საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პერუში აღმოჩენილია ყველაზე უცნაური მუმია, გაკოჭილი სხეულითა და სახეზე აფარებული ხელებით - რას ამბობენ არქეოლოგები?
პერუში აღმოჩენილია ყველაზე უცნაური მუმია, გაკოჭილი სხეულითა და სახეზე აფარებული ხელებით - რას ამბობენ არქეოლოგები?

2021 წელს, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა პე­რუ­ში, ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ ლი­მას მახ­ლობ­ლად, 800-1200 წლამ­დე ასა­კის მუ­მია აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­მარ­ხი ქა­ლა­ქის მო­ედ­ნის შუ­ა­გულ­ში, კა­ჯა­მარ­კი­ლას არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ად­გილ­ზე იპო­ვეს.

მუ­მი­ას ხე­ლე­ბი სა­ხე­ზე ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი და თო­კე­ბით იყო შე­კო­ჭი­ლი, რაც მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, სამ­ხრეთ პე­რუ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დაკ­რძალ­ვის წე­სია. თუ მისი ასა­კით ვიმ­სჯე­ლებთ, ის პრე­ეს­პა­ნურ პე­რი­ოდს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და წინ უს­წრებს ინ­კე­ბის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას, რომ­ლებ­მაც მე-15 სა­უ­კუ­ნე­ში პე­რუს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ცი­ტა­დე­ლი - მაჩუ-პიქჩუ - და­ა­არ­სეს.

მუ­მია, სა­ვა­რა­უ­დოდ, 25-30 წლამ­დე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი იყო, რო­მე­ლიც კა­ჯა­მარ­კი­ლა­ში (ადრე კო­ლუმ­ბი­ამ­დელ ეპო­ქა­ში აქ­ტი­ურ კო­მერ­ცი­ულ ცენ­ტრში) მთი­დან ჩა­სახ­ლდა.

გა­თხრე­ბი ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში და­ი­წყო და არ­ქე­ო­ლო­გე­ბის, ვან და­ლენ ლუ­ნა­სა და იო­მი­რა ჰუ­ა­მან სან­ტი­ლა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აღ­მო­ჩე­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან ისი­ნი მუ­მი­ას არ ეძებ­დნენ.

სა­მარხში ასე­ვე ზღვის მო­ლუს­კე­ბიც იპო­ვეს, რაც უჩ­ვე­უ­ლოა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კა­ხა­მარ­კი­ლა სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 25 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ეს ნიშ­ნავს, რომ შთა­მო­მავ­ლე­ბი ამ ად­გილს კი­დევ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუმ­რობ­დნენ და საჭ­მელს ტო­ვებ­დნენ.

"წე­სის თა­ნახ­მად, ცხედ­რე­ბის საფ­ლავ­ში მო­თავ­სე­ბის შემ­დეგ, მუდ­მი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ანუ, მათი შთა­მო­მავ­ლე­ბი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრუნ­დე­ბი­ან და იქ საჭ­მელ­სა და შე­სა­წირს, მათ შო­რის მო­ლუს­კებს, ტო­ვე­ბენ“, – თქვა არ­ქე­ო­ლოგ­მა ვან და­ლენ ლუ­ნამ.

საფ­ლა­ვის გა­რეთ ასე­ვე ნა­პოვ­ნია ლა­მას ძვლე­ბი, რაც იმ­დრო­ინ­დე­ლი ხალ­ხის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საჭ­მე­ლი იყო. ფაქ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მკვლე­ვა­რებ­მა და­ას­კვნეს, რომ მუ­მია არა რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, არა­მედ მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ვან და­ლენ ლუ­ნას აზ­რით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი, შე­საძ­ლოა, გავ­ლე­ნი­ა­ნი ვა­ჭა­რი იყო. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
2

საცოდავი, რა უწამებიათ!!!

გრიგორი
1

25 წლის გავლენიანი ვაჭარი ალბათ ვერ იქნებოდა.

ავტორი:

პერუში აღმოჩენილია ყველაზე უცნაური მუმია, გაკოჭილი სხეულითა და სახეზე აფარებული ხელებით - რას ამბობენ არქეოლოგები?

პერუში აღმოჩენილია ყველაზე უცნაური მუმია, გაკოჭილი სხეულითა და სახეზე აფარებული ხელებით - რას ამბობენ არქეოლოგები?

2021 წელს, არქეოლოგებმა პერუში, ქვეყნის დედაქალაქ ლიმას მახლობლად, 800-1200 წლამდე ასაკის მუმია აღმოაჩინეს. სამარხი ქალაქის მოედნის შუაგულში, კაჯამარკილას არქეოლოგიურ ადგილზე იპოვეს.

მუმიას ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული და თოკებით იყო შეკოჭილი, რაც მკვლევარების თქმით, სამხრეთ პერუში გავრცელებული დაკრძალვის წესია. თუ მისი ასაკით ვიმსჯელებთ, ის პრეესპანურ პერიოდს მიეკუთვნება და წინ უსწრებს ინკების ცივილიზაციას, რომლებმაც მე-15 საუკუნეში პერუს ყველაზე ცნობილი ციტადელი - მაჩუ-პიქჩუ - დააარსეს.

მუმია, სავარაუდოდ, 25-30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც კაჯამარკილაში (ადრე კოლუმბიამდელ ეპოქაში აქტიურ კომერციულ ცენტრში) მთიდან ჩასახლდა.

გათხრები ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო და არქეოლოგების, ვან დალენ ლუნასა და იომირა ჰუამან სანტილანის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. აღმოჩენა მოულოდნელი იყო, რადგან ისინი მუმიას არ ეძებდნენ.

სამარხში ასევე ზღვის მოლუსკებიც იპოვეს, რაც უჩვეულოა იმის გათვალისწინებით, რომ კახამარკილა სანაპიროდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს. ეს ნიშნავს, რომ შთამომავლები ამ ადგილს კიდევ წლების განმავლობაში სტუმრობდნენ და საჭმელს ტოვებდნენ.

"წესის თანახმად, ცხედრების საფლავში მოთავსების შემდეგ, მუდმივი ღონისძიებები მიმდინარეობს. ანუ, მათი შთამომავლები მრავალი წლის განმავლობაში ბრუნდებიან და იქ საჭმელსა და შესაწირს, მათ შორის მოლუსკებს, ტოვებენ“, – თქვა არქეოლოგმა ვან დალენ ლუნამ.

საფლავის გარეთ ასევე ნაპოვნია ლამას ძვლები, რაც იმდროინდელი ხალხისთვის ჩვეულებრივი საჭმელი იყო. ფაქტების გათვალისწინებით, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მუმია არა რიგითი მოქალაქე, არამედ მაღალი სტატუსის მქონე პიროვნება უნდა ყოფილიყო. ვან დალენ ლუნას აზრით, აღნიშნული პირი, შესაძლოა, გავლენიანი ვაჭარი იყო. წყარო