საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს" - ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი
"ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს" - ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჯო­ზეფ ბო­რე­ლი და სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სა­რი ოლი­ვერ ვარ­ჰეი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

„დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო კა­ნო­ნი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“, მი­უ­ხე­და­ვად ევ­რო­კავ­ში­რის არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის უარი ეთ­ქვა მსგავს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე და მი­უ­ხე­და­ვად მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი­სა.

მოვ­ლე­ნა­თა ამ­გვა­რი გან­ვი­თა­რე­ბა ძალ­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და ამ კა­ნო­ნის სა­ბო­ლოო მი­ღე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. ეს კა­ნო­ნი ევ­რო­კავ­ში­რის ძი­რი­თად ნორ­მებ­თან და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბულ წინსვლას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­კენ. შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ­მა კა­ნონ­მდებ­ლო­ბამ შე­საძ­ლოა, შე­ზღუ­დოს რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ასე­ვე გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მო­ახ­დი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის უსა­მარ­თლოდ სტიგ­მა­ტი­ზი­რე­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს, თავი შე­ი­კა­ვოს ისე­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბის­გან, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა და­ათ­მო­ბი­ნოს - ის გზა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა უჭერს მხარს“, - ნათ­ქვა­მია ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
2

უკრაინული სცენარი ხომ არ მეორდება? იქ, 2014 წელს, ხალხი იმის გამო გაუბრაზდა მთავრობას, რომ ის არ იჩენდა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, ნავთზე ცეცხლი კი დასავლელმა პოლიტიკოსებმა დაასხეს, როცა მომიტინგეებს იმედები დაუსახეს... შედეგად ნამდვილად მიიღეს ჭეშმარიტად პროდასავლური ხელისუფალი, ოღონდ ვერ მიიღეს ვროკავშირი, და მიიღეს გრძელვადიანი ომი

 

ggg
4

ჩვენ ევროკავღირში, რომ მიგვიღებენ, თქვენი ძვლებიც აღარ იქნება ... ისე, რომ დაოკდით ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს" - ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი

"ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს" - ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი მოწოდების უარი ეთქვა მსგავს კანონმდებლობაზე და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა.

მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა, შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.