მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, როცა ქვეყნის ყველა პარტნიორი მეტი დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს" - ეპისკოპოსი საბა ინწკირველი
"დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, როცა ქვეყნის ყველა პარტნიორი მეტი დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს" - ეპისკოპოსი საბა ინწკირველი

და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია აჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, თა­ნაც იმ ფონ­ზე, როცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის ლი­დე­რე­ბი მოგ­ვი­წო­დე­ბენ მეტი და­ფიქ­რე­ბის­კენ და ანა­ლი­ზის­კენ, - ამის შე­სა­ხებ ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პო­სი საბა ინწკირ­ვე­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

  • სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი და გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და ეს არ­ჩე­ვა­ნი უნდა იყოს და­ფა­სე­ბუ­ლი ყვე­ლას მიერ.

"მსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ჩვენს სამ­შობ­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებს და და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცია.

მე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მღვდელმთა­ვა­რი, მი­ვიჩ­ნევ, რომ ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე ერი­სა და ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი და გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი, უნდა იყოს და­ფა­სე­ბუ­ლი ყვე­ლას მხრი­დან!

ასე­თი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, როცა ჩვე­ნი და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორად გა­ყო­ფას მცდე­ლო­ბას არ აკ­ლებს, და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია აჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, თა­ნაც იმ ფონ­ზე, როცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის ლი­დე­რე­ბი მოგ­ვი­წო­დე­ბენ მეტი და­ფიქ­რე­ბი­სა და ანა­ლი­ზის­კენ, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ გა­სულ წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­დე­ბი­თად შე­ფას­და მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ, რაც ვი­ტყო­დი იყო სა­ჭი­რო და გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ახ­ლაც, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი ჯან­სა­ღი პრო­ტეს­ტის პი­რო­ბებ­ში მაქვს იმე­დი და რწმე­ნა, რომ ვი­ხი­ლავთ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის სა­სი­კე­თოდ გა­დად­გმულ ნა­ბიჯს, რაც წარ­მო­ად­გენს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ჭი­რო­ე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და ქვეყ­ნის ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­თვის!”, - აცხა­დებს ეპის­კო­პო­სი საბა ინწკირ­ვე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*
13

სულიერი საცოდაობა

ნათ
16

ეკლესიამ თავისი აუცილებელი როლი შეასრულოს და დადგეს ხალხის მხარეს, ქვეყნის მხარეს , დაახევინეთ უკან ამ უგუნურ "მთავრობას'

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, როცა ქვეყნის ყველა პარტნიორი მეტი დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს" - ეპისკოპოსი საბა ინწკირველი

"დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, როცა ქვეყნის ყველა პარტნიორი მეტი დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს" - ეპისკოპოსი საბა ინწკირველი

დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისკენ და ანალიზისკენ, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი „ფეისბუქზე“ წერს.

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის არჩევანია, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი და ეს არჩევანი უნდა იყოს დაფასებული ყველას მიერ.

"მსურს, გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი პირადი პოზიცია.

მე როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან!

ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისკენ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალი კანონპროექტის მიღებას.

მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ხელისუფლების მიერ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დადებითად შეფასდა მთელი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, რაც ვიტყოდი იყო საჭირო და გონივრული გადაწყვეტილება. ახლაც, ჩვენი მომავალი თაობის მიერ წამოწყებული ჯანსაღი პროტესტის პირობებში მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს, რაც წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებას საზოგადოების გაერთიანებისა და ქვეყნის ნათელი მომავლისთვის!”, - აცხადებს ეპისკოპოსი საბა ინწკირველი.