კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წლის წინ თამუნას და შოთას მდიდრულ ქორწილზე მთელი მოსკოვი ლაპარაკობდა - ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, ბიზნესმენი მეუღლითა და ლაქშერული ცხოვრებით
10 წლის წინ თამუნას და შოთას მდიდრულ ქორწილზე მთელი  მოსკოვი ლაპარაკობდა - ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, ბიზნესმენი მეუღლითა და ლაქშერული ცხოვრებით

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე დი­ზა­ი­ნე­რი თა­მუ­ნა წიკ­ლა­უ­რი "ფე­შენ" ინ­დუსტრი­ა­ში ერთ-ერთ პო­პუ­ლა­რულ ფი­გუ­რად ით­ვლე­ბა. ინ­სტაგ­რამ­ზე 400 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. მისი მიმ­დევ­რე­ბი არი­ან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სა­ხე­ე­ბი: ბი­ჭო­ლა, ნინი ქარ­სე­ლა­ძე, ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე, რუსა ჩა­ჩუა, სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ თა­მუ­ნა ცნო­ბი­ლია რო­გორც არა მხო­ლოდ სა­ნი­მუ­შო მე­უღ­ლე, დედა და დი­ზა­ი­ნე­რი, არა­მედ თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი სტი­ლით. მო­დის ინფლუ­ენ­სე­რი ორი შვი­ლის დე­დაა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყო­ველ­თვის ახერ­ხებს იყოს უნაკ­ლოდ ფი­ზი­კურ ფორ­მა­ში.

თა­მუ­ნა წიკ­ლა­ურს მოს­კოვ­ში აქვს სა­კუ­თა­რი შო­უ­რუ­მი სა­ხე­ლად Iconique. ქალი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ინ­სტაგ­რამ­ზე და მისი ფო­ტოს მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ის ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან მე­გობ­რობს, მათ შო­რის მო­დის სამ­ყა­რო­დან.

და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ბიზ­ნეს­მენ შოთა ხი­ხი­ნაშ­ვილ­ზე და წყვილს ჰყავს ორი შვი­ლი. მან იცის, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს მომ­ხიბ­ვლე­ლად რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ისე უბ­რა­ლოდ, დიდი ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას.

ქორ­წი­ლი

26 წლის თა­მუ­ნა წიკ­ლა­ურ­მა და 25 წლის შოთა ხი­ხი­ნაშ­ვილ­მა 2014 წელს მოს­კოვ­ში იქორ­წი­ნეს. პა­ტარ­ძალს ელი სა­ა­ბის კაბა ეცვა და მათი ქორ­წი­ლი რუ­სუ­ლი მე­დი­ის გვერ­დებ­ზე ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა.

ქორ­წი­ლის და­სას­რულს წყვილ­მა „ქარ­თუ­ლი“ იცეკ­ვა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი ცეკ­ვას ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ზა­დებ­და ქო­რე­ოგ­რაფ სერ­გო შენ­გე­ლი­ას ქარ­თუ­ლი სკო­ლის სტუ­დი­ა­ში. ხოლო ცეკ­ვის­თვის სა­მო­სი თბი­ლის­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ას „სა­მო­სე­ლი პირ­ველს“ შე­უკ­ვე­თეს.

სკან­და­ლი შოთა ხი­ხი­ნაშ­ვი­ლის გარ­შე­მო

ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ხი­ხი­ნაშ­ვი­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის Golden Babylon-ისა და Vremena Goda-ს დამ­ფუძ­ნებ­ლის, თე­ი­მუ­რაზ ხი­ხი­ნაშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლია. ქარ­თულ მე­დი­ა­ში თე­ი­მუ­რაზ ხი­ხი­ნაშ­ვი­ლი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რო­გორც ევ­რა­ზი­ის ებ­რა­ელ­თა კონ­გრე­სის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.

2016 წელს რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შოთა ხი­ხი­ნაშ­ვი­ლი აე­რო­პორ­ტში ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. ბიზ­ნეს­მენს ბრა­ლად ედე­ბო­და შე­რე­მე­ტე­ვოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში FSB-ს სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რის მოს­ყიდ­ვის მცდე­ლო­ბა.

თა­მუ­ნა წიკ­ლა­უ­რი და შოთა ხი­ხი­ნაშ­ვი­ლი

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მენს ბევ­რი გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მა ჰქონ­და, რის­თვი­საც მოს­კო­ვი-პა­რი­ზის რე­ის­ზე არ აუშ­ვეს. სწო­რედ ამ დროს სცა­და სა­ზღვრის კონ­ტრო­ლის ინ­სპექ­ტო­რის მოს­ყიდ­ვა, რათა სა­ზღვარ­გა­რეთ გაფ­რე­ნი­ლი­ყო. ხი­ხი­ნაშ­ვი­ლი არ გა­უ­სა­მარ­თლე­ბი­ათ. ის მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

თა­მუ­ნა წიკ­ლა­უ­რის ცხოვ­რე­ბის წესი

რუ­სუ­ლი მე­დია სხვა­დას­ხვა დროს თა­მუ­ნა წიკ­ლა­ურ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ძი­რი­თა­დად უნაკ­ლო ფი­გუ­რა­ზე და თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე უს­ვა­მენ კი­თხვებს.

თა­მუ­ნა წიკ­ლა­უ­რი: რე­გუ­ლა­რუ­ლად ვვარ­ჯი­შობ, კვი­რა­ში 4-5-ჯერ: აქე­დან 2-3 ჯერ ფუნ­ქცი­ურ ვარ­ჯი­შებს ვა­კე­თებ, კვი­რა­ში ორ­ჯერ გა­წელ­ვებს. კვი­რა­ში 3-4 ჯერ ვი­კე­თებ მა­საჟ­საც.

მიყ­ვარს ჭამა და ამ მხრივ სა­კუ­თარ თავს შე­ზღუდ­ვებს არ ვუ­წე­სებ, რად­გან ამას ყო­ველ­თვის სა­პი­რის­პი­რო ეფექ­ტი აქვს. ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს ვჭამ, მხო­ლოდ დღე­ში ორ­ჯერ. სახ­ლში ყო­ველ­თვის მაქვს კვერ­ცხი, ავო­კა­დო და ლი­მო­ნი. ჩემ­თვის იდე­ა­ლუ­რი სა­უზ­მეა ავო­კა­დო და ორა­გუ­ლი, შე­მიძ­ლია ყო­ველ­დღე მი­ვირ­თვა.

- სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლე­ნის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა რა არის.

- გა­ა­კე­თე ყვე­ლა­ფე­რი რაც შე­გიძ­ლია, რომ იყო სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­უ­კე­თე­სო ვერ­სია! და ნუ შე­ა­და­რებ თავს სხვებს.

- სამი წესი ჯან­სა­ღი სხე­უ­ლის­თვის.

- გირ­ჩევთ, რე­გუ­ლა­რუ­ლად ივარ­ჯი­შოთ და გა­წელ­ვე­ბი გა­ა­კე­თოთ, ეცა­დეთ სწო­რად იკ­ვე­ბოთ (თუმ­ცა ყო­ველ­თვის არ გა­მომ­დის) და გა­ი­კე­თოთ მა­სა­ჟი.

- რო­მე­ლია მავ­ნე ჩვე­ვა, რო­მელ­საც არა­სო­დეს მი­ა­ტო­ვებთ?

- ყო­ველ­თვის ვჭამ ტკბი­ლე­ულს, მაგ­რამ გო­ნივ­რულ ფარ­გლებ­ში. მივ­ხვდი, რომ მთლი­ა­ნად ვერ გა­მოვ­რი­ცხავ­დი რა­ცი­ო­ნი­დან.

- რო­მე­ლია სა­მო­სი, რომ­ლის ტა­რე­ბაც მუდ­მი­ვად შე­გიძ­ლი­ათ?

- შავი შარ­ვა­ლი და თეთ­რი მა­ი­სუ­რი.

თა­მუ­ნა წიკ­ლა­უ­რი ახლა...

დი­ზა­ი­ნე­რის ინ­სტაგ­რა­მის გვერდს თუ გა­და­ხე­დავთ, ბოლო დროს დიდ დროს ატა­რებს დუ­ბა­ი­ში, სა­დაც ფო­ტო­ებ­ზე ძი­რი­თა­დად შვი­ლებ­თან ერ­თად ან მარ­ტოა. აც­ვია ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და გე­მოვ­ნე­ბით.

თბი­ლის­ში

მის ალ­ბომ­ში შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. ერთ-ერთ სუ­რათ­ზე კი, რო­მე­ლიც ყაზ­ბეგ­ში, ცნო­ბილ სას­ტუმ­რო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი წერს: Georgia on my mind.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერ ა
2

რა აცვია ახლა ისეთი რომ გადაირია ჟურნალისტი ან რა ფორმა აშია ისეთი რომ რავი რავი

ს.ს
6

ნინო არ გინდა მოსკოვში გადასახლდე? დაფიწრდი აბა..

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

10 წლის წინ თამუნას და შოთას მდიდრულ ქორწილზე მთელი მოსკოვი ლაპარაკობდა - ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, ბიზნესმენი მეუღლითა და ლაქშერული ცხოვრებით

10 წლის წინ თამუნას და შოთას მდიდრულ ქორწილზე მთელი  მოსკოვი ლაპარაკობდა - ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, ბიზნესმენი მეუღლითა და ლაქშერული ცხოვრებით

ქართული წარმოშობის მოსკოვში მოღვაწე დიზაინერი თამუნა წიკლაური "ფეშენ" ინდუსტრიაში ერთ-ერთ პოპულარულ ფიგურად ითვლება. ინსტაგრამზე 400 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი მიმდევრები არიან ცნობილი ქართველი სახეები: ბიჭოლა, ნინი ქარსელაძე, ბახვა ბრეგვაძე, რუსა ჩაჩუა, სალომე ღვინიაშვილი და სხვები.

რუსული მედია წერს, რომ თამუნა ცნობილია როგორც არა მხოლოდ სანიმუშო მეუღლე, დედა და დიზაინერი, არამედ თავისი უნიკალური სტილით. მოდის ინფლუენსერი ორი შვილის დედაა, მიუხედავად ამისა, ყოველთვის ახერხებს იყოს უნაკლოდ ფიზიკურ ფორმაში.

თამუნა წიკლაურს მოსკოვში აქვს საკუთარი შოურუმი სახელად Iconique. ქალი ძალიან პოპულარულია ინსტაგრამზე და მისი ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის ბევრ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს, მათ შორის მოდის სამყაროდან.

დაქორწინებულია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ შოთა ხიხინაშვილზე და წყვილს ჰყავს ორი შვილი. მან იცის, როგორ გამოიყურებოდეს მომხიბვლელად როგორც მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, ისე უბრალოდ, დიდი ქალაქის ქუჩებში სეირნობისას.

ქორწილი

26 წლის თამუნა წიკლაურმა და 25 წლის შოთა ხიხინაშვილმა 2014 წელს მოსკოვში იქორწინეს. პატარძალს ელი სააბის კაბა ეცვა და მათი ქორწილი რუსული მედიის გვერდებზე ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების სიაში მოხვდა.

ქორწილის დასასრულს წყვილმა „ქართული“ იცეკვა. მედიის ინფორმაციით, ნეფე-პატარძალი ცეკვას ექვსი თვის განმავლობაში ამზადებდა ქორეოგრაფ სერგო შენგელიას ქართული სკოლის სტუდიაში. ხოლო ცეკვისთვის სამოსი თბილისში ტრადიციული ქართული ტანსაცმლის მაღაზიას „სამოსელი პირველს“ შეუკვეთეს.

სკანდალი შოთა ხიხინაშვილის გარშემო

ბიზნესმენი შოთა ხიხინაშვილი სავაჭრო ცენტრების Golden Babylon-ისა და Vremena Goda-ს დამფუძნებლის, თეიმურაზ ხიხინაშვილის ძმისშვილია. ქართულ მედიაში თეიმურაზ ხიხინაშვილი მოხსენიებულია როგორც ევრაზიის ებრაელთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.

2016 წელს რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციით, შოთა ხიხინაშვილი აეროპორტში ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს. ბიზნესმენს ბრალად ედებოდა შერემეტევოს საერთაშორისო აეროპორტში FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ოფიცრის მოსყიდვის მცდელობა.

თამუნა წიკლაური და შოთა ხიხინაშვილი

გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს ბევრი გადაუხდელი ჯარიმა ჰქონდა, რისთვისაც მოსკოვი-პარიზის რეისზე არ აუშვეს. სწორედ ამ დროს სცადა საზღვრის კონტროლის ინსპექტორის მოსყიდვა, რათა საზღვარგარეთ გაფრენილიყო. ხიხინაშვილი არ გაუსამართლებიათ. ის მალევე გაათავისუფლეს.

თამუნა წიკლაურის ცხოვრების წესი

რუსული მედია სხვადასხვა დროს თამუნა წიკლაურთან ინტერვიუებს აქვეყნებს, სადაც ძირითადად უნაკლო ფიგურაზე და თავის მოვლის საშუალებებზე უსვამენ კითხვებს.

თამუნა წიკლაური: რეგულარულად ვვარჯიშობ, კვირაში 4-5-ჯერ: აქედან 2-3 ჯერ ფუნქციურ ვარჯიშებს ვაკეთებ, კვირაში ორჯერ გაწელვებს. კვირაში 3-4 ჯერ ვიკეთებ მასაჟსაც.

მიყვარს ჭამა და ამ მხრივ საკუთარ თავს შეზღუდვებს არ ვუწესებ, რადგან ამას ყოველთვის საპირისპირო ეფექტი აქვს. ამიტომ ყველაფერს ვჭამ, მხოლოდ დღეში ორჯერ. სახლში ყოველთვის მაქვს კვერცხი, ავოკადო და ლიმონი. ჩემთვის იდეალური საუზმეა ავოკადო და ორაგული, შემიძლია ყოველდღე მივირთვა.

- საკუთარი თავის სიყვარულის გამოვლენის ყველაზე მარტივი გზა რა არის.

- გააკეთე ყველაფერი რაც შეგიძლია, რომ იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია! და ნუ შეადარებ თავს სხვებს.

- სამი წესი ჯანსაღი სხეულისთვის.

- გირჩევთ, რეგულარულად ივარჯიშოთ და გაწელვები გააკეთოთ, ეცადეთ სწორად იკვებოთ (თუმცა ყოველთვის არ გამომდის) და გაიკეთოთ მასაჟი.

- რომელია მავნე ჩვევა, რომელსაც არასოდეს მიატოვებთ?

- ყოველთვის ვჭამ ტკბილეულს, მაგრამ გონივრულ ფარგლებში. მივხვდი, რომ მთლიანად ვერ გამოვრიცხავდი რაციონიდან.

- რომელია სამოსი, რომლის ტარებაც მუდმივად შეგიძლიათ?

- შავი შარვალი და თეთრი მაისური.

თამუნა წიკლაური ახლა...

დიზაინერის ინსტაგრამის გვერდს თუ გადახედავთ, ბოლო დროს დიდ დროს ატარებს დუბაიში, სადაც ფოტოებზე ძირითადად შვილებთან ერთად ან მარტოა. აცვია ყოველთვის განსაკუთრებულად და გემოვნებით.

თბილისში

მის ალბომში შეგიძლიათ ნახოთ საქართველოში ყოფნისას გადაღებული ფოტოები. ერთ-ერთ სურათზე კი, რომელიც ყაზბეგში, ცნობილ სასტუმროშია გადაღებული წერს: Georgia on my mind.