"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ახალგაზრდები საპროტესტო აქციას დღესაც გეგმავენ, ისინი პარლამენტის შენობასთან კვლავ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ასევე იგეგმება მსვლელობა, თუმცა მომიტინგეები ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ.
თბილისში, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები - „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პროტესტისა და კრიტიკის ფონზე პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
მოვდივრათ აქციაზე მე და ჩემი 5 მეგობარი ვისაც არ მოწონს ცივი წყალი დალიოს! ფული არ მიგვიღია არაო!!!!!ქოცებოო, რუსებოო.. რა გელით..
იღავღავეთ ნაცჯოგებო.