ავტორი:

სენსაცია მსოფლიო მედიცინაში: პირველად, ამერიკელ ქალს ღორის თირკმელი გადაუნერგეს - როგორია პაციენტის მდგომარეობა?

სენსაცია მსოფლიო მედიცინაში: პირველად, ამერიკელ ქალს ღორის თირკმელი გადაუნერგეს - როგორია პაციენტის მდგომარეობა?

ამერიკელი ქალი მსოფლიოში პირველ პაციენტი გახდა, რომელსაც გულის მექანიკური ტუმბო და ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს.

ქირურგებმა ოპერაცია ორ ეტაპად ჩაატარეს: პირველი იყო გულის ტუმბოს იმპლანტაცია. მეორე ოპერაცია რამდენიმე დღის შემდეგ გაკეთდა - ღორის გენმოდიფიცირებული თირკმლის ტრანსპლანტაცია. ნიუ-იორკში მდებარე სამედიცინო ცენტრ NYU Langone Health-ის ინფორმაციით, პაციენტი 54 წლის ლისა პისანოა, რომელსაც გულისა და თირკმლის უკმარისობა აწუხებდა. ოპერაცია 11 აპრილს ჩატარდა და პისანო გამოჯანმრთელებას საავადმყოფოში აგრძელებს.

"ერთადერთი რაც მინდა, უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობაა", - ნათქვამია პისანოს განცხადებაში - "მას შემდეგ რაც ადამიანის თირკმლის ტრანსპლანტაცია გამორიცხეს, შევეგუე, რომ ბევრი დრო აღარ დამრჩა. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ექიმებმა ღორის თირკმლის ტრანსპლანტაცია".

აღსანიშნავია, რომ ეს ცოცხალი პაციენტის სხეულში ცხოველის ამ ორგანოს ტრანსპლანტაციის მეორე შემთხვევაა, ქალისაში კი - პირველი.

ღორის თირკმლის გადანერგვის პირველი პროცედურა 2021 წელს ჩატარდა - პაციენტი რიჩარდ სლეიმენი იყო, რომელსაც ოპერაცია მასაჩუსეტსის გენერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ეს ქირურგიული აღმოჩენა დიდ იმედს აძლევს იმ პაციენტებს, რომლებსაც დონორთა ორგანოების მისაღებად წლები უწევთ ლოდინი. წყარო