პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 წლის ბიჭი, რომელიც დაბომბვას გადაურჩა, ვერტმფრენიდან ჩამოყრილმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ იმსხვერპლა - პალესტინელი ზეინის უმძიმესი ისტორია
13 წლის ბიჭი, რომელიც დაბომბვას გადაურჩა, ვერტმფრენიდან ჩამოყრილმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ იმსხვერპლა - პალესტინელი ზეინის უმძიმესი ისტორია

13 წლის ზეინ ორო­კის სიკ­ვდი­ლი ცხა­დად აჩ­ვე­ნებს ღა­ზა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მთელ სი­სას­ტი­კეს. ნო­ემ­ბრის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის დროს ზე­ინ­მა ოჯა­ხის 17 წევ­რი და­კარ­გა, თვი­თონ კი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ა­ტა­რა ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ. გა­სულ კვი­რას, როცა ამე­რი­კუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბი ღა­ზას ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას აწ­ვდიდ­ნენ, ერთ-ერთ ყუთი ბიჭს თავ­ში მოხ­ვდა - ზე­ი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"პირ­ვე­ლად, როცა ჩვე­ნი სახ­ლი და­ბომ­ბეს, ზე­ი­ნი ნან­გრე­ვე­ბი­დან თა­ვის, ხე­ლი­სა და ფე­ხის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბით გა­მო­ვი­და. ღმერ­თმა გა­და­არ­ჩი­ნა... რო­დე­საც ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას გვაწ­ვდიდ­ნენ, თავ­ში ვერ­ტმფრე­ნი­დან ნას­რო­ლი ყუთი მოხ­ვდა, ხალ­ხი ბიჭს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და, ყვე­ლა მში­ე­რი იყო. ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და თა­ვი­სა და მუც­ლის არე­ში, ასე­ვე მენ­ჯი­სა და თა­ვის ქა­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა - ყვე­ლამ გა­და­უ­ა­რა," - ამ­ბობს ზე­ი­ნის ბა­ბუა, ალი ორო­კი.

ზე­ი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც კვი­რას გარ­და­იც­ვა­ლა.

5 მარტს, 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 10 და­შავ­და, მას შემ­დეგ, რაც პა­რა­შუ­ტი ვერ გა­იხ­სნა და ადა­მი­ან­თა ჯგუფს და­ე­ჯა­ხა. 26 მარტს, დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტი ღა­ზის სა­ნა­პი­რო­ზე, ზღვა­ში და­ეშ­ვა - სულ მცი­რე 12 ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 7 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლის 06:30 სა­ათ­ზე, ნე­გე­ვის უდაბ­ნო­ში, კი­ბუც რე-იმ­თან ახ­ლოს, ებ­რა­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის სუ­კო­ტის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ნო­ვას მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, "ჰა­მა­სის" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ის­რა­ელს და­ეს­ხა თავს.

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნის 18-თვი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­დე­გი იყო ღა­ზას სექ­ტორ­ში, რო­მე­ლიც 1967 წლის შემ­დეგ ის­რა­ე­ლის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და რო­მელ­საც პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი სა­მო­მავ­ლო სა­ხელ­მწი­ფოს ცენ­ტრად მი­იჩ­ნე­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
4

ძლევამოსილ სახელმწიფოებს ყველაფრის უფლება აქვთ, ევროპელები აღარც ფორმალურ აღშფოთებას გამოთქვამენ.ამერიკელი ,ფრანგი ან ინგლისელი ხომ არ არიან ეს ბავშვები _პალესტინელიდა სირიელი ცოტათი ადამიანის მსგავსია..

გიო
5

ამოხოცეს საწყლები ამ უღმერთოებმა.გენოციდის ტიპიური მაგალითი და მსოფლიოს ცალ ფეხზე კიდია.

ავტორი:

13 წლის ბიჭი, რომელიც დაბომბვას გადაურჩა, ვერტმფრენიდან ჩამოყრილმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ იმსხვერპლა - პალესტინელი ზეინის უმძიმესი ისტორია

13 წლის ბიჭი, რომელიც დაბომბვას გადაურჩა, ვერტმფრენიდან ჩამოყრილმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ იმსხვერპლა - პალესტინელი ზეინის უმძიმესი ისტორია

13 წლის ზეინ ოროკის სიკვდილი ცხადად აჩვენებს ღაზაში განვითარებული მოვლენების მთელ სისასტიკეს. ნოემბრის საჰაერო თავდასხმის დროს ზეინმა ოჯახის 17 წევრი დაკარგა, თვითონ კი რამდენიმე საათი გაატარა ნანგრევების ქვეშ. გასულ კვირას, როცა ამერიკული ვერტმფრენები ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიდნენ, ერთ-ერთ ყუთი ბიჭს თავში მოხვდა - ზეინი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"პირველად, როცა ჩვენი სახლი დაბომბეს, ზეინი ნანგრევებიდან თავის, ხელისა და ფეხის არეში ჭრილობებით გამოვიდა. ღმერთმა გადაარჩინა... როდესაც ჰუმანიტარულ დახმარებას გვაწვდიდნენ, თავში ვერტმფრენიდან ნასროლი ყუთი მოხვდა, ხალხი ბიჭს ყურადღებას არ აქცევდა, ყველა მშიერი იყო. ჭრილობა ჰქონდა თავისა და მუცლის არეში, ასევე მენჯისა და თავის ქალის მოტეხილობა - ყველამ გადაუარა," - ამბობს ზეინის ბაბუა, ალი ოროკი.

ზეინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კვირას გარდაიცვალა.

5 მარტს, 5 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მას შემდეგ, რაც პარაშუტი ვერ გაიხსნა და ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. 26 მარტს, დახმარების პაკეტი ღაზის სანაპიროზე, ზღვაში დაეშვა - სულ მცირე 12 ადამიანი დაიხრჩო.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, დილის 06:30 საათზე, ნეგევის უდაბნოში, კიბუც რე-იმთან ახლოს, ებრაული დღესასწაულის სუკოტის აღსანიშნავად ნოვას მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას, "ჰამასის" შეიარაღებული დაჯგუფება ისრაელს დაესხა თავს.

საბრძოლო მოქმედებები ისრაელ-პალესტინის 18-თვიანი დაძაბულობის შედეგი იყო ღაზას სექტორში, რომელიც 1967 წლის შემდეგ ისრაელის მიერ არის ოკუპირებული და რომელსაც პალესტინელები თავიანთი სამომავლო სახელმწიფოს ცენტრად მიიჩნევენ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"