პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა - რომელ კვების ობიექტში აიღეს ნიმუშები და რომელი მომწოდებლის იყო პროდუქტი? - სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა -  რომელ კვების ობიექტში აიღეს ნიმუშები და რომელი მომწოდებლის იყო პროდუქტი?  - სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ქათ­მის ფი­ლეს ნი­მუ­შებ­ში სალ­მო­ნე­ლო­ზი გა­მოვ­ლინ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ქათ­მის ხორ­ცის მწარ­მო­ე­ბელს შპს "სი­ფუდ გრუპ თე­ლავს“ სა­წარ­მოო პრო­ცე­სი შე­უ­ჩე­რა და 1000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

"სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პი­რებ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტში - პი­ცე­რია "TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქ­ტობ­რი­ვი მი­სა­მარ­თი: ქა­ლაქ თბი­ლი­სი, რუს­თა­ვე­ლის გამზ. N2/4) გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის მკერ­დის ფი­ლეს ნი­მუ­შე­ბი აი­ღეს. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი სალ­მო­ნე­ლა, სე­რო­ტი­პი - Salmonella typhimurium.

პი­ცე­რი­ა­ში ჩა­ტარ­და ინ­სპექ­ტი­რე­ბა, რომ­ლის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ქათ­მის გა­ყი­ნუ­ლი ფი­ლეს მიმ­წო­დე­ბე­ლია შპს "სი­ფუდ გრუპ თე­ლა­ვი“ (ს/კ 431167364, მის: თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნი, სოფ. კი­სის­ხე­ვი, მწარ­მო­ე­ბე­ლი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარ­ხნის კოდი 3700/03262). სა­ა­გენ­ტომ შპს "TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყვე­ლა ფი­ლი­ალს და­ა­ვა­ლა დარ­ჩე­ნი­ლი სურ­სა­თის პარ­ტი­ის აღ­რი­ცხვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი მიმ­წო­დებ­ლის­გან სურ­სა­თის მი­ღე­ბის დრო­ე­ბით შე­ზღუდ­ვა, ხოლო შპს "სი­ფუდ გრუპ თე­ლავს“ აეკ­რძა­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი სურ­სა­თის (გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის მკერ­დის ფილე, დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი: 07.12.2023 წ. ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა: 06.06.2025 წ.) ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბა და და­ე­ვა­ლა ბა­ზარ­ზე უკვე გან­თავ­სე­ბუ­ლი სურ­სა­თის ამო­ღე­ბა, პარ­ტი­ე­ბად და­სა­წყო­ბე­ბა, რა­ო­დე­ნო­ბის აღ­რი­ცხვა და მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ა­გენ­ტოს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ინ­ფორ­მი­რე­ბა, ასე­ვე უმოკ­ლეს ვა­და­ში იმ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­ცე­მა, ვი­საც მი­ა­წო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სურ­სა­თი.

"გარ­და ამი­სა, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კა­ხე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პი­რებ­მა შპს "სი­ფუდ გრუპ თე­ლა­ვი­დან“ აი­ღეს გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის მკერ­დის ფი­ლეს ნი­მუ­შე­ბი. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად ხუ­თი­ვე ნი­მუშ­ში აღ­მოჩ­ნდა პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი სალ­მო­ნე­ლა, სე­რო­ტი­პი - Salmonella typhimurium. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შპს "სი­ფუდ გრუპ თე­ლავს“ შე­უ­ჩერ­და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი და და­ჯა­რიმ­და 1000 ლა­რით "სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის, ვე­ტე­რი­ნა­რი­ი­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კო­დექ­სის" 66-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის შე­სა­ბა­მი­სად.

სალ­მო­ნე­ლო­ზი ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი ეტი­ო­ლო­გი­ის ზო­ო­ნო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სურ­სა­თის­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით ხორ­ცი­სა და მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის­გან გა­და­ე­ცე­მა. და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი სალ­მო­ნე­ლე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ენ­ტე­რო­ბაქ­ტე­რი­ე­ბის ოჯახს და სალ­მო­ნე­ლე­ბის გვარს, რო­მე­ლიც 2500-ზე მეტ სე­რო­ვარს მო­ი­ცავს, უმ­რავ­ლე­სო­ბა პა­თო­გე­ნუ­რია რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თვის, ისე ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის. სალ­მო­ნე­ლო­ზის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის მთლი­ან ჯაჭვში (სა­საკ­ლაო, ხორ­ცი­სა და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი, სა­რე­ა­ლი­ზა­ციო და სა­ზკ­ვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი) წარ­მო­ე­ბის და ჰი­გი­ე­ნის სა­ნი­მუ­შო პრაქ­ტი­კის და­ნერგვა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მმმ
0

სასაცილოა 1000 ლარით საწარმოს დაჯარიმება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა - რომელ კვების ობიექტში აიღეს ნიმუშები და რომელი მომწოდებლის იყო პროდუქტი? - სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა -  რომელ კვების ობიექტში აიღეს ნიმუშები და რომელი მომწოდებლის იყო პროდუქტი?  - სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქათმის ხორცის მწარმოებელს შპს "სიფუდ გრუპ თელავს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია "TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქალაქ თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.

პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს "სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262). სააგენტომ შპს "TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს "სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება, ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი.

"გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს "სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს "სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: