პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოგონებების ბუმი მე-19 საუკუნეში: როგორი იყო ევოლუციური მიღწევები მსოფლიოში
გამოგონებების ბუმი მე-19 საუკუნეში: როგორი იყო ევოლუციური მიღწევები მსოფლიოში

გა­მო­გო­ნე­ბე­ბის ეპო­ქა

XIX სა­უ­კუ­ნე­ში ტექ­ნო­ლო­გია სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბო­და. მრა­ვალ სფე­რო­ში ინო­ვა­ცი­ის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა სამ­რეწ­ვე­ლო რე­ვო­ლუ­ცია იყო, რად­გან გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი და მე­წარ­მე­ე­ბი ქარ­ხნე­ბის, მა­ღა­რო­ე­ბის, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზებს ეძებ­დნენ, რათა გა­ე­ზარ­დათ წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, ხელ­ფა­სე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბა მი­ე­ღოთ. მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო აღ­მო­ჩე­ნებ­თან ერ­თად ამ პროგ­რეს­მა ადა­მი­ა­ნე­ბის ყოფა მრა­ვალ­მხრივ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა.

ელექტრო­ბა

და­ახ­ლო­ე­ბით 1800 წელს იტა­ლი­ელ­მა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა ალე­სან­დრო ვოლ­ტამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მავ­თუ­ლით შე­ერ­თე­ბუ­ლი ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ლი­თო­ნის ნაჭ­რის მა­რილ­წყალ­ში ჩა­დე­ბი­სას მათ შო­რის ელექტრო­მუხ­ტი გა­ივ­ლი­და. ეს იყო გა­დამ­წყვე­ტი ნა­ბი­ჯი, რომ ელექტრო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა და­წყე­ბუ­ლი­ყო. ინ­გლი­სელ­მა მა­იკლ ფა­რა­დე­იმ აჩ­ვე­ნა, რომ მაგ­ნიტს ელექტრო­ბის წარ­მო­ე­ბა შე­უძ­ლია _ ეს არის ელექ­ტო­მაგ­ნი­ტუ­რი გამ­ტა­რო­ბა.

იგი სა­ფუძ­ვლად და­ე­დო პირ­ვე­ლი ელექტრო­გე­ნე­რა­ტო­რის შექ­მნას. ფა­რა­დე­იმ 1821 წელს ელექტროძ­რა­ვაც გა­მო­ი­გო­ნა, ხოლო 1831 წელს _ დი­ნა­მო და ტრანსფორ­მა­ტო­რი. სახ­ლე­ბის ელექტრო­გა­ნა­თე­ბას ვარ­ვა­რის ნა­თუ­რა (ისე­თი, რო­მე­ლიც თეთრ სი­ნათ­ლეს გა­მოს­ცემს) სჭირ­დე­ბო­და. მისი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სა­ხე­ო­ბა ტო­მას ედი­სონ­მა 1879 წელს შექ­მნა. იგი 40 სა­ათს უწყვე­ტად ენთო.

კო­მუ­ნი­კა­ცია

ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა და­ი­წყო ტე­ლეგ­რა­ფით, რო­მე­ლიც შე­ტყო­ბი­ნე­ბას ელექტრო­სიგ­ნა­ლის გა­საგ­ზავ­ნად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მავ­თუ­ლით გა­დას­ცემ­და. შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი წერ­ტი­ლე­ბი­სა და ტი­რე­ე­ბის­გან შემ­დგა­რი მორ­ზეს ან­ბა­ნით იყო კო­დი­რე­ბუ­ლი. 1837 წელს ინ­გლი­სელ­მა ჩარლზ უიტსტო­უნ­მა და უი­ლი­ამ კუკ­მა ელექტრო­ტე­ლეგ­რა­ფის სის­ტე­მა­ზე პა­ტენ­ტი აი­ღეს. ასე­თი სა­ხის ტე­ლეგ­რა­ფი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იყო. მას ფარ­თოდ იყე­ნებ­დნენ სარ­კი­ნიგ­ზო კომ­პა­ნი­ე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბი. სა­დე­ნი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნი 1876 წელს ალეგ­ზან­დერ გრე­ი­ამ ბელ­მა გა­მო­ი­გო­ნა. მალე ევ­რო­პი­სა და აშშ-ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ხა­ზე­ბით და­ი­ფა­რა. XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს­თვის იტა­ლი­ელ­მა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა გუ­ლი­ელ­მო მარ­კონ­მა ტე­ლეგ­რა­ფის ისე­თი სის­ტე­მა გა­მო­ი­გო­ნა, რო­მე­ლიც შე­ტყო­ბი­ნე­ბას რა­დი­ო­ტალ­ღე­ბით გა­დას­ცემ­და.

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმე­ლეთ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი სა­შუ­ა­ლე­ბა ცხე­ნით მგზავ­რო­ბა იყო, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი XIX სა­უ­კუ­ნე­ში სა­მუ­და­მოდ შე­იც­ვა­ლა პირ­ვე­ლი ორ­თქლის ძრა­ვე­ბის გა­მო­გო­ნე­ბი­სა და რკი­ნიგ­ზის მეშ­ვე­ო­ბით, რა­საც ავ­ტო­მო­ბი­ლის შექ­მნა მოჰ­ყვა, ხოლო XX სა­უ­კუ­ნე­ში _ თვითმფრი­ნა­ვის (აე­როპ­ლა­ნის).

ფო­ტოგ­რა­ფია და კინო

ფრან­გი ჟო­ზეფ ნი­ეპ­სის­თვის სი­ნათ­ლის დახ­მა­რე­ბით გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრინ­ცი­პი ცნო­ბი­ლი იყო, თუმ­ცა მან ნე­გა­ტი­ვე­ბი­დან ფო­ტოს და­ბეჭდ­ვა ვერ შეძ­ლო. 1839 წელს რამ­დე­ნი­მე ფრან­გმა და ბრი­ტა­ნელ­მა პი­ო­ნერ­მა ფო­ტოგ­რა­ფი­ას გზა გა­უკ­ვა­ლა. ამ­გვა­რი სი­ახ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მალე გავ­რცელ­და. სწრა­ფად და­იხ­ვე­წა გა­და­ღე­ბი­სა და გამ­ჟღავ­ნე­ბის მე­თო­დე­ბიც. ფო­ტოგ­რა­ფე­ბი იმა­საც მიხ­ვდნენ, რომ მოძ­რა­ვი სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. 1895 წელს ფრან­გმა ძმებ­მა ლუ­მი­ე­რებ­მა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი გა­მო­ი­გო­ნეს. ფილ­მე­ბის დროც დად­გა.

უმ­თავ­რე­სი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი

1800 - ვოლ­ტამ „ვოლ­ტას ბა­ტა­რეა“, ანუ ელექტრო­ბა­ტა­რეა, გა­მო­ი­გო­ნა.

1803 - ტრე­ვი­თიკ­მა ორ­თქლის ლო­კო­მო­ტი­ვი შექ­მნა; ლი­თო­ნის ლი­ან­და­გე­ბის და­გე­ბა და­ი­წყო.

1811 - ცი­ლინ­დრულ­მა წნეხ­მა ნა­ბეჭ­დის ხა­რის­ხი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა.

1821-1831 - ფა­რა­დე­იმ ელექტროძ­რა­ვა და ტრანსფორ­მა­ტო­რი გა­მო­ი­გო­ნა.

1822 - ჟო­ზეფ ნი­ეპს­მა პირ­ვე­ლი ფოტო გა­და­ი­ღო.

1837 - კირკპატ­რიკ მაკ­მი­ლან­მა სა­ტერ­ფუ­ლე­ბი­ა­ნი ვე­ლო­სი­პე­დი გა­მო­ი­გო­ნა.

1876 - ალეგ­ზან­დერ გრე­ი­ამ ბელ­მა ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­ი­გო­ნა.

1878 - ტო­მას ალვა ედი­სონ­მა ელექტრო­ნა­თუ­რა გა­მო­ი­გო­ნა.

1885 - კარლ ბენცმა პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი შექ­მნა.

1888 - ჯონ ბოიდ დონ­ლოპ­მა პნევ­მა­ტუ­რი თოფი გა­მო­ი­გო­ნა.

1894 - გუ­ლი­ელ­მო მარ­კონ­მა პირ­ვე­ლი რა­დი­ო­გა­და­ცე­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

1895 - ლუი და ოგი­უსტ ლი­უ­მი­ე­რებ­მა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი გა­მო­ი­გო­ნეს.

1901 - მარ­კონ­მა რა­დი­ო­სიგ­ნა­ლი პირ­ვე­ლად ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა გა­დას­ცა.

1903 - ძმებ­მა რა­ი­ტებ­მა პირ­ვე­ლი მარ­თუ­ლი საფ­რე­ნი აპა­რა­ტი აა­გეს.

ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ი­დან წა­ი­კი­თხავთ ილუსტრი­რე­ბუ­ლი ხუ­თტო­მე­უ­ლის „მსოფ­ლიო ის­ტო­რია“ მე­ო­თხე ტომ­ში, რო­მე­ლიც 22 აპ­რი­ლი­დან ხელ­მი­საწ­ვდო­მია „ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 15 ლარი იქ­ნე­ბა. ტო­მე­უ­ლის შე­ძე­ნა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლა­ინ

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

გამოგონებების ბუმი მე-19 საუკუნეში: როგორი იყო ევოლუციური მიღწევები მსოფლიოში

გამოგონებების ბუმი მე-19 საუკუნეში: როგორი იყო ევოლუციური მიღწევები მსოფლიოში

გამოგონებების ეპოქა

XIX საუკუნეში ტექნოლოგია სწრაფად ვითარდებოდა. მრავალ სფეროში ინოვაციის მამოძრავებელი ძალა სამრეწველო რევოლუცია იყო, რადგან გამომგონებლები და მეწარმეები ქარხნების, მაღაროების, სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესების გზებს ეძებდნენ, რათა გაეზარდათ წარმოების მოცულობა, ხელფასები და მაქსიმალური მოგება მიეღოთ. მნიშვნელოვან სამეცნიერო აღმოჩენებთან ერთად ამ პროგრესმა ადამიანების ყოფა მრავალმხრივ გააუმჯობესა.

ელექტრობა

დაახლოებით 1800 წელს იტალიელმა გამომგონებელმა ალესანდრო ვოლტამ აღმოაჩინა, რომ მავთულით შეერთებული ორი განსხვავებული ლითონის ნაჭრის მარილწყალში ჩადებისას მათ შორის ელექტრომუხტი გაივლიდა. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი, რომ ელექტრობის პრაქტიკული გამოყენება დაწყებულიყო. ინგლისელმა მაიკლ ფარადეიმ აჩვენა, რომ მაგნიტს ელექტრობის წარმოება შეუძლია _ ეს არის ელექტომაგნიტური გამტარობა.

იგი საფუძვლად დაედო პირველი ელექტროგენერატორის შექმნას. ფარადეიმ 1821 წელს ელექტროძრავაც გამოიგონა, ხოლო 1831 წელს _ დინამო და ტრანსფორმატორი. სახლების ელექტროგანათებას ვარვარის ნათურა (ისეთი, რომელიც თეთრ სინათლეს გამოსცემს) სჭირდებოდა. მისი ერთ-ერთი პირველი სახეობა ტომას ედისონმა 1879 წელს შექმნა. იგი 40 საათს უწყვეტად ენთო.

კომუნიკაცია

ტელეკომუნიკაციის საშუალებების არსებობა დაიწყო ტელეგრაფით, რომელიც შეტყობინებას ელექტროსიგნალის გასაგზავნად გამოყენებული მავთულით გადასცემდა. შეტყობინებები წერტილებისა და ტირეებისგან შემდგარი მორზეს ანბანით იყო კოდირებული. 1837 წელს ინგლისელმა ჩარლზ უიტსტოუნმა და უილიამ კუკმა ელექტროტელეგრაფის სისტემაზე პატენტი აიღეს. ასეთი სახის ტელეგრაფი მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი იყო. მას ფართოდ იყენებდნენ სარკინიგზო კომპანიები და სამხედროები. სადენიანი ტელეფონი 1876 წელს ალეგზანდერ გრეიამ ბელმა გამოიგონა. მალე ევროპისა და აშშ-ის უმეტესი ნაწილი სატელეფონო ხაზებით დაიფარა. XIX საუკუნის ბოლოსთვის იტალიელმა გამომგონებელმა გულიელმო მარკონმა ტელეგრაფის ისეთი სისტემა გამოიგონა, რომელიც შეტყობინებას რადიოტალღებით გადასცემდა.

სატრანსპორტო საშუალებები

დიდი ხნის განმავლობაში ხმელეთზე მოგზაურობის ყველაზე სწრაფი საშუალება ცხენით მგზავრობა იყო, მაგრამ ეს ყველაფერი XIX საუკუნეში სამუდამოდ შეიცვალა პირველი ორთქლის ძრავების გამოგონებისა და რკინიგზის მეშვეობით, რასაც ავტომობილის შექმნა მოჰყვა, ხოლო XX საუკუნეში _ თვითმფრინავის (აეროპლანის).

ფოტოგრაფია და კინო

ფრანგი ჟოზეფ ნიეპსისთვის სინათლის დახმარებით გამოსახულების მიღების პრინციპი ცნობილი იყო, თუმცა მან ნეგატივებიდან ფოტოს დაბეჭდვა ვერ შეძლო. 1839 წელს რამდენიმე ფრანგმა და ბრიტანელმა პიონერმა ფოტოგრაფიას გზა გაუკვალა. ამგვარი სიახლის შესახებ ინფორმაცია მალე გავრცელდა. სწრაფად დაიხვეწა გადაღებისა და გამჟღავნების მეთოდებიც. ფოტოგრაფები იმასაც მიხვდნენ, რომ მოძრავი სურათების გადაღებაც შესაძლებელია. 1895 წელს ფრანგმა ძმებმა ლუმიერებმა კინემატოგრაფი გამოიგონეს. ფილმების დროც დადგა.

უმთავრესი გამოგონებები

1800 - ვოლტამ „ვოლტას ბატარეა“, ანუ ელექტრობატარეა, გამოიგონა.

1803 - ტრევითიკმა ორთქლის ლოკომოტივი შექმნა; ლითონის ლიანდაგების დაგება დაიწყო.

1811 - ცილინდრულმა წნეხმა ნაბეჭდის ხარისხი გააუმჯობესა.

1821-1831 - ფარადეიმ ელექტროძრავა და ტრანსფორმატორი გამოიგონა.

1822 - ჟოზეფ ნიეპსმა პირველი ფოტო გადაიღო.

1837 - კირკპატრიკ მაკმილანმა სატერფულებიანი ველოსიპედი გამოიგონა.

1876 - ალეგზანდერ გრეიამ ბელმა ტელეფონი გამოიგონა.

1878 - ტომას ალვა ედისონმა ელექტრონათურა გამოიგონა.

1885 - კარლ ბენცმა პირველი ავტომობილი შექმნა.

1888 - ჯონ ბოიდ დონლოპმა პნევმატური თოფი გამოიგონა.

1894 - გულიელმო მარკონმა პირველი რადიოგადაცემა განახორციელა.

1895 - ლუი და ოგიუსტ ლიუმიერებმა კინემატოგრაფი გამოიგონეს.

1901 - მარკონმა რადიოსიგნალი პირველად ატლანტის ოკეანის გადაღმა გადასცა.

1903 - ძმებმა რაიტებმა პირველი მართული საფრენი აპარატი ააგეს.

ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს მსოფლიო ისტორიიდან წაიკითხავთ ილუსტრირებული ხუთტომეულის „მსოფლიო ისტორია“ მეოთხე ტომში, რომელიც 22 აპრილიდან ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში. წიგნის სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში 15 ლარი იქნება. ტომეულის შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ

R