სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასტრონომებმა გალაქტიკაში ყველაზე დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს - ის ძალიან ახლოს არის დედამიწასთან
ასტრონომებმა გალაქტიკაში ყველაზე დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს - ის ძალიან ახლოს არის დედამიწასთან

ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს ას­ტრო­ნო­მებ­მა მზის სის­ტე­მის სი­ახ­ლო­ვეს მა­სი­უ­რი შავი ხვრე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც გი­გან­ტუ­რი ვარ­სკვლა­ვი იყო.

უხი­ლა­ვი მე­ზობ­ლის მასა (რო­მელ­საც Gaia BH3 უწო­დეს) და­ახ­ლო­ე­ბით 33-ჯერ აღე­მა­ტე­ბა მზის მა­სას. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, ის ყვე­ლა­ზე დიდი ვარ­სკვლა­ვი ყო­ფი­ლა შეს­წავ­ლილ ვარ­სკვლა­ვურ კლას­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს გა­ლაქ­ტი­კა­ში უკვე არა­ერ­თი ვარ­სკვლა­ვუ­რი შავი ხვრე­ლია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მათ­გან ყვე­ლა­ზე მა­სი­უ­რიც კი - ახლა უკვე ყო­ფი­ლი რე­კორდსმე­ნია, რად­გან სულ ცოტა ერ­თნა­ხე­ვარ­ჯერ მსუ­ბუ­ქია ახ­ლა­ხან აღ­მო­ჩე­ნილ­ზე.

მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა ისიც, რომ შავი ხვრე­ლი კოს­მო­სუ­რი სტან­დარ­ტე­ბით, დე­და­მი­წის­გან მხო­ლოდ 2000 სი­ნათ­ლის წლი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან ახ­ლოს მდე­ბა­რედ მი­იჩ­ნე­ვა.

დე­და­მი­წას­თან კი­დევ უფრო ახ­ლოს 1500 სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს Gaia BH1, რო­მე­ლიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს სამი წლის წინ Monoceros-ის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში.

"ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ასე­თი მა­სი­უ­რი შავი ხვრე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვენს გვერ­დით“, - ამ­ბობს პას­კუ­ა­ლე პა­ნუ­ცო, პა­რი­ზის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ას­ტრო­ნო­მი.

"ასე­თი აღ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთხელ მოხ­დეს ადა­მი­ა­ნის სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რა­ში!" - დას­ძენს ის.

აღ­მო­ჩე­ნის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტი­დან 300-ზე მეტი მეც­ნი­ე­რის­გან შექ­მნი­ლი გუნ­დი ჩა­ერ­თო.

ხი­ლუ­ლი დი­ა­პა­ზო­ნის მიღ­მა მოქ­მე­დი სპექტროგ­რა­ფე­ბის დახ­მა­რე­ბით, მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს BH3-ის მასა.

მსგავ­სი ობი­ექ­ტე­ბი ად­რეც იყო ნა­პოვ­ნი, ოღონდ ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­კის გა­რეთ, რა­მაც არ მის­ცა ას­ტრო­ნო­მებს შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა.

მეც­ნი­ე­რებს ბევ­რი თე­ო­რია აქვთ მსგავ­სი მა­სი­უ­რი შავი ხვრე­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი წარ­მო­იქ­მნე­ბა მე­ტა­ლით ღა­რი­ბი ვარ­სკვლა­ვე­ბის დაშ­ლის შე­დე­გად, რო­მელ­თა ქი­მი­ურ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში წყალ­ბად­ზე და ჰე­ლი­უმ­ზე მძი­მე ელე­მენ­ტე­ბი თით­ქმის არ არ­სე­ბობს. წყა­რო

  • რა არის შავი ხვრე­ლი?

ეს არის არე სივ­რცე­ში, რო­მელ­შიც გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი ველი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ არა­ფერს, სი­ნათ­ლე­საც კი, არ ძა­ლუძს მისი მი­ზი­დუ­ლო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა მისი მოქ­მე­დე­ბის არე­ალ­ში მოხ­ვედ­რი­სას. შავი ხვრე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, წარ­მო­იქ­მნე­ბა მა­შინ, რო­დე­საც გი­გან­ტუ­რი ვარ­სკვლა­ვი ამო­წუ­რავს მთელ თა­ვის ენერ­გი­ას და კვდო­მას იწყებს.

ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჰი­პო­თე­ზის თა­ნახ­მად, იგი სა­კუ­თა­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბით იწყებს შე­კუმ­შვას და რო­დე­საც მი­აღ­წევს შე­კუმ­შვის პიკს, ხდე­ბა რა­ღაც აფეთ­ქე­ბის­მაგ­ვა­რი მოვ­ლე­ნა, რის შემ­დე­გაც ვარ­სკვლა­ვი ქრე­ბა, ხოლო მისი გრა­ვი­ტა­ცია იმ ზო­მამ­დე გა­იზ­რდე­ბა, რომ იგი და­ი­წყებს ყვე­ლაფ­რის შეს­რუტ­ვას - სი­ნათ­ლის ჩათ­ვლით. სწო­რედ ამ თვი­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ამ ობი­ექ­ტის სა­ხე­ლი "შავი ხვრე­ლი“, ანუ სხე­უ­ლი, რო­მელ­საც სი­ნათ­ლეც კი ვერ უსხლტე­ბა და უხი­ლა­ვი ხდე­ბა.

იმის გამო, რომ სი­ნათ­ლეც ვერ გა­ურ­ბის, შავი ხვრე­ლე­ბი უხი­ლა­ვია. თუმ­ცა, მათი ძებ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის მქო­ნე კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. მათ შე­უძ­ლი­ათ მსგავს ობი­ექ­ტებ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­სულ მა­ტე­რი­ა­სა და ვარ­სკვლა­ვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

მშვილდოსანი A - არის ყველაზე დიდი შავი ხვრელი გაკაქტიკაში

თინა
5

რაში ხარჯავენ ფულს, იყო, არის დ აიქნება ეგ ხვრელები, ჩამოქვეითდით პლანეტაზე და რამე ღირებულზე ხარჯეთ რესურსი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ასტრონომებმა გალაქტიკაში ყველაზე დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს - ის ძალიან ახლოს არის დედამიწასთან

ასტრონომებმა გალაქტიკაში ყველაზე დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს - ის ძალიან ახლოს არის დედამიწასთან

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომებმა მზის სისტემის სიახლოვეს მასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ოდესღაც გიგანტური ვარსკვლავი იყო.

უხილავი მეზობლის მასა (რომელსაც Gaia BH3 უწოდეს) დაახლოებით 33-ჯერ აღემატება მზის მასას. ამ მონაცემებით, ის ყველაზე დიდი ვარსკვლავი ყოფილა შესწავლილ ვარსკვლავურ კლასში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გალაქტიკაში უკვე არაერთი ვარსკვლავური შავი ხვრელია აღმოჩენილი, მათგან ყველაზე მასიურიც კი - ახლა უკვე ყოფილი რეკორდსმენია, რადგან სულ ცოტა ერთნახევარჯერ მსუბუქია ახლახან აღმოჩენილზე.

მეცნიერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ისიც, რომ შავი ხვრელი კოსმოსური სტანდარტებით, დედამიწისგან მხოლოდ 2000 სინათლის წლითაა დაშორებული, რაც ძალიან ახლოს მდებარედ მიიჩნევა.

დედამიწასთან კიდევ უფრო ახლოს 1500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს Gaia BH1, რომელიც აღმოაჩინეს სამი წლის წინ Monoceros-ის თანავარსკვლავედში.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი მასიური შავი ხვრელი შეიძლება იყოს ჩვენს გვერდით“, - ამბობს პასკუალე პანუცო, პარიზის ობსერვატორიის ასტრონომი.

"ასეთი აღმოჩენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოხდეს ადამიანის სამეცნიერო კარიერაში!" - დასძენს ის.

აღმოჩენის დასადასტურებლად ყველა კონტინენტიდან 300-ზე მეტი მეცნიერისგან შექმნილი გუნდი ჩაერთო.

ხილული დიაპაზონის მიღმა მოქმედი სპექტროგრაფების დახმარებით, მეცნიერებმა დაადგინეს BH3-ის მასა.

მსგავსი ობიექტები ადრეც იყო ნაპოვნი, ოღონდ ჩვენი გალაქტიკის გარეთ, რამაც არ მისცა ასტრონომებს შესწავლის საშუალება.

მეცნიერებს ბევრი თეორია აქვთ მსგავსი მასიური შავი ხვრელების წარმოშობის შესახებ, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი წარმოიქმნება მეტალით ღარიბი ვარსკვლავების დაშლის შედეგად, რომელთა ქიმიურ შემადგენლობაში წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტები თითქმის არ არსებობს. წყარო

  • რა არის შავი ხვრელი?

ეს არის არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. შავი ხვრელი, სავარაუდოდ, წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.

ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ვარსკვლავი ქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას - სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი "შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.

იმის გამო, რომ სინათლეც ვერ გაურბის, შავი ხვრელები უხილავია. თუმცა, მათი ძებნა შესაძლებელია სპეციალური ინსტრუმენტების მქონე კოსმოსური ტელესკოპების საშუალებით. მათ შეუძლიათ მსგავს ობიექტებთან ძალიან ახლოს მისულ მატერიასა და ვარსკვლავებზე დაკვირვება.