სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განგაშის ზარია" - სალომე სამადაშვილი სენატორების წერილზე
"განგაშის ზარია" - სალომე სამადაშვილი სენატორების წერილზე

ეს წე­რი­ლი გან­გა­შის ზა­რია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია ამ ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის” ხელ­მე­ო­რედ გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­მო­ტა­ნით, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა - გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რმა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნატ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი შე­ფა­სე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია და მი­იჩ­ნევს, რომ „უცხო­უ­რი ძა­ლის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ხე­ლა­ხა­ლი ინი­ცი­რე­ბით, პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის მხრი­დან დახ­მა­რე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა.

"ეს წე­რი­ლი გან­გა­შის ზა­რია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია ამ ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა, 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის. ეს დახ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის, იმი­ტომ რომ 6 მი­ლი­არ­დზე მეტი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც მათ ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის გა­ი­ღეს, პირ­და­პირ მი­დის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სი­კე­თის­თვის, იქ­ნე­ბა ეს ჯან­დაც­ვა, გა­ნათ­ლე­ბა თუ სხვა. ასე­ვე, რაც მთა­ვა­რია ჩვე­ნის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა დიდ­წი­ლად, სწო­რედ ამე­რი­კულ დახ­მა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ მათ ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის” ხელ­მე­ო­რედ გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­მო­ტა­ნით, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა - გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იღებს კა­ნონს, რო­მე­ლიც [ცდი­ლობს] მისი და სხვა ოლი­გარ­ქე­ბის სან­ქცი­რე­ბუ­ლი ფული ისე შე­მო­ზი­დოს, რომ ერთი თეთ­რიც არ გა­და­უ­ხა­დოს, ქარ­თველ პენ­სი­ო­ნერს, სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ანს, ქარ­თველ ახალ­გაზ­რდას და და­იც­ვას რუ­სუ­ლი ჭუ­ჭყი­ა­ნი ფული გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენ ახლა გვა­ყე­ნებს დარ­ტყმის ქვეშ, რომ დავ­კარ­გოთ ის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც ესა­ჭი­რო­ე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლას ეს­მის ის გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც გუ­შინ მო­ვის­მი­ნეთ სე­ნა­ტი­დან. ჩვენ ვართ გზა­გა­სა­ყარ­ზე, ჩვენ ან რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას ვირ­ჩევთ, ან სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვის გზას და­ად­გე­ბა. ამი­ტომ იმე­დი მაქვს რომ ხვალ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვა და იტყვის, რომ „არა რუ­სულ კა­ნონს! კი ევ­რო­პას“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტის ორ­პარ­ტი­ულ­მა ჯგუფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს 26 აპ­რილს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც ღრმა შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს და პრე­მი­ერს აფრ­თხი­ლებს, რომ თუ ხე­ლახ­ლა ინი­ცი­რე­ბუ­ლი უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი კა­ნო­ნი გახ­დე­ბა, ისი­ნი იძუ­ლე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან წა­ა­ხა­ლი­სონ აშშ-ის პო­ლი­ტი­კის შეც­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ.

"ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, „14 სე­ნა­ტო­რის მიერ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი შეშ­ფო­თე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო ნოტა სე­ნა­ტის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბულ სხვა გან­ცხა­დე­ბებს შო­რის ყვე­ლა­ზე მკაც­რია“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალომე ს
0

ერთი თქვი რომელ პარტიაში იყავი, რომელ პარტიაში ჩასკუპდი,ბაცან,პუჭურ ცანცარპეტა,ვის მოძღვრავ,,ვის აბოლებ;შე ძალათ პატრიოტო🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬

01223456789
41

თქვენი უმოქმედობით ოცნება ქვეყნის განადგურების გზაზეა დამდგარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"განგაშის ზარია" - სალომე სამადაშვილი სენატორების წერილზე

"განგაშის ზარია" - სალომე სამადაშვილი სენატორების წერილზე

ეს წერილი განგაშის ზარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა - ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის” ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - გაგრძელდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 30 წლის განმავლობაში დიდი დახმარება გაუწია და მიიჩნევს, რომ „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით, პარტნიორი ქვეყნის მხრიდან დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

"ეს წერილი განგაშის ზარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, 30 წლის განმავლობაში იყო გადამწყვეტი ფაქტორი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის. ეს დახმარება მნიშვნელოვანია საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის, იმიტომ რომ 6 მილიარდზე მეტი დახმარება, რომელიც მათ ჩვენი ხალხისთვის გაიღეს, პირდაპირ მიდის ქართველი ხალხის სიკეთისთვის, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა. ასევე, რაც მთავარია ჩვენის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა დიდწილად, სწორედ ამერიკულ დახმარებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორები ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ, ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის” ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - გაგრძელდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იღებს კანონს, რომელიც [ცდილობს] მისი და სხვა ოლიგარქების სანქცირებული ფული ისე შემოზიდოს, რომ ერთი თეთრიც არ გადაუხადოს, ქართველ პენსიონერს, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულ ადამიანს, ქართველ ახალგაზრდას და დაიცვას რუსული ჭუჭყიანი ფული გადასახადებისგან, ამის პარალელურად ჩვენ ახლა გვაყენებს დარტყმის ქვეშ, რომ დავკარგოთ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას ესმის ის გზავნილი, რომელიც გუშინ მოვისმინეთ სენატიდან. ჩვენ ვართ გზაგასაყარზე, ჩვენ ან რუსული ხელისუფლების შეჩერებას ვირჩევთ, ან საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვის გზას დაადგება. ამიტომ იმედი მაქვს რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია“.

წაიკითხეთ ასევე: