მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპარლამენტში საქართველოში "უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს
ევროპარლამენტში საქართველოში "უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის” კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე კენ­ჭისყრა გა­ი­მარ­თე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

კერ­ძოდ, “სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის ხე­ლახ­ლა შე­მო­ტა­ნის მცდე­ლო­ბებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე მისი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ” რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტზე დე­ბა­ტე­ბი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში 23 აპ­რილს გა­ი­მარ­თა, ხოლო 25 აპ­რილს რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე კენ­ჭისყრა გა­ი­მარ­თე­ბა.

რე­ზო­ლუ­ცი­ის ძი­რი­თა­დი ტექ­სტის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რია 40 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის 5 სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ი­დან.

რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტის შე­მა­ჯა­მე­ბელ ვერ­სი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წარ­დგე­ნი­ლი 9 ნა­ბი­ჯი­დან ორს არ­ღვევს, კერ­ძოდ კი 1-ელ ნა­ბიჯს (რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლას გუ­ლის­ხმობს) და მე-9 ნა­ბიჯს (რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ვი­სუფ­ლად მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს).

აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს­გან, რო­გორც კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის­გან, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბი­სა და სხვა აღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვას მო­ე­ლის, მათ შო­რის ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ 2023 წლის 8 ნო­ემ­ბერს გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის. ასე­ვე აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა მხო­ლოდ იმ სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­წყვი­ტა, რომ თბი­ლი­სი ამ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამ­და.

ამას­თან, პრო­ექ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი წინა რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ში იმ მო­წო­დე­ბე­ბით გა­მო­დი­ო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში ოლი­გარ­ქი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი როლი შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო, რომ­ლე­ბიც მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ დევ­ნა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, კერ­ძოდ კი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, რომ­ლის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ითხოვ­და.

რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტის ტექ­სტის თა­ნახ­მად, “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის” კა­ნონპ­რო­ექ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის ამ­ბი­ცი­ებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, აზი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცი­ას და საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებს.

ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იქამ­დე არ უნდა გა­ეხ­სნას, სა­ნამ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ქვეყ­ნის სა­მარ­თლებ­რი­ვი წეს­რი­გის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰამლეტი და ბენო
0

უკიდურესად. აღშფოთებული ვარ ევრიკომიტეტის რეზოლუციაზე,ეს ვერ დაეხმარებ ევროპელებს,ევროკავშირის გაფართოებაში და ხელს შეუწყობს მის დაშლას!აქედან გამომდინარე რეზოლუციის მიმღებებზე ვითხოვ სანქციებს!!!ეხლაც არ მოისვენებთ,არ შიყვეს და დაიტრიალეს ბოლომდე🤬💪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

ნანი
2

უკვე გვიანია. ევროკავშირში ძალად შეგვათრევენ. მერე ნატოს ჯარი შემოვა თურქეთიდან. იმიტომ გვაყურებინებენ დღეში 5-6 თურქულ სერიალს, ხალხს პროტესტის გრძნობა რომ აღარ გაუჩნდეთ თურქი ჯარისკაცების მიმართ და ყვავილებით დახვდნენ. რუსეთი, რუსული დაავიწყეს ქართველებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ევროპარლამენტში საქართველოში "უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს

ევროპარლამენტში საქართველოში "უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს

ევროპარლამენტში, დღეს, საქართველოში „უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული.

კერძოდ, “საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ” რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 23 აპრილს გაიმართა, ხოლო 25 აპრილს რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.

რეზოლუციის ძირითადი ტექსტის შემაჯამებელი პროექტის ავტორია 40 ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის 5 სხვადასხვა პარტიიდან.

რეზოლუციის პროექტის შემაჯამებელ ვერსიაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 9 ნაბიჯიდან ორს არღვევს, კერძოდ კი 1-ელ ნაბიჯს (რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას გულისხმობს) და მე-9 ნაბიჯს (რომელიც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს).

აღინიშნება, რომ ევროკავშირი საქართველოსგან, როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, ასოცირების შეთანხმებისა და სხვა აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დაცვას მოელის, მათ შორის ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციების. ასევე აღინიშნება, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ იმ საფუძველზე გადაწყვიტა, რომ თბილისი ამ ნაბიჯებს გადადგამდა.

ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი წინა რეზოლუციებში იმ მოწოდებებით გამოდიოდა, რომ საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ოლიგარქიული ინტერესების გამანადგურებელი როლი შემცირებულიყო, რომლებიც მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში გამოიხატებოდა, კერძოდ კი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, რომლის ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლებასაც ევროპარლამენტი ითხოვდა.

რეზოლუციის პროექტის ტექსტის თანახმად, “უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა გაეხსნას, სანამ აღნიშნული კანონპროექტის ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.