პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისედაც მიყვარდა, მაგრამ შვილის დაბადების შემდეგ უფრო მეტად მიყვარს" - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი მეუღლესა და ახალდაბადებულ ქალიშვილზე
"ისედაც მიყვარდა, მაგრამ შვილის დაბადების შემდეგ უფრო მეტად მიყვარს" - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი მეუღლესა და ახალდაბადებულ ქალიშვილზე

GeoTeamსა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვილ­თან ვრცელ ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს. გი­ორ­გი დღემ­დე კი­ე­ვის "დი­ნა­მოს" ფეხ­ბურ­თე­ლია, თუმ­ცა ბა­თუ­მის "დი­ნა­მო­ში" იჯა­რის წე­სით თა­მა­შობს.

გი­ორ­გის კი­ე­ვის "დი­ნა­მოს­თან" კონ­ტრაქ­ტი 2025 წლის 1-ელ ივ­ლი­სამ­დე აქვს. ამ ცოტა ხნის წინ უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კი­ე­ვის "დი­ნა­მო" ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღებს.

გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი და­ი­ბა­და ის­რა­ელ­ში, რი­შონ-ლე-ცი­ონ­ში, სა­დაც მა­მა­მი­სი ფეხ­ბურ­თე­ლი კობა წი­ტა­იშ­ვი­ლი თა­მა­შობ­და.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვან ეპი­ზო­დებს იხ­სე­ნებს. წი­ტა­იშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნელ სო­ფია მურ­ზა­ზე 2023 წელს და­ქორ­წინ­და, გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი წყვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. ამ­ჟა­მად კი სამი თვის გო­გო­ნას ზრდი­ან.

  • მარ­ტო ცხოვ­რე­ბა­ზე

- 12 წლი­დან მარ­ტო ვცხოვ­რობ, მას შემ­დეგ რაც უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვე­დი. ამ­ბო­ბენ, რომ თუ გინ­და ბიჭი შვი­ლი მალე გა­ი­ზარ­დოს, უნდა გა­უშ­ვა მარ­ტო სა­ცხოვ­რებ­ლა­დო... ოჯა­ხი მე­ნატ­რე­ბო­და, მაგ­რამ მე ხომ ვი­ცო­დი, რის გამო მივ­დი­ო­დი. რო­დე­საც შენი საქ­მე გიყ­ვარს და იცი, რა მი­ზა­ნი გაქვს, მო­ით­მენ და გა­ა­კე­თებ. უკ­რა­ი­ნამ­დე "ბარ­სე­ლო­ნა­ში" ვი­ყა­ვი სინ­ჯებ­ზე, ამიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ბა­ზა­ზე ცხოვ­რე­ბა იმ ასაკ­ში არ შე­იძ­ლე­ბო­და. მი­თხრეს, რომ ეს­პა­ნეთ­ში უცხო ოჯახ­ში ვი­ცხოვ­რებ­დი. ჩემი ოჯა­ხი არ და­თან­ხმდა, დავ­ბრუნ­დი ისევ კვიპ­როს­ში. მა­მამ თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ჰკი­თხა, რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით და უთხრა, რომ ფი­ზი­კუ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და და კი­ე­ვის "დი­ნა­მო­ში" გა­მიშ­ვეს სინ­ჯებ­ზე. რვა თვე დავ­რჩი იქ, თა­ვი­დან არ ამიყ­ვა­ნეს, ჩე­მებ­მა, - ბოლო თა­მა­შია და ახ­ლაც თუ არ დაგ­ტო­ვეს, მივ­დი­ვარ­თო. სა­ბო­ლო­ოდ დამ­ტო­ვეს, ენა არ ვი­ცო­დი, ქარ­თუ­ლი ვი­ცო­დი და ინ­გლი­სუ­რი.

  • ბა­ბუ­ას როლი

- კი­ევ­ში რომ გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, ბა­ბუ­აც იქ ცხოვ­რობ­და. რაც მეც­ვა და მქონ­და, ყვე­ლა­ფერს ის ყი­დუ­ლობ­და. თან უკვე ასაკ­ში იყო, ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბო­და. ბუ­ცე­ბი რომ მო­მინ­დე­ბო­და, სამ დღე­ში მო­ვი­დო­და და მოჰ­ქონ­და. მა­საც უჭირ­და, ოჯა­ხი ჰყავ­და, მაგ­რამ პირ­ვე­ლი მა­ინც მე ვი­ყა­ვი. სა­ერ­თოდ არ მიყ­ვარს პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი, ახლა ცოლი მყავს და მინ­და, რომ სახ­ლშიც სულ პო­ზი­ტი­უ­რად ვიყო, გუნდში პრობ­ლე­მე­ბიც რომ მქონ­დეს. ვცდი­ლობ ვარ­ჯიშ­ზე ვიყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ოჯახ­შიც არ გა­ვა­ფუ­ჭო ენერ­გე­ტი­კა. ჩვე­ნი მენ­ტა­ლი­ტე­ტი რთუ­ლია, ევ­რო­პა­ში არ ფიქ­რო­ბენ ფულ­ზე, კარ­გი ხელ­ფა­სე­ბი აქვთ, ჩვენ­თან დიდი პრობ­ლე­მე­ბია, იმას უნდა და­ეხ­მა­რო, ამას. თუ არ გა­მო­გი­ვი­და თა­მა­ში, იმა­ზე ფიქ­რობ, შენს უკან რამ­დე­ნი ოჯა­ხი დგას, კონ­ტრაქ­ტი თუ არ გექ­ნე­ბა, რო­გორ და­ეხ­მა­რე­ბი. ევ­რო­პა­ში არ არის ასე, ფეხ­ბურ­თე­ლის უკან ოჯა­ხე­ბი კარ­გად ცხოვ­რო­ბენ.

  • ოჯახ­სა და მე­უღ­ლე­ზე

- ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა, ზო­გა­დად ამ­ბო­ბენ, რომ ღმერ­თი როცა გაძ­ლევს გო­გოს, ემო­ცი­უ­რი ხდე­ბიო. უფრო თბი­ლი გავ­ხდი.

სო­ფია მურ­ზა:

- ერ­თმა­ნე­თი სა­ფეხ­ბურ­თო მატჩზე გა­ვი­ცა­ნით. ძმას­თან ერ­თად ერთ-ერთი ტურ­ნი­რის ფი­ნალს და­ვეს­წა­რი. გიოს გა­სულ მატჩზე წი­თე­ლი ბა­რა­თი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, ამი­ტომ ტრი­ბუ­ნა­ზე იჯდა. ერ­თმა­ნეთს იქ გა­და­ვე­ყა­რეთ, შემ­დეგ კი "ინ­სტაგ­რამ­ზე" მი­პო­ვა. ორი წელი ვე­სა­უბ­რე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, შემ­დეგ კი ხუთი წლის წინ, აპ­რილ­ში, ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით და მას შემ­დეგ ერ­თად ვართ. გიო ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია ცხოვ­რე­ბა­ში. ალ­ბათ მას­ში ეს მო­მე­წო­ნა. ასე­ვე კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია, მის­გან ზე­წო­ლა არ მიგ­რძნია. დიდი ხანი ვსა­უბ­რობ­დით, სა­ნამ ერ­თმა­ნეთს პი­რა­დად შევ­ხვდე­ბო­დით.

გი­ორ­გი მშო­ბი­ა­რო­ბას და­ეს­წრო. გიო მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ყო­ჩა­ღი ვარ და ძლი­ე­რი, რომ ჩემ­გან ამას არ ელო­და. ცხა­დია, მსგავ­სი სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ზო­გა­დად ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რომ იმ მო­მენ­ტში ჩემს გვერ­დით იყო.

გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი:

- თა­ვი­დან უარი ვთქვი, რომ და­ვეს­წრე­ბო­დი, ჩემი ცოლი ორ­სუ­ლო­ბის დროს ეს­პა­ნეთ­ში იყო, მე კი - ბა­თუმ­ში. ბოლო პე­რი­ო­დი რომ ჩა­ვე­დი, ვნა­ხე, რო­გორ მი­დი­ო­და ორ­სუ­ლო­ბა, გა­დავ­წყვი­ტე, რომ და­ვეს­წრე­ბო­დი ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბას. რა­ღაც მო­მენ­ტში ცოტა ვი­ჩხუ­ბეთ და მი­თხრა, გადი, არ მჭირ­დე­ბიო. ვკარ­ნა­ხობ­დი, რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორ, სა­ი­დან მო­ვი­ტა­ნე, არ ვიცი, "იუ­თუბ­ზე" ვუ­ყუ­რებ­დი მა­ნამ­დე, ვემ­ზა­დე­ბო­დი. არ ვე­ლო­დი, რომ ასე­თი რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო. ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდა, ვთქვი, რომ ვა­მა­ყობ მი­სით, რაც გა­მო­ი­ა­რა. ისე­დაც მიყ­ვარ­და, მაგ­რამ შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ უფრო მე­ტად მიყ­ვარს. ძა­ლი­ან დიდი პა­ტივს ვცემ ბავ­შვი­ან ქა­ლებს, რომ ვიცი, რა გა­მო­ი­ა­რეს, რო­გო­რი ძლი­ე­რე­ბი არი­ან. კა­ცებს არ გვი­წევს მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის გან­ცდა და ასე­თი რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა არ გვაქვს. სტრეს­ში ვი­ყა­ვი ორი დღე. მერ­ჩია მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მის ად­გი­ლას და მე გა­მო­მევ­ლო ეს ყვე­ლა­ფე­რი...

პირ­ვე­ლი ღამე ბავ­შვთან და­ვი­ძი­ნე, ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა ქმა­რი მსგავს მო­მენ­ტში იქ უნდა იყოს, რომ ცოლს სიყ­ვა­რუ­ლი და­ა­ნა­ხოს და მხა­რი და­უ­ჭი­როს.

სა­ქარ­თვე­ლოს ტემ­პის­თვის შე­გუ­ე­ბა ცოტა გა­მი­ჭირ­და. უფრო მშვი­დი ად­გი­ლე­ბი მომ­წონს, მეც მშვი­დი ვარ და ბა­თუმ­ში გად­მოს­ვლი­სას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ადაპ­ტა­ცია დამ­ჭირ­და. საჭ­მე­ლიც უფრო ცხი­მი­ა­ნი იყო. ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ პრობ­ლე­მე­ბიც და­მე­წყო, რამ­დე­ნი­მე­ჯერ მო­ვი­წამ­ლე. ახლა უკვე მი­ვეჩ­ვიე ბა­თუმს. ხალ­ხიც ძა­ლი­ან თბი­ლია.

  • იხი­ლეთ ასე­ვე:

ფეხ­ბურ­თე­ლი მამა, სა­ინ­ტე­რე­სო კა­რი­ე­რა და ულა­მა­ზე­სი მე­უღ­ლე - პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გა­მარ­ჯვე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რის, გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლის გზა, არ­ჩე­ვა­ნი და ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი ქორ­წი­ლი

  • ნა­ხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლექსო
7

ამ ბიჭს შეეძლო უკრაინის ნაკრები აერჩია, სადაც 20-წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა და გადამწყვეტი ლამაზი გოლიც შეაგდო ფინალში! მაგრამ ჯიგრიანი, სულით ქართველია და ჩვენკენ გამოუწია გულმა! ხოდა სლავა უკრაინეში აითვალწუნეს, კიევის დინამომ სასტავიდან ამოაგდო, არ გაახარა და იმედია საქართველოში უმადური ქართველები გულს მაინც არ ატკენთ თუ მადლობას ვერ გაიმეტებთ!

ტტტტტ
10

გიო უკრაინიდან მოყოლებული სულ შენ ქებაში ვარ მაგრათ მომწონს შენი თამაში . კაი ტიპი ხარ სიამოვნებით გიხილავდი ქუთაისის ტორპედოში სითბო სიმშვიდე და ხალხის სიყვარული არ მოგაკლდება ❤️

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ისედაც მიყვარდა, მაგრამ შვილის დაბადების შემდეგ უფრო მეტად მიყვარს" - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი მეუღლესა და ახალდაბადებულ ქალიშვილზე

"ისედაც მიყვარდა, მაგრამ შვილის დაბადების შემდეგ უფრო მეტად მიყვარს" - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი მეუღლესა და ახალდაბადებულ ქალიშვილზე

GeoTeam საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გიორგი წიტაიშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. გიორგი დღემდე კიევის "დინამოს" ფეხბურთელია, თუმცა ბათუმის "დინამოში" იჯარის წესით თამაშობს.

გიორგის კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის 1-ელ ივლისამდე აქვს. ამ ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კიევის "დინამო" ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.

გიორგი წიტაიშვილი დაიბადა ისრაელში, რიშონ-ლე-ციონში, სადაც მამამისი ფეხბურთელი კობა წიტაიშვილი თამაშობდა.

ინტერვიუში ქართველი სპორტსმენი საკუთარი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ეპიზოდებს იხსენებს. წიტაიშვილი უკრაინელ სოფია მურზაზე 2023 წელს დაქორწინდა, გრანდიოზული ქორწილი წყვილმა საქართველოში გადაიხადა. ამჟამად კი სამი თვის გოგონას ზრდიან.

  • მარტო ცხოვრებაზე

- 12 წლიდან მარტო ვცხოვრობ, მას შემდეგ რაც უკრაინაში წავედი. ამბობენ, რომ თუ გინდა ბიჭი შვილი მალე გაიზარდოს, უნდა გაუშვა მარტო საცხოვრებლადო... ოჯახი მენატრებოდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რის გამო მივდიოდი. როდესაც შენი საქმე გიყვარს და იცი, რა მიზანი გაქვს, მოითმენ და გააკეთებ. უკრაინამდე "ბარსელონაში" ვიყავი სინჯებზე, ამიყვანეს, მაგრამ ბაზაზე ცხოვრება იმ ასაკში არ შეიძლებოდა. მითხრეს, რომ ესპანეთში უცხო ოჯახში ვიცხოვრებდი. ჩემი ოჯახი არ დათანხმდა, დავბრუნდი ისევ კვიპროსში. მამამ თემურ ქეცბაიას ჰკითხა, როგორ მოვქცეულიყავით და უთხრა, რომ ფიზიკურად გაძლიერება მჭირდებოდა და კიევის "დინამოში" გამიშვეს სინჯებზე. რვა თვე დავრჩი იქ, თავიდან არ ამიყვანეს, ჩემებმა, - ბოლო თამაშია და ახლაც თუ არ დაგტოვეს, მივდივართო. საბოლოოდ დამტოვეს, ენა არ ვიცოდი, ქართული ვიცოდი და ინგლისური.

  • ბაბუას როლი

- კიევში რომ გადავედი საცხოვრებლად, ბაბუაც იქ ცხოვრობდა. რაც მეცვა და მქონდა, ყველაფერს ის ყიდულობდა. თან უკვე ასაკში იყო, ყველაფერში მეხმარებოდა. ბუცები რომ მომინდებოდა, სამ დღეში მოვიდოდა და მოჰქონდა. მასაც უჭირდა, ოჯახი ჰყავდა, მაგრამ პირველი მაინც მე ვიყავი. საერთოდ არ მიყვარს პრობლემებზე საუბარი, ახლა ცოლი მყავს და მინდა, რომ სახლშიც სულ პოზიტიურად ვიყო, გუნდში პრობლემებიც რომ მქონდეს. ვცდილობ ვარჯიშზე ვიყო პროფესიონალი და ოჯახშიც არ გავაფუჭო ენერგეტიკა. ჩვენი მენტალიტეტი რთულია, ევროპაში არ ფიქრობენ ფულზე, კარგი ხელფასები აქვთ, ჩვენთან დიდი პრობლემებია, იმას უნდა დაეხმარო, ამას. თუ არ გამოგივიდა თამაში, იმაზე ფიქრობ, შენს უკან რამდენი ოჯახი დგას, კონტრაქტი თუ არ გექნება, როგორ დაეხმარები. ევროპაში არ არის ასე, ფეხბურთელის უკან ოჯახები კარგად ცხოვრობენ.

  • ოჯახსა და მეუღლეზე

- ბავშვის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა, ზოგადად ამბობენ, რომ ღმერთი როცა გაძლევს გოგოს, ემოციური ხდებიო. უფრო თბილი გავხდი.

სოფია მურზა:

- ერთმანეთი საფეხბურთო მატჩზე გავიცანით. ძმასთან ერთად ერთ-ერთი ტურნირის ფინალს დავესწარი. გიოს გასულ მატჩზე წითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, ამიტომ ტრიბუნაზე იჯდა. ერთმანეთს იქ გადავეყარეთ, შემდეგ კი "ინსტაგრამზე" მიპოვა. ორი წელი ვესაუბრებოდით ერთმანეთს, შემდეგ კი ხუთი წლის წინ, აპრილში, ერთმანეთს შევხვდით და მას შემდეგ ერთად ვართ. გიო ძალიან მოკრძალებულია ცხოვრებაში. ალბათ მასში ეს მომეწონა. ასევე კომუნიკაბელურია, მისგან ზეწოლა არ მიგრძნია. დიდი ხანი ვსაუბრობდით, სანამ ერთმანეთს პირადად შევხვდებოდით.

გიორგი მშობიარობას დაესწრო. გიო მეუბნებოდა, რომ ყოჩაღი ვარ და ძლიერი, რომ ჩემგან ამას არ ელოდა. ცხადია, მსგავსი სიტყვების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. ზოგადად ძალიან სასიამოვნო იყო, რომ იმ მომენტში ჩემს გვერდით იყო.

გიორგი წიტაიშვილი:

- თავიდან უარი ვთქვი, რომ დავესწრებოდი, ჩემი ცოლი ორსულობის დროს ესპანეთში იყო, მე კი - ბათუმში. ბოლო პერიოდი რომ ჩავედი, ვნახე, როგორ მიდიოდა ორსულობა, გადავწყვიტე, რომ დავესწრებოდი ჩემი შვილის დაბადებას. რაღაც მომენტში ცოტა ვიჩხუბეთ და მითხრა, გადი, არ მჭირდებიო. ვკარნახობდი, რა გაეკეთებინა, როგორ, საიდან მოვიტანე, არ ვიცი, "იუთუბზე" ვუყურებდი მანამდე, ვემზადებოდი. არ ველოდი, რომ ასეთი რთული პროცესი იყო. ყველაფერი რომ დამთავრდა, ვთქვი, რომ ვამაყობ მისით, რაც გამოიარა. ისედაც მიყვარდა, მაგრამ შვილის დაბადების შემდეგ უფრო მეტად მიყვარს. ძალიან დიდი პატივს ვცემ ბავშვიან ქალებს, რომ ვიცი, რა გამოიარეს, როგორი ძლიერები არიან. კაცებს არ გვიწევს მსგავსი რაღაცების განცდა და ასეთი რთული ცხოვრება არ გვაქვს. სტრესში ვიყავი ორი დღე. მერჩია მე ვყოფილიყავი მის ადგილას და მე გამომევლო ეს ყველაფერი...

პირველი ღამე ბავშვთან დავიძინე, ვიტყვი, რომ ყველა ქმარი მსგავს მომენტში იქ უნდა იყოს, რომ ცოლს სიყვარული დაანახოს და მხარი დაუჭიროს.

საქართველოს ტემპისთვის შეგუება ცოტა გამიჭირდა. უფრო მშვიდი ადგილები მომწონს, მეც მშვიდი ვარ და ბათუმში გადმოსვლისას გარკვეული პერიოდი ადაპტაცია დამჭირდა. საჭმელიც უფრო ცხიმიანი იყო. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებიც დამეწყო, რამდენიმეჯერ მოვიწამლე. ახლა უკვე მივეჩვიე ბათუმს. ხალხიც ძალიან თბილია.

  • იხილეთ ასევე:

ფეხბურთელი მამა, საინტერესო კარიერა და ულამაზესი მეუღლე - პორტუგალიასთან გამარჯვების თანაავტორის, გიორგი წიტაიშვილის გზა, არჩევანი და ქართულ-უკრაინული ქორწილი

  • ნახეთ ინტერვიუ სრულად
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/gTuCCZyodu8?si=CfbrBrfiUpqvqhB8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>