მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიაში 2 უკრაინელის მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს - უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, მოკლულები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ
გერმანიაში 2 უკრაინელის მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს - უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, მოკლულები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ადას­ტუ­რებს, რომ გერ­მა­ნი­ა­ში მოკ­ლუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი იყ­ვნენ და გერ­მა­ნი­ა­ში სა­მე­დი­ცი­ნო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიზ­ნით იმ­ყო­ფებ­დნენ.

მათ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 1987 და 2001 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი 27 აპ­რილს ბა­ვა­რი­ის მხა­რის ქა­ლაქ მურ­ნა­უ­ში მოკ­ლეს. 36 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მძი­მედ დაჭ­რი­ლი 23 წლის ახალ­გაზ­რდა კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ.

თავ­დამ­სხმე­ლი და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ის გერ­მა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლია 57 წლის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე. ის თავ­დას­ხმის ად­გი­ლის მახ­ლობ­ლად ცხოვ­რობ­და. გერ­მა­ნუ­ლი პო­ლი­ცია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ვი­ნა­ო­ბას და და­ნა­შა­უ­ლის მო­ტივს ჯერ­ჯე­რო­ბით არ ასა­ხე­ლებს.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნახ­მად, მი­ნის­ტრ დმიტ­რო კუ­ლე­ბას გერ­მა­ნი­ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი აქვს, რათა დამ­ნა­შა­ვემ პა­სუ­ხი კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით აგოს.

რო­გორც UNIAN იტყო­ბი­ნე­ბა, სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

გერ­მა­ნუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი შე­საძ­ლოა თავ­დამ­სხმელს იც­ნობ­დნენ. მას არა მხო­ლოდ რუ­სე­თის, არა­მედ გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც აქვს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსი
17

 ბავშვი ოჯახში, რომ იბადება ყველა მშობელს უნდა, რომ კარგად აყზარდოს, მაგრამ მარტო აყზრდამ რა ქნას თუ ბუნებამაც არ უშველა! პასუხი ვიღაც ლიბერალს.

berg
22

ფაქტია მთელ ევროპაში ყავს ხალხი პუტინს..თან კარგად მომზადებული.. ორ სამხედროს, ერთი 57 წლის კაცი რო აჯობებს დანით, ისე რო თვითონ არ დაზიანდება მაგარი შემსრულებელი ყოფილა..

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გერმანიაში 2 უკრაინელის მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს - უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, მოკლულები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ

გერმანიაში 2 უკრაინელის მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს - უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, მოკლულები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გერმანიაში მოკლული უკრაინელები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ და გერმანიაში სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით იმყოფებდნენ.

მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ 1987 და 2001 წლებში დაბადებული მამაკაცები 27 აპრილს ბავარიის მხარის ქალაქ მურნაუში მოკლეს. 36 წლის უკრაინელი სამხედრო დანით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაჭრილი 23 წლის ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ის გერმანელმა სამართალდამცავებმა მოგვიანებით დააკავეს. დანაშაულში ბრალდებულია 57 წლის რუსეთის მოქალაქე. ის თავდასხმის ადგილის მახლობლად ცხოვრობდა. გერმანული პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობას და დანაშაულის მოტივს ჯერჯერობით არ ასახელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მინისტრ დმიტრო კულებას გერმანიის სამართალდამცავებთან მუდმივი კონტაქტი აქვს, რათა დამნაშავემ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით აგოს.

როგორც UNIAN იტყობინება, სასიკვდილოდ დაჭრილი მამაკაცები სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

გერმანული მედია იტყობინება, რომ უკრაინელები შესაძლოა თავდამსხმელს იცნობდნენ. მას არა მხოლოდ რუსეთის, არამედ გერმანიის მოქალაქეობაც აქვს.