საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინმა გამოიყენა ეს კანონი, რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, აღმოეფხვრა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება..." - ამერიკელი სენატორების მორიგი კრიტიკული განცხადება
"პუტინმა გამოიყენა ეს კანონი, რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, აღმოეფხვრა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება..." - ამერიკელი სენატორების მორიგი კრიტიკული განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარტნი­ო­რის­თვის, რო­მელ­მაც ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო, წარ­მო­უდ­გენ­ლად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ისე­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­მო­ღე­ბა, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის იგი­ვე ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტის მსგავ­სია, - ამის შე­სა­ხებ კონ­გრე­სის სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბარ­თა ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის, კონ­გრეს­მენ გერი კო­ნო­ლი­სა და კონ­გრეს­მენ ოს­ტინ სკო­ტის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

კონ­გრეს­მე­ნე­ბი წე­რენ, რომ 2012 წელს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მე­სა­მე ვა­დით მოს­ვლის შემ­დეგ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხელი მო­ა­წე­რა "კა­ნონს უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც ავალ­დე­ბუ­ლებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ეწე­ვი­ან პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას და იღე­ბენ უცხო­ურ და­ფი­ნან­სე­ბას, უცხო­ელ აგენ­ტე­ბად და­რე­გის­ტრირ­დნენ.

"პუ­ტინ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ეს კა­ნო­ნი, რათა მკვეთ­რად შე­ე­ზღუ­და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, აღ­მო­ე­ფხვრა რუ­სე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და კი­დევ უფრო გა­ნემ­ტკი­ცა მისი, რო­გორც დიქ­ტა­ტო­რის სას­ტი­კი მმარ­თვე­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კონ­გრეს­მე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რებს მო­უ­წო­დე­ბენ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­წო­დე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შე­უ­ზღუ­და­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს და მთავ­რო­ბის შე­სა­ხებ.

"სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის­თვის, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარტნი­ო­რის­თვის, რო­მელ­მაც ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო, წარ­მო­უდ­გენ­ლად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ისე­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­მო­ღე­ბა, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის იგი­ვე ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტის მსგავ­სია. ვაგ­რძე­ლებთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და მო­ვუ­წო­დებთ ლი­დე­რებს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მათი მო­წო­დე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შე­უ­ზღუ­და­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს და მთავ­რო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს მათ, ვინც კო­რუფ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. სამ­წუ­ხა­როდ, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის კა­ნო­ნის მსგავ­სი "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი“ სა­ქარ­თვე­ლოს ამ გზი­დან აშო­რებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

პუტინმა არ იცის ანდაზა "მგლის შიშით ცხვარი ვის დაუხოციაო" , თორემ არ მოგცემდათ მაგ შეშფოთების მიზეზს , არ გამოიყენებდა კომბალივით კანონს, რომლის მწარე ბოლოს ახლა ჩვენზე ცდით, დასცხეთ პუტინს, ჩვენ რას გვერჩით ?! გეშინიათ ხელი არ შემოგიბრუნოთ ?! აგერ მიშას დასცხეთ, არაა საშიში, მერე რა რომ კგბ-ა და ჩეკისტ ამერიკის მოქალაქის დისშვილი ?! დასცხეთ ! ჩვენ შგვეშვით, თორემ ცხვარი ცხვარია, თუ გაცხარდა, ცხარეაო !

სენატორებს
4

თქვენს მიერ დაფინანსებული აასამთავროები წლების არყევენ ქვეყანას, წლებია ქართველმა საქართველოში ვერ გაიხარა, წლებია ცდილობთ საქართველოს დაცლას, არ აძლევთ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვთარების საშუალებას (ამას არც მიშას ხელისუფლებას აძლევდით დანამდვილებით ვიცით) და რა გამოვიდა? თქვენ ცდილობთ ეს ქვეყანა გეჭიროთ ხელში და ატრიალოთ თქვენს ჭკუაზე, გამოიყენოთ ეს ქვეყანა საომარ პლაცდარმად, ხან რუსეთის, ხან ირანთან ომის წინააღმდეგ. მოაზროვნე გეოპოლიტოკოსები ხედავენ ამას. ხედავს ხალხიც!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პუტინმა გამოიყენა ეს კანონი, რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, აღმოეფხვრა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება..." - ამერიკელი სენატორების მორიგი კრიტიკული განცხადება

"პუტინმა გამოიყენა ეს კანონი, რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, აღმოეფხვრა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება..." - ამერიკელი სენატორების მორიგი კრიტიკული განცხადება

საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია, - ამის შესახებ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, კონგრესმენ გერი კონოლისა და კონგრესმენ ოსტინ სკოტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

კონგრესმენები წერენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა "კანონს უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, უცხოელ აგენტებად დარეგისტრირდნენ.

"პუტინმა გამოიყენა ეს კანონი, რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, აღმოეფხვრა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და კიდევ უფრო განემტკიცა მისი, როგორც დიქტატორის სასტიკი მმართველობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კონგრესმენები საქართველოს ლიდერებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მოწოდება წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობის შესახებ.

"საქართველოს რესპუბლიკისთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია. ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, გაითვალისწინონ მათი მოწოდებები წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობის შესახებ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც კორუფციაში მონაწილეობს. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის კანონის მსგავსი "უცხოური აგენტების კანონი“ საქართველოს ამ გზიდან აშორებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: