მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიზა იასკო, ქალიშვილთან ერთად, სააკაშვილის სახლში რჩება - რას ცვლილებებზე წერს უკრაინული მედია?
ლიზა იასკო, ქალიშვილთან ერთად, სააკაშვილის სახლში რჩება - რას ცვლილებებზე წერს უკრაინული მედია?

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კი­ევ­ში თით­ქმის 100 კვ. მ. ბინა აქვს, რო­მე­ლიც მის ქა­ლიშ­ვილს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ აჩუ­ქა, კი­ევ­თან ახ­ლოს სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლში, ლეს­ნიკ­ში ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებს. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პო­ლი­ტი­კო­სის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ეს­ტუმრნენ და ნა­ხეს, რა შეც­ვა­ლა იქ.

სო­ფელ ლეს­ნიკ­ში 120,5 კვ.მ სახ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას ეკუთ­ვნის. მაგ­რამ იას­კო, რო­მელ­მაც 2022 წელს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის­გან ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, იქ ცხოვ­რობს. დე­პუ­ტა­ტი სა­კუ­თარ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ლეს­ნიკ­ში 10 ჰექ­ტა­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თით და იქ მდე­ბა­რე სახ­ლით სარ­გებ­ლობს.

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ადრე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლის გა­ლა­ვა­ნი ლეს­ნიკ­ში

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, ღო­ბე­ზე დიდი დრო­შე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟა - უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლო­სი და ევ­რო­კავ­ში­რის. რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, ახლა იას­კომ ჩა­მოხ­სნა დრო­შე­ბი და ბო­ძე­ბიც ამო­ი­ღო. ასე­ვე, ცხა­დია, ად­გილ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია - მა­მულ­ში აღარ ჩანს ის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა, რაც ად­რინ­დელ კად­რებ­ში ჩან­და.

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ახლა სახ­ლი ლეს­ნიკ­ში
  • გუ­ლუხ­ვი ბე­ბია

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქარ­თულ ცი­ხე­ში 2021 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან იმ­ყო­ფე­ბა. ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის უკ­რა­ი­ნელ პარ­ლა­მენ­ტარ­თან რო­მა­ნის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2020 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი, 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე კი, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, იას­კოს მის­გან გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. ლიზა ბავ­შვს სა­ჯა­როდ არ აჩენს, ჟას­მი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებ­საც კი არ უნა­ხავთ. გო­გო­ნა დე­დის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც ჟას­მინ მი­ხა­ი­ლოვ­ნა იას­კო.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია უკვე წერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დამ ჟას­მინს პა­ტა­რა ბინა აჩუ­ქა კი­ევ­ში, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იას­კოს დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით 5 მი­ლი­ონ 613 ათა­სი გრივ­ნაა. ბე­ბი­ამ შვი­ლიშ­ვილს ასევ მის­ცა მი­ლი­ო­ნი გრივ­ნა ბი­ნის გა­და­სა­ხა­დის და­სა­ფა­რად.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ლიზა იასკო, ქალიშვილთან ერთად, სააკაშვილის სახლში რჩება - რას ცვლილებებზე წერს უკრაინული მედია?

ლიზა იასკო, ქალიშვილთან ერთად, სააკაშვილის სახლში რჩება - რას ცვლილებებზე წერს უკრაინული მედია?

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, მიუხედავად იმისა, რომ კიევში თითქმის 100 კვ. მ. ბინა აქვს, რომელიც მის ქალიშვილს მიხეილ სააკაშვილის დედამ აჩუქა, კიევთან ახლოს სააკაშვილის სახლში, ლესნიკში ცხოვრებას აგრძელებს. უკრაინული მედია წერს, რომ ჟურნალისტები პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლს ესტუმრნენ და ნახეს, რა შეცვალა იქ.

სოფელ ლესნიკში 120,5 კვ.მ სახლი ოფიციალურად სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ეკუთვნის. მაგრამ იასკო, რომელმაც 2022 წელს ქართველი პოლიტიკოსისგან ქალიშვილი გააჩინა, უკვე რამდენიმე წელია, იქ ცხოვრობს. დეპუტატი საკუთარ დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ ლესნიკში 10 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთით და იქ მდებარე სახლით სარგებლობს.

ასე გამოიყურებოდა ადრე მიხეილ სააკაშვილის სახლის გალავანი ლესნიკში

მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც უკრაინაში ცხოვრობდა, ღობეზე დიდი დროშები დაამონტაჟა - უკრაინის, საქართველოსი და ევროკავშირის. როგორც უკრაინული მედია წერს, ახლა იასკომ ჩამოხსნა დროშები და ბოძებიც ამოიღო. ასევე, ცხადია, ადგილზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია - მამულში აღარ ჩანს ის სამშენებლო მასალა, რაც ადრინდელ კადრებში ჩანდა.

ასე გამოიყურება ახლა სახლი ლესნიკში
  • გულუხვი ბებია

მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი ქართულ ციხეში 2021 წლის ოქტომბრიდან იმყოფება. ქართველი პოლიტიკოსის უკრაინელ პარლამენტართან რომანის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა ცნობილი, 2022 წლის გაზაფხულზე კი, სააკაშვილის დაკავების შემდეგ, იასკოს მისგან გოგონა შეეძინა. ლიზა ბავშვს საჯაროდ არ აჩენს, ჟასმინი სააკაშვილის ახლობლებსაც კი არ უნახავთ. გოგონა დედის ქონებრივ დეკლარაციაში მოხსენიებულია, როგორც ჟასმინ მიხაილოვნა იასკო.

უკრაინული მედია უკვე წერდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის დედამ ჟასმინს პატარა ბინა აჩუქა კიევში, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. ქონების ღირებულება იასკოს დეკლარაციის მიხედვით 5 მილიონ 613 ათასი გრივნაა. ბებიამ შვილიშვილს ასევ მისცა მილიონი გრივნა ბინის გადასახადის დასაფარად.

წაიკითხეთ ასევე: