მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთდროულად გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად, მე რუსეთიდან, ის აფხაზეთიდან" - ცნობილი აფხაზი ბლოგერის სიყვარულის ამბავი და ფოტოები ქორწილიდან
"ერთდროულად გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად, მე რუსეთიდან, ის აფხაზეთიდან" - ცნობილი აფხაზი ბლოგერის სიყვარულის ამბავი და ფოტოები ქორწილიდან

აფხაზ­მა ბლო­გერ­მა დაურ ბუ­ა­ვამ, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ქარ­თულ მხა­რე­ზე გა­დას­ვლი­სა და სხვა­დას­ხვა მო­წო­დე­ბე­ბის გამო "სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლატ­ში" ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2 წლის წინ მი­ი­ღო. მა­შინ ბუ­ა­ვა ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით გახ­და.

28 წლის აფხა­ზი ბლო­გე­რი დაურ ბუ­ა­ვა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ქა­ლაქ ტყვარ­ჩე­ლი­და­ნაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თავ­და­პირ­ვე­ლად, tiktok-დან გა­იც­ნო. ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ამ­რას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და უკვე მე­ო­რე წე­ლია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

ახლა მის ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა. ოჯა­ხი შექ­მნა და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. მისი რჩე­უ­ლი ნინო ცხოვ­რე­ბა­ძეა, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე წლის წინ დაბ­რუნ­და, რათა ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეს­წავ­ლა.

AMBEBI.GE ნინო ცხოვ­რე­ბა­ძეს ესა­უბ­რა:

- მე და და­უ­რი ერ­თდრო­უ­ლად გად­მო­ვე­დით თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან შევ­ხვდით, მა­შინ, როცა გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გობ­რის. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ვხვდე­ბო­დით ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში, თუმ­ცა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ რა­ი­მე ინ­ტე­რე­სი არ გვქო­ნია.

2022 წლის 11 ნო­ემ­ბერს ვი­ყა­ვით მე­გობ­რის იუ­ბი­ლე­ზე, იმ დღეს გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი და ცოტა და­მაგ­ვი­ან­და. ყვე­ლა­ზე ბო­ლოს მი­სულს და­უ­რი შემ­ხვდა, შე­ვამ­ჩნიე უხა­სი­ა­თოდ იყო და შე­ვე­ცა­დე სა­უბ­რით გა­მო­მეყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ზუს­ტად ამ პა­ტა­რა დი­ა­ლო­გით და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი.

ბევ­რი სა­ერ­თო გვქონ­და, ერ­თდრო­უ­ლად გად­მო­ვე­დით თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მშობ­ლე­ბის გა­რე­შე, ვგრძნობ­დი, რომ მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ურს უფრო უჭირ­და, რად­გან დიდ ზე­წო­ლას გრძნობ­და აფხა­ზე­თის "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან", ამა­ვე დროს დიდ მხარ­და­ჭე­რას გრძნობ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან.

ჩემი იდეა იყო პრო­ექ­ტი "აფხა­ზი ვარ ჩა­მე­ხუ­ტე", რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ გა­მო­კი­თხვებ­სა და სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებს. იმ დო­ნე­ზე ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი საქ­მე­ში, რომ ვერც კი ვამ­ჩნევ­დით, რო­გორ ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს.

ერთი წლის შემ­დეგ უკვე ცხა­დი იყო, რომ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და, ამას მოჰ­ყვა სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნა და ხე­ლის თხოვ­ნა აე­რო­პორ­ტში და დას­რულ­და ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც 16 აპ­რილს შედ­გა.

ნა­ხეთ ვი­დეო: ხე­ლის თხოვ­ნა აე­რო­პორ­ტში

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ბედნიერები იყავით! 

დავით
7

ეს ბიჭი აფხაზეთიდანაა და თუ ვაღიარებთ, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ზუსტადაც უნდა მიეღო მოქალაქეობა.. მოქალაქე ისედაც იყო, უბრალოდ დოკუმენტალურად გააფორმა და ზოგიერთები რა ბოღმას ანთხევთ კომენტარებში? დღეს რომ აქციების ორგანიზატორები არიან იმაზე მეტი პატრიოტია ეს ბიჭი.. ევროპარლამენტში ქართულ პოზიციას აფიქსირებს, ჩვენი ე.წ. ,,ოპოზიციისაგან'' განსხვავებით, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებაშიც კი ხელს უშლიდა ქვეყანას..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ერთდროულად გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად, მე რუსეთიდან, ის აფხაზეთიდან" - ცნობილი აფხაზი ბლოგერის სიყვარულის ამბავი და ფოტოები ქორწილიდან

"ერთდროულად გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად, მე რუსეთიდან, ის აფხაზეთიდან" - ცნობილი აფხაზი ბლოგერის სიყვარულის ამბავი და ფოტოები ქორწილიდან

აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა ქართულ მხარეზე გადასვლისა და სხვადასხვა მოწოდებების გამო "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა 2 წლის წინ მიიღო. მაშინ ბუავა ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა.

28 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა, რომელიც წარმოშობით ქალაქ ტყვარჩელიდანაა, საზოგადოებამ თავდაპირველად, tiktok-დან გაიცნო. ის ახალგაზრდული ორგანიზაცია "ამრას" დამფუძნებელია და უკვე მეორე წელია, თბილისში ცხოვრობს.

ახლა მის ცხოვრებაში სიახლეა. ოჯახი შექმნა და მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს. მისი რჩეული ნინო ცხოვრებაძეა, რომელიც რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა, რათა ქართულ უნივერსიტეტში ესწავლა.

AMBEBI.GE ნინო ცხოვრებაძეს ესაუბრა:

- მე და დაური ერთდროულად გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად. პირველად ერთმანეთს იუსტიციის სახლთან შევხვდით, მაშინ, როცა გადაღებაზე ვიყავი მიწვეული ჩვენი საერთო მეგობრის. ერთი წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდით ერთ-ერთ კომპანიაში, თუმცა ერთმანეთის მიმართ რაიმე ინტერესი არ გვქონია.

2022 წლის 11 ნოემბერს ვიყავით მეგობრის იუბილეზე, იმ დღეს გადაღებაზე ვიყავი და ცოტა დამაგვიანდა. ყველაზე ბოლოს მისულს დაური შემხვდა, შევამჩნიე უხასიათოდ იყო და შევეცადე საუბრით გამომეყვანა მდგომარეობიდან. ზუსტად ამ პატარა დიალოგით დაიწყო ყველაფერი.

ბევრი საერთო გვქონდა, ერთდროულად გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად მშობლების გარეშე, ვგრძნობდი, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე დაურს უფრო უჭირდა, რადგან დიდ ზეწოლას გრძნობდა აფხაზეთის "ხელისუფლებისგან", ამავე დროს დიდ მხარდაჭერას გრძნობდა ქართველი ხალხისგან.

ჩემი იდეა იყო პროექტი "აფხაზი ვარ ჩამეხუტე", რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა სოციალურ გამოკითხვებსა და საახალწლო საჩუქრებს. იმ დონეზე ვიყავით ჩართული საქმეში, რომ ვერც კი ვამჩნევდით, როგორ ვუახლოვდებოდით ერთმანეთს.

ერთი წლის შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, ამას მოჰყვა სიყვარულის ახსნა და ხელის თხოვნა აეროპორტში და დასრულდა ჩვენი ქორწინებით, რომელიც 16 აპრილს შედგა.

ნახეთ ვიდეო: ხელის თხოვნა აეროპორტში