კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასლან ბჟანიაც არასამთავრობო ორგანიზაციებს უპირისპირდება - "საერთაშორისო ორგანიზაციები იმის პირობებს ქმნიან, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს”
ასლან ბჟანიაც არასამთავრობო ორგანიზაციებს უპირისპირდება - "საერთაშორისო ორგანიზაციები იმის პირობებს ქმნიან, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს”

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დე­ტა­ლუ­რად გარ­კვე­ვა, რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის ან­გლო­საქ­სუ­რი გავ­ლე­ნით ჩა­ნაც­ვლე­ბა სურთ, - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. “პრე­ზი­დენ­ტმა” ას­ლან ბჟა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ე.წ. “აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა” დე­ტა­ლუ­რად უნდა გა­ერ­კვეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, კერ­ძოდ ისე­თე­ბის, რომ­ლე­ბიც “რუ­სე­თი­სა და აფხა­ზე­თის მი­მართ არა­მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი” სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხრი­დან ფი­ნანსდე­ბი­ან. კერ­ძოდ, მან USAID-ის საქ­მი­ა­ნო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

“[ისი­ნი] თვლი­ან, რომ რუ­სე­თის აფხა­ზეთ­ზე გავ­ლე­ნა მხო­ლოდ და მხო­ლოდ დამ­ღუპ­ველ ხა­სი­ათს ატა­რებს, და სა­ჭი­როა ამ გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბა. და რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის მა­გივ­რად აქ ან­გლო­საქ­სე­ბის გავ­ლე­ნის გავ­რცე­ლე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ბჟა­ნი­ამ.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. “პრე­ზი­დენ­ტის” თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იმის პი­რო­ბებს ქმნი­ან, რომ აფხა­ზე­თი “სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­დეს”.

“რა­ტომ არ მუ­შა­ო­ბენ იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გვა­ღი­ა­როს? - თუ სა­ქარ­თვე­ლო აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას აღი­ა­რებს, ყვე­ლა სა­კი­თხი ავ­ტო­მა­ტუ­რად იხ­სნე­ბა… მიმ­დი­ნა­რე­ობს იდე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბა იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას ეხე­ბა. სრუ­ლი­ად ზუს­ტად შეგ­ვიძ­ლია თქმა, რომ ზო­გი­ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ობს, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­კა­ვე­ბუ­ლია იმით, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­უ­ა­რეს­დეს. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი­სა და სა­ბუ­თე­ბის ბლო­კი­რე­ბა­ზე გარ­კვე­ულ აქ­ცი­ებს ატა­რე­ბენ. ამ ყვე­ლა­ფერს ად­გი­ლი აქვს. ამი­ტომ, ამ მხრივ, გარ­კვე­უ­ლი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა გვსურს”, - გა­ნა­ცხა­და ბჟა­ნი­ამ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ბიჭ­ვინ­თა­ში რუ­სე­თის­თვის აგა­რა­კის გა­და­ცე­მის სა­კი­თხში “წერ­ტი­ლია დას­მუ­ლი”.

“[აგა­რაკ­ზე] გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია - სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი მხა­რე 13 წელი ელო­დე­ბო­და”,-გა­ნა­ცხა­და ე.წ. “პრე­ზი­დენ­ტმა”.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ჯიმა
2

Სოხუმშიც არის ჯენზი. Აფხაზი ბიჭები ჩვენსავით თავმომწონეები არიან. Ნუთუ არ იტყვიან რომ თხა თხაზე ნაკლები რუსმა შეჭამოსო? Ანუ ქართულ ჩელენჯს მიიღებენ. Როდესაც ენგურის ორივე მხარეს რუსის გავლენა მინიმუმამდე დავა, ჯენზის თაობა, ერთმანეთის წინაშე უდანაშაულო ადამიანები, აღიარებენ რომ ერთად ყოფნა კომფორტული და მომგებიანია, რომ საერთო ენის პოვნა აუცილებელია. Ისინი შეძლებენ ამას! Ჩვენი დაური პირველი მერცხალია რომელმაც გაზაფხული ჯერ არ მოუყვანია, მაგრამ სხვა მერცხლებს გზა აჩვენა. Წარმატებები Аჯენზებს!

მამუ
3

ეს კაცი მელოტი დაიბადა თუ მერე გამელოტდა? რაღაცა მგონია, რომ ასეთი სიფათით დაიბადა ზუსტად 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ასლან ბჟანიაც არასამთავრობო ორგანიზაციებს უპირისპირდება - "საერთაშორისო ორგანიზაციები იმის პირობებს ქმნიან, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს”

ასლან ბჟანიაც არასამთავრობო ორგანიზაციებს უპირისპირდება - "საერთაშორისო ორგანიზაციები იმის პირობებს ქმნიან, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს”

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში დეტალურად გარკვევა, რუსული გავლენის ანგლოსაქსური გავლენით ჩანაცვლება სურთ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. “აფხაზეთის ხელისუფლება” დეტალურად უნდა გაერკვეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, კერძოდ ისეთების, რომლებიც “რუსეთისა და აფხაზეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი” სახელმწიფოების მხრიდან ფინანსდებიან. კერძოდ, მან USAID-ის საქმიანობა დაასახელა.

“[ისინი] თვლიან, რომ რუსეთის აფხაზეთზე გავლენა მხოლოდ და მხოლოდ დამღუპველ ხასიათს ატარებს, და საჭიროა ამ გავლენის შემცირება. და რუსული გავლენის მაგივრად აქ ანგლოსაქსების გავლენის გავრცელება”, - განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტის” თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები იმის პირობებს ქმნიან, რომ აფხაზეთი “საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს”.

“რატომ არ მუშაობენ იმაზე, რომ საქართველომ გვაღიაროს? - თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ყველა საკითხი ავტომატურად იხსნება… მიმდინარეობს იდეოლოგიური მუშაობა იმ ნაწილში, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას ეხება. სრულიად ზუსტად შეგვიძლია თქმა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობს, მიზანმიმართულად დაკავებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობები გაუარესდეს. რუსეთის ფედერაციასთან ზოგიერთი ჩვენი პროექტებისა და საბუთების ბლოკირებაზე გარკვეულ აქციებს ატარებენ. ამ ყველაფერს ადგილი აქვს. ამიტომ, ამ მხრივ, გარკვეული წესრიგის დამყარება გვსურს”, - განაცხადა ბჟანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიჭვინთაში რუსეთისთვის აგარაკის გადაცემის საკითხში “წერტილია დასმული”.

“[აგარაკზე] გადაწყვეტილება მიღებულია - სამართლიანი გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსული მხარე 13 წელი ელოდებოდა”,-განაცხადა ე.წ. “პრეზიდენტმა”.