კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე?
რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე?

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გვარ­წმუ­ნებს, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი მსოფ­ლიო მას­შტა­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბა­თა ანა­რეკ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გან­სა­ხილ­ვე­ლია პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ, სტრა­ტე­გი­ულ და მრა­ვალ სხვა ჭრილ­ში.

"ჩვენ კი, მი­ზეზ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის გამო, დღეს შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. ეკ­ლე­სია ვერ და­ი­წყებს სპე­ცი­ფი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბის გან­ხილ­ვას, მაგ­რამ ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ის სფე­რო­ე­ბია, რო­მელ­თაც ის ის­ტო­რი­უ­ლად უდი­დეს ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობ­და და კვლავ და­უთ­მობს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ხაზი დღეს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ველ­ზე გა­დის. უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინსვლა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს წმინ­და ილია მარ­თლის სი­ტყვებ­ზე: "მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა".

ჩვენ ვცხოვ­რობთ ეპო­ქა­ში, რო­დე­საც ფაქ­ტე­ბი და არ­გუ­მენ­ტე­ბი ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლია მე­დი­ი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით შექ­მნი­ლი აღ­ქმით, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­ა­ლო­ბით. და­უშ­ვე­ბე­ლია, ნაჩ­ქა­რევ, ემო­ცი­ურ ქმე­დე­ბებს მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, და­არ­ღვი­ოს სტა­ბი­ლუ­რო­ბა და მშვი­დო­ბა, რომ­ლე­ბიც ასე ძვირ­ფა­სია ამ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვან­ზე სიღ­რმი­სე­უ­ლი მსჯე­ლო­ბა და ჯან­სა­ღი დის­კუ­სი­ის პრო­ცე­სი შედ­გეს, რად­გან არა­ერ­თხელ გვი­გე­მია ერ­თი­ა­ნი და­მარ­ცხე­ბა, რო­დე­საც სი­ძულ­ვი­ლი იმარ­ჯვებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის.

  • ეკ­ლე­სია ყო­ველ­თვის იყო და კვლავ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გულ­წრფე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის, მის­წრა­ფე­ბე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მხარ­დამ­ჭე­რი, მით უფრო, როცა საქ­მე ქვეყ­ნის ბედს ეხე­ბა, თუმ­ცა არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ამ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვა კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს, რა­ო­დენ ფა­ქიზ და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან გვაქვს საქ­მე. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ჯან­სა­ღი აქ­ტი­უ­რო­ბი­სა და პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მავ­ნე იდე­ო­ლო­გი­ის პრო­პა­გან­დის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა ყვე­ლას­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გარ­კვე­ვით დეკ­ლა­რი­რებს, რომ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ვექ­ტო­რი, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის სურ­ვი­ლი, არის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია. ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. მას­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბის­გან ის­მო­და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი დას­ტუ­რი იმი­სა, რომ ქვეყ­ნის სწრაფ­ვა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა­კენ არ გუ­ლის­ხმობ­და სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უარ­ყო­ფას. თუმ­ცა, ფაქ­ტია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხო­ე­თი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თუ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მხრი­დან წარ­მო­ებ­და ეკ­ლე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის კამ­პა­ნია და ეს ხდე­ბო­და ლგბტ ცხოვ­რე­ბის წე­სის, ცოდ­ვის პრო­პა­გან­დის მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უცხო, უჩ­ვე­უ­ლო და სა­ხი­ფა­თო იდე­ო­ლო­გი­ე­ბის თავს მოხ­ვე­ვა ამ­ძაფ­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს. ჩვენ არა­ვის­გან მო­ვე­ლით დახ­მა­რე­ბას იდე­ო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებ­ში, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არც გვაქვს. აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვალ­ნათ­ლივ და­ად­გა ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გზას.

  • ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­ნა­წე­რი, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­უშ­ვე­ბე­ლია მო­ზარ­დებ­ში ლგბტ პრო­პა­გან­დის აკ­რძალ­ვის კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის უმე­ტე­სი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის აღი­ა­რე­ბუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ზე­წო­ლას. რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მათი მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც სრულ­ყო­ფი­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა. ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო არ­ცერ­თი საქ­მე არ გა­მო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნევს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უფ­ლის სი­ტყვის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ჩვენ გვსურს, და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ოჯა­ხის სიწ­მინ­დე და მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა, შე­ვი­ნა­ხოთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ვეს­წრაფ­ვით ჩვენს ოს და აფხაზ ძმებ­თან ერ­თად ერ­თი­ან სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბას, მსოფ­ლი­ო­ში ურ­თუ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის პი­რო­ბებ­ში ყო­ველ­გვარ კონ­ფლიქ­ტში ჩა­რე­ვი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბას და ქვეყ­ნის შიგ­ნით მშვი­დო­ბი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი შე­უძ­ლე­ბე­ლია სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რე­შე“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
13

ჯამში არის ძალიან ტენდენციური წერილი, სრულიად ოცნებისტური და ამიტომ სამარცხვინო. ლგბტ პროპაგანდა -ეს ოცნების ტერმინია. ევროკავშირში იქნება ლგბტ უფლებების დაცვა. მე კრიტიკა არ მინდა, ამიტომ არასამთავროები უნდა აიკრძალოს, ესეც წერილის პათოსშია. მოკლედ რუსეთი რომ ასეთი მანიპულაციებით გვეთამაშება, ეს დიდი ხანია ცნობილია. ოცნებას რომ ეს სათავისოდ უნდა გამოიყენოს ესეც ნათელია. და ყველაფერი ამით ყველა გზაარც რომისკენ და არც ტაძრისკენ არ მიდის არამედ მ ო ს კ ო ვ ი ს კ ე ნ

ილია
20

ეჰ, სანამ მეორედ მოსვლა არ იქნება, არაფერი გვესველება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე?

რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე?

ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია, - ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

  • როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში.

"ჩვენ კი, მიზეზთა ერთობლიობის გამო, დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ეკლესია ვერ დაიწყებს სპეციფიკური დეტალების განხილვას, მაგრამ ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ის სფეროებია, რომელთაც ის ისტორიულად უდიდეს ყურადღებას უთმობდა და კვლავ დაუთმობს.

საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: "მამული, ენა, სარწმუნოება".

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ფაქტები და არგუმენტები ჩანაცვლებულია მედიითა და სოციალური ქსელებით შექმნილი აღქმით, ალტერნატიული რეალობით. დაუშვებელია, ნაჩქარევ, ემოციურ ქმედებებს მიეცეს საშუალება, დაარღვიოს სტაბილურობა და მშვიდობა, რომლებიც ასე ძვირფასია ამ პროცესებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა თაობისთვის. მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე სიღრმისეული მსჯელობა და ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს, რადგან არაერთხელ გვიგემია ერთიანი დამარცხება, როდესაც სიძულვილი იმარჯვებდა საზოგადოებაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

  • ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავ იქნება ჩვენი შვილების გულწრფელი ინიციატივების, მისწრაფებების გულშემატკივარი და მხარდამჭერი, მით უფრო, როცა საქმე ქვეყნის ბედს ეხება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდებისა და მოზარდების ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ ფაქიზ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან გვაქვს საქმე. მომავალი თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების ცალკეული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიის პროპაგანდისთვის გამოყენება ყველასთვის დამაზიანებელი იქნება.

ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ წლების განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირებისგან ისმოდა დამაჯერებელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას. თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად.

საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უჩვეულო და სახიფათო იდეოლოგიების თავს მოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს. ჩვენ არავისგან მოველით დახმარებას იდეოლოგიურ საკითხებში, ამის საჭიროება არც გვაქვს. აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას.

  • ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლას. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის უგულებელყოფით ქვეყნისთვის სასიკეთო არცერთი საქმე არ გამოვა.

საქართველოს ეკლესია მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობაში უფლის სიტყვის გაძლიერებას. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა, შევინახოთ ქართული კულტურა, ვესწრაფვით ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური პროცესების პირობებში ყოველგვარ კონფლიქტში ჩარევისაგან თავის არიდებას და ქვეყნის შიგნით მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია სრულყოფილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: