მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წვრთნების დროს ცხენები გაიქცნენ და ქუჩებს მოედნენ: დაშავებულია რამდენიმე ადამიანი - ფოტოები ლონდონიდან
წვრთნების დროს ცხენები გაიქცნენ და ქუჩებს მოედნენ: დაშავებულია რამდენიმე ადამიანი - ფოტოები ლონდონიდან

ლონ­დო­ნის ცენ­ტრში წვრთნე­ბის დროს სამ­ხედ­რო ცხე­ნე­ბი გა­იქ­ცნენ, რის შე­დე­გა­დაც სულ მცი­რე 4 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას Sky News-ი ავ­რცე­ლებს. შემ­თხვე­ვა მას შემ­დეგ მოხ­და, რაც სა­ზე­ი­მო აღ­ლუ­მის მო­ე­დან­ზე ვარ­ჯი­შის დროს რამ­დე­ნი­მე კა­ვა­ლე­რი­ის ცხე­ნი გა­იქ­ცა.

მათი სუ­რა­თე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, კად­რებ­ში ჩანს, რომ შავი ცხე­ნი ტაქ­სის ეჯა­ხე­ბა, მე­ო­რე კი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სის სა­ქა­რე მი­ნას ამ­სხვრევს. ერთ-ერ­თმა თავი და­ი­ზი­ა­ნა ვერ­ცხლის­ფე­რი Mercedes-Benz-ის სა­ქა­რე მი­ნა­ზე შე­ჯა­ხე­ბი­სას

"და­შა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და ცხე­ნი. მათ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბათ“, - თქვა არ­მი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. ლონ­დო­ნის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სამი ცალ­კე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჯამ­ში ოთხი ადა­მი­ა­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს.

მა­თი­ვე თქმით, ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დროს ერთ-ერთი ცხე­ნი­დან ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვარ­და. არ­მი­ის სპი­კე­რის თქმით, ყვე­ლა ცხე­ნი უკვე ბა­ნაკ­ში და­აბ­რუ­ნეს.

სამ­ხედ­რო ცხე­ნებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აქვთ დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ცე­რე­მო­ნი­ებ­ში. ცხო­ვე­ლებს არ­ჩე­ვენ მათი სი­მაღ­ლი­სა და სიძ­ლი­ე­რის მი­ხედ­ვით. წვრთნი­ან რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და ატა­რე­ბენ ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში, რათა ხმა­ურს მი­ეჩ­ვი­ონ.

წყა­რო: telegraph

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!
2

ნეტა ამ ცხოველებს არ აწვალებდნენ თავიანთი გართობისთვის...

რეკორდი
0

ალბათ პუტინმა უპწკინა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

წვრთნების დროს ცხენები გაიქცნენ და ქუჩებს მოედნენ: დაშავებულია რამდენიმე ადამიანი - ფოტოები ლონდონიდან

წვრთნების დროს ცხენები გაიქცნენ და ქუჩებს მოედნენ: დაშავებულია რამდენიმე ადამიანი - ფოტოები ლონდონიდან

ლონდონის ცენტრში წვრთნების დროს სამხედრო ცხენები გაიქცნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც საზეიმო აღლუმის მოედანზე ვარჯიშის დროს რამდენიმე კავალერიის ცხენი გაიქცა.

მათი სურათები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, კადრებში ჩანს, რომ შავი ცხენი ტაქსის ეჯახება, მეორე კი ორსართულიანი ავტობუსის საქარე მინას ამსხვრევს. ერთ-ერთმა თავი დაიზიანა ვერცხლისფერი Mercedes-Benz-ის საქარე მინაზე შეჯახებისას

"დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და ცხენი. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, - თქვა არმიის წარმომადგენელმა. ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ სამი ცალკეული ინციდენტის შედეგად საავადმყოფოში ჯამში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს.

მათივე თქმით, ბუკინგემის სასახლის გზაზე მომხდარი ინციდენტის დროს ერთ-ერთი ცხენიდან ადამიანი გადმოვარდა. არმიის სპიკერის თქმით, ყველა ცხენი უკვე ბანაკში დააბრუნეს.

სამხედრო ცხენებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ დიდი ბრიტანეთის სამეფო ცერემონიებში. ცხოველებს არჩევენ მათი სიმაღლისა და სიძლიერის მიხედვით. წვრთნიან რამდენიმე თვის განმავლობაში და ატარებენ ქალაქის ქუჩებში, რათა ხმაურს მიეჩვიონ.

წყარო: telegraph