მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვნახეთ დაშინებული და მომტყდარი ივანიშვილი, მისი მუქარები შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა " - მიხეილ სააკაშვილი
"ვნახეთ დაშინებული და მომტყდარი ივანიშვილი, მისი მუქარები შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა " - მიხეილ სააკაშვილი

გუ­შინ ჩვენ ვნა­ხეთ და­ში­ნე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან მომ­ტყდა­რი ივა­ნიშ­ვი­ლი. მისი მუ­ქა­რე­ბი შე­ში­ნე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლის თავ­დაც­ვი­თი რე­აქ­ცი­ის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, " ივა­ნიშ­ვი­ლი უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში ქვე­ყა­ნას ზი­ანს კი­დევ მი­ა­ყე­ნებს“.

"გუ­შინ, ივა­ნიშ­ვილ­მა და­სავ­ლეთს ომი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­უ­ცხა­და, შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თველ ხალ­ხსაც და სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია გა­ა­უქ­მა. სა­ბო­ლო­ოდ გა­ცხად­და ის, რაც აქამ­დეც ნა­თე­ლი იყო, მაგ­რამ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოლი­გარ­ქი ასე თუ ისე ნიღ­ბავ­და. მან იცის, რომ აგებს არ­ჩევ­ნებს და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ტეს­ტის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად მა­სობ­რივ რეპ­რე­სი­ებს წი­ნას­წარ აა­ნონ­სებს. მან "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე“ პუ­ტი­ნის ნა­რა­ტი­ვი სი­ტყვა­სი­ტყვით გა­ი­მე­ო­რა. რა უნდა ქნას თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა? პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ბე­ლა­რუ­სის 2020 წლი­სა და მოს­კო­ვის 2012 წლის გა­მოც­დი­ლე­ბა. უნდა გვეს­მო­დეს, რომ ზედ­მე­ტი ენის მო­ჩლე­ქა რუ­სულ რე­ჟიმს ეს­მის რო­გორც სი­სუს­ტე. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რე­ჟი­მის­გან სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი უნდა შექ­მნას. ძა­ლა­დო­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის უახ­ლო­ე­სი კვი­რე­ბი იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი არა მხო­ლოდ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ბე­დის­თვის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის­თვის. და­ბო­ლოს, გუ­შინ ჩვენ ვნა­ხეთ და­ში­ნე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან მომ­ტყდა­რი ივა­ნიშ­ვი­ლი. მისი მუ­ქა­რე­ბი არის შე­ში­ნე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლის თავ­დაც­ვი­თი რე­აქ­ცი­ის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. ეს მხო­ლოდ ერთ რა­მეს ადას­ტუ­რებს - უნდა ვი­ყოთ ერ­თი­ა­ნე­ბი, უშიშ­რე­ბი და მი­ვაწ­ვეთ ბო­ლომ­დე. რა თქმა უნდა, ივა­ნიშ­ვი­ლი უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში ქვე­ყა­ნას ზი­ანს კი­დევ მი­ა­ყე­ნებს და ბევრ ჩვენ­განს, მაგ­რამ რაც უფრო შე­უ­პოვ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, მით უფრო მი­ნი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ეს ზი­ა­ნი და რაც მთა­ვა­რია, მო­მა­ვალ­ში მთლი­ა­ნად გა­ნე­იტ­რალ­დე­ბა“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
0

ვინაა შეშინებული ,ხალხი კარგად ხედავს, შე "სმეტანის პერეგონშიკო"

.....
0

აუ რა მიყვარს ეს სურათი თავი რო აქვს გამოყოფილი გალიიდან ერთი რაღაცასავით🤣🤣🤣

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ვნახეთ დაშინებული და მომტყდარი ივანიშვილი, მისი მუქარები შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა " - მიხეილ სააკაშვილი

"ვნახეთ დაშინებული და მომტყდარი ივანიშვილი, მისი მუქარები შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა " - მიხეილ სააკაშვილი

გუშინ ჩვენ ვნახეთ დაშინებული და ძალიან მომტყდარი ივანიშვილი. მისი მუქარები შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ სააკაშვილი წერს, " ივანიშვილი უახლოეს თვეებში ქვეყანას ზიანს კიდევ მიაყენებს“.

"გუშინ, ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, შესაბამისად, ქართველ ხალხსაც და საქართველოში დემოკრატია გააუქმა. საბოლოოდ გაცხადდა ის, რაც აქამდეც ნათელი იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ოლიგარქი ასე თუ ისე ნიღბავდა. მან იცის, რომ აგებს არჩევნებს და არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი პროტესტის გასანეიტრალებლად მასობრივ რეპრესიებს წინასწარ აანონსებს. მან "ვარდების რევოლუციაზე“ პუტინის ნარატივი სიტყვასიტყვით გაიმეორა. რა უნდა ქნას თითოეულმა ჩვენგანმა? პირველ რიგში, კარგად გავითვალისწინოთ ბელარუსის 2020 წლისა და მოსკოვის 2012 წლის გამოცდილება. უნდა გვესმოდეს, რომ ზედმეტი ენის მოჩლექა რუსულ რეჟიმს ესმის როგორც სისუსტე. საზოგადოებამ რეჟიმისგან საკუთარი თავის დაცვის მექანიზმები უნდა შექმნას. ძალადობის პროფილაქტიკისთვის უახლოესი კვირები იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ბედისთვის, არამედ საქართველოს ყოფნა-არყოფნისთვის. დაბოლოს, გუშინ ჩვენ ვნახეთ დაშინებული და ძალიან მომტყდარი ივანიშვილი. მისი მუქარები არის შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულება. ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს - უნდა ვიყოთ ერთიანები, უშიშრები და მივაწვეთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ივანიშვილი უახლოეს თვეებში ქვეყანას ზიანს კიდევ მიაყენებს და ბევრ ჩვენგანს, მაგრამ რაც უფრო შეუპოვრები ვიქნებით, მით უფრო მინიმალური იქნება ეს ზიანი და რაც მთავარია, მომავალში მთლიანად განეიტრალდება“, - წერს სააკაშვილი.