბერს "თვითმიყენებული" დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. თუმცა საწინააღმდეგოზე მეტყველებს CCTV-ს კადრები. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს პოლიტიკოსი დაუცველ ქალს ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

  • ბიშიმბაევს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საბოლოოდ, ბიშიმბაევმა მაინც აღიარა დანაშაული. ის სასამართლოს წინა კვირას გამოუტყდა, რომ ცოლი სცემა და ის "უნებლიედ შემოაკვდა". ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი ნუკენოვა მეორე დილით რესტორნის VIP კაბინაში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის შემდეგ, ბიშიმბაევი მშვიდად დაჯდა სასადილოდ და სასწრაფოს გამოძახების ნაცვლად მეგობარს დაურეკა.

  • ბიშიმბაევი, რომელიც ოთხი შვილის მამაა, ადრე ყოფილი პრეზიდენტის ნურსულან ნაზარბაევის ახლო მოკავშირე იყო.

1 თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნუკენოვა ბიშიმბაევის მესამე ცოლი იყო და ქმარმა მას შემდეგ იძალადა ქალზე, რაც მან განქორწინების სურვილი გამოთქვა. ოფიციალური ინფორმაციით, ნუკენოვას იმიტომ სურდა გაყრა, რომ მასზე ხშირად ძალადობდა.

  • ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 2017 წელს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა სამ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ ის ამნისტიის წყალობით გაათავისუფლეს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყაზახეთში ყოველი მეექვსე ქალი მამაკაცი პარტნიორის მხრიდან ძალადობას განიცდის.

წაიკითხეთ ასევე:

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა