30 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ჩაინიშნა.
აქციები 12:00 და 19:00 საათზე არის დაგეგმილი.
„საქართველოს მთავრობა 30 აპრილს “რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან: დილას 12:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 30 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივ მარშს გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ხალხო რა გჭირთ რატომ ეხუტებით ამ რუსეთს. ამდენი ტყუილი გამჭვირვალობა 100დან 99 აქ ჩამოყვანილებმა არც იცის რა არის. . მორჩით ხალხის მოტყუებას ყველაფერს აკონტრო;ლებთ და თუ მოგინდათ ტყუილსაც მიაწერთ და ფულების მფლანგველს საერთოდ არაფრსაც არ "ამჭვირვალებთ" ფარცხალაძეს და ღარიბაშვილს!!! მოკლედ სააკაშვილი თქვენთან შედარებით ანგელოზია და რასაც თქვენ აკეთებთ ეს ღალატია. გაასაჯაროვეთ და "დააგამჭვირვალეთ" თქვენი და მოპარული ფულები. სამარცხვინო გამყიდველებო!
ორი რა არის, თქვენი რა მიდის, ბარემ ოთხი იყოს.