კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოიჩინეთ გონიერება და ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას" - ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ქვრივი ხელისუფლებას მიმართავს
"გამოიჩინეთ გონიერება და ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას" - ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ქვრივი ხელისუფლებას მიმართავს

თბი­ლის­ში არ წყდე­ბა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლე­ბი. შე­გახ­სე­ნებთ, მისი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა დღეს მი­ი­ღო. ამ თე­მა­ზე მთავ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლე მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე მი­მარ­თავს:

"სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ქარ­თვე­ლე­ბი ევ­რო­პის­კენ ის­წრაფ­ვი­ან. ათწლე­უ­ლე­ბია თა­ო­ბე­ბი, სა­ჯა­რო, თუ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი შრო­მო­ბენ და­უ­ღა­ლა­ვად, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­ი­ა­რონ. ამ ბრძო­ლას უსის­ხლოდ არ ჩა­უვ­ლია. სწო­რედ ამ მი­ზანს და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას, შვი­ლე­ბის კარგ მო­მა­ვალს შე­ე­წირ­ნენ ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

ამ ყვე­ლა­ფერ­მა უკ­ვა­ლოდ არ უნდა ჩა­ი­ა­როს და ჩვენ უნდა მი­ვაღ­წი­ოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ მი­ზანს. ევ­რო­პუ­ლი გზა სწო­რედ ეს გზაა.

მოგ­მარ­თავთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თხოვ­ნით, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ გზა­ზე დაბ­რკო­ლე­ბას ქმნის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა, გვერ­დზე გა­და­დოთ, გა­და­დოთ სა­ბო­ლო­ოდ. ჩვენ უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ მე­გო­ბარ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რად­გან სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით დად­გა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე რამ­დე­ნი­მე ომი­სა და უამ­რა­ვი ზე­წო­ლის შემ­დეგ, 1989 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზა­ზე სწო­რედ ევ­რო­პა და და­სავ­ლე­თი ამოგ­ვიდ­გა მხარ­ში.

სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიზ­ნის გა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­გო­ბარ­თა წყე­ნი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის გა­უ­ცხო­ე­ბის გა­რე­შეც.

გთხოვთ გა­მო­ი­ჩი­ნეთ გო­ნი­ე­რე­ბა და ნუ ჩავ­ყრით წყალ­ში თა­ო­ბე­ბის შრო­მას, მათ შო­რის თქვენს შრო­მას ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გზა­ზე.

უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ნუ გვაჩ­ვე­ნებთ ახალ­გაზ­რდე­ბის­კენ მი­მარ­თულ აგ­რე­სი­ას ნუ­რა­ვის მხრი­დან, მი­თუ­მე­ტეს ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას. ისი­ნი ჩვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ან, ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ მათ თხოვ­ნას. (ვემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს)".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3

პირველ რიგში დიდ პატივისცემას ვუდასტურებ თქვენს ოჯახს, თუმცა დედაშვილურადა გთხოვთ საკითხი რომელსაც დილეტანტის დონემდე ვფლობთ არასოდეს არ განვიხილოთ სამეზობლოშიც კი, არათუ პოლიტიკურ ველზე...........

ლილე
43

უდიდესი პატივი ანწუხელიძეს უცრემლოდ ამ ბიჭს ვერ ვიხსენებ დიდება გმირებს მაგრამ ამ ქალის დაწერილს კომენტარს ვერ გაუკეთებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გამოიჩინეთ გონიერება და ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას" - ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ქვრივი ხელისუფლებას მიმართავს

"გამოიჩინეთ გონიერება და ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას" - ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ქვრივი ხელისუფლებას მიმართავს

თბილისში არ წყდება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლები. შეგახსენებთ, მისი პირველი მოსმენით პროექტი პარლამენტმა დღეს მიიღო. ამ თემაზე მთავრობას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე მიმართავს:

"საუკუნეებია ქართველები ევროპისკენ ისწრაფვიან. ათწლეულებია თაობები, საჯარო, თუ სამოქალაქო პირები შრომობენ დაუღალავად, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კონკრეტული პროცედურები გაიარონ. ამ ბრძოლას უსისხლოდ არ ჩაუვლია. სწორედ ამ მიზანს და თავისუფლებისთვის ბრძოლას, შვილების კარგ მომავალს შეეწირნენ ჩვენი ოჯახის წევრები.

ამ ყველაფერმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ მიზანს. ევროპული გზა სწორედ ეს გზაა.

მოგმართავთ ხელისუფლებას თხოვნით, რომ ყველაფერი, რაც ამ გზაზე დაბრკოლებას ქმნის, საზოგადოების ერთიანობისთვის საზიანოა, გვერდზე გადადოთ, გადადოთ საბოლოოდ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობას, რადგან სწორედ მათი დახმარებით დადგა ჩვენი ქვეყანა ფეხზე რამდენიმე ომისა და უამრავი ზეწოლის შემდეგ, 1989 წლიდან მოყოლებული. თავისუფლების გზაზე სწორედ ევროპა და დასავლეთი ამოგვიდგა მხარში.

სახელმწიფოებრივი მიზნის გატარება შესაძლებელია მეგობართა წყენისა და ახალგაზრდების გაუცხოების გარეშეც.

გთხოვთ გამოიჩინეთ გონიერება და ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას, მათ შორის თქვენს შრომას ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე.

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გვაჩვენებთ ახალგაზრდებისკენ მიმართულ აგრესიას ნურავის მხრიდან, მითუმეტეს ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ისინი ჩვენი შვილები არიან, ნუ უგულებელყოფთ მათ თხოვნას. (ვემსახურებით საქართველოს)".

იხილეთ ასევე: