საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპარლამენტარი ვაჟა სირაძისა და "ხარებას" დასანქცირებას ითხოვს - "ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ"
ევროპარლამენტარი ვაჟა სირაძისა და "ხარებას" დასანქცირებას ითხოვს - "ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ"

ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებს მივ­მარ­თავ სან­ქცი­ე­ბი შე­მო­ი­ღონ ზვი­ად ხა­რე­ბაშ­ვი­ლი­სა და ვაჟა სი­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუს­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ გან­მე­ო­რე­ბი­თი მცდე­ლო­ბე­ბი შე­მო­ი­ღონ კა­ნო­ნი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის” შე­სა­ხებ არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ აკონ­ტრო­ლონ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ მე­დი­ა­სა და მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე.

ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის ფონ­ზე ხდე­ბა. რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნის ე.წ. “და­სავ­ლუ­რი პრაქ­ტი­კით” გა­მარ­თლე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი უბ­რა­ლოდ სა­ცო­და­ვია. მსგავ­სი კა­ნო­ნი რუ­სუ­ლი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ დაბ­რუ­ნე­ბის გა­სა­ღე­ბია.

ამავდრო­უ­ლად, მი­ვე­სალ­მე­ბი ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მე­ლიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი ქვეყ­ნის და­სავ­ლურ მო­მა­ვალს იცავს.

კო­ლე­გე­ბო, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მივ­მარ­თავ ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებს, რომ შე­მო­ი­ღონ წერ­ტი­ლო­ვა­ნი სან­ქცი­ე­ბი ქარ­თვე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრი­ან დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს და მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. კერ­ძოდ კი, ზვი­ად ხა­რე­ბაშ­ვი­ლი­სა და ვაჟა სი­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და აუსტრე­ვი­ჩუს­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
3

მასეთი ევროპა მე არ მჭირდება

დავითი
2

სასაცილოა ეს ყველაფერი... ამ ყველაფრის ფონზე რაც ხდება, არა მგონია მოსახლეობის 80 პროცენტს ისევ სურდეს ევროკავშირში შესვლა, მართლა რომ კლავდნენ ხალხს მიტინგებზე ერთი საპროტესყო სიტყვა გაუგია ვინმეს ამათგან? პირიქით დემოკრატიის შუქურებს ეძახდნენ და დღესაც ძებნილი ადეშვილით დაწყებული და კეზერაშვილით დამთავრებული ისევ დემოკრატიის შუქურაა მათთვის, დიდ შეთქმულებას გავს ეს ყოველივე მაიდნის მოსაწყობად საქართველოში, ზუსტად იგივე სცენარი როგორც უკრაინაში... კანონი, მაიდანი, ზელენსკი და ომი, აქაც კანონით დაიწყეს, მაიდანს გეგმავენ, ზელენსკის როლში მიშა ეგულებათ და ეგ ყველაფერი თუ განახორციელეს და მიშა დააბრუნეს ომიც რომ გარდაუვალი იქნება რად უნდა ლაპარაკი....

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ევროპარლამენტარი ვაჟა სირაძისა და "ხარებას" დასანქცირებას ითხოვს - "ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ"

ევროპარლამენტარი ვაჟა სირაძისა და "ხარებას" დასანქცირებას ითხოვს - "ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ"

ევროკავშირის ინსტიტუტებს მივმართავ სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ, ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

"მმართველი პარტიის მიერ განმეორებითი მცდელობები შემოიღონ კანონი “უცხოური გავლენის” შესახებ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ აკონტროლონ სამოქალაქო საზოგადოება, გავლენა მოახდინონ მედიასა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.

ეს ყველაფერი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ფონზე ხდება. რეპრესიული კანონის ე.წ. “დასავლური პრაქტიკით” გამართლების მცდელობები უბრალოდ საცოდავია. მსგავსი კანონი რუსული ავტორიტარიზმისკენ დაბრუნების გასაღებია.

ამავდროულად, მივესალმები ქართველ ხალხს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყნის დასავლურ მომავალს იცავს.

კოლეგებო, ამ შესაძლებლობის გამოყენებით მივმართავ ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ შემოიღონ წერტილოვანი სანქციები ქართველი პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დევნას ახორციელებენ. კერძოდ კი, ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ. ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ”, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

წაიკითხეთ ასევე: