საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ტომ კრუზის მომხიბვლელი ქალიშვილი, რომელიც მამას 12 წელია არ უნახავს: "კრუზი სურის წამოზრდას ელოდება, რათა გოგონასაც ტვინი გამოურეცხოს"
ვინ არის ტომ კრუზის მომხიბვლელი  ქალიშვილი, რომელიც მამას 12 წელია არ უნახავს: "კრუზი სურის წამოზრდას ელოდება, რათა გოგონასაც ტვინი გამოურეცხოს"

ტომ კრუ­ზი­სა და ქეით ჰოლმსის გო­გო­ნა, სა­ხე­ლად სური, პირ­ვე­ლად Vanity Fair-ის გა­რე­კან­ზე და­ბა­დე­ბი­დან ხუთი თვის შემ­დეგ მოხ­ვდა. ის სულ მალე 18 წლის ხდე­ბა და არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგას: შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მშვი­დი, კა­მე­რე­ბის­გან მო­შო­რე­ბით ცხოვ­რე­ბა, თუ ბავ­შვო­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის დო­ნეს და­უბ­რუნ­დეს.

ახლა უკვე 45 წლის ქეით ჰოლმსმა სური მა­ნ­ჰე­ტენ­ში, მისი მა­მის­გან, 60 წლის ტომ კრუ­ზის­გან მო­შო­რე­ბით გა­ზარ­და.

შარ­შან გა­ირ­კვა, რომ სური ცნო­ბილ მა­მას ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლია და მას­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვს. რო­გორც წყა­რო Page Six-ის ამ კვი­რის გა­მო­ცე­მას­თან იტყო­ბი­ნე­ბა, ვარ­სკვლავს სური 2012 წლის შემ­დეგ აღარ უნა­ხავს: "ქე­ი­თი თავ­და­დე­ბუ­ლი დე­დაა, სუ­რის დაც­ვა სურ­და",- დას­ძი­ნა მან.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰოლმსი თა­ვი­სი გო­გო­ნას სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის­გან დაც­ვას ცდი­ლობ­და. რე­ლი­გი­ურ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სწავ­ლე­ბა 1954 წელს მწე­რალ­მა რო­ნალდ ჰა­ბარ­დმა და­არ­სა. კრუ­ზი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მიმ­დე­ვა­რია და მისი ლი­დე­რის დე­ვიდ მის­ქე­ვი­ჯის შემ­დეგ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლე­ვა­მო­სი­ლი ფი­გუ­რაა.

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მინ­დო­და მამა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი ჩემს თავს, რომ ისე­თი მამა ვიქ­ნე­ბო­დი, რო­მელ­საც შვი­ლე­ბი და­ეყ­რდნო­ბოდ­ნენ და ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბო­და ისი­ნი. იმ ადა­მი­ან­თა რი­ცხვს არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, ვი­საც სჯე­რა, რომ ბავ­შვი ზედ­მე­ტი სიყ­ვა­რუ­ლით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან. სიყ­ვა­რუ­ლი არას­დრო­საა ზედ­მე­ტი, ეს უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია",- ამ­ბობ­და კრუ­ზი 2006 წელს, სუ­რის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მა­სამ პე­რი­ოდ­ში უკვე ჰყავ­და ნი­კოლ კიდ­მან­თან ქორ­წი­ნე­ბი­სას აყ­ვა­ნი­ლი ორი შვი­ლი: ბელა, რო­მე­ლიც ახლა 31 წლი­საა და კო­ნო­რი (29 წ).

როცა სური 6 წლის იყო, ჰოლმსმა კრუზ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა. მომ­დევ­ნო წელს კი კრუზ­მა აღი­ა­რა, რომ ქე­ი­თი მას "სუ­რის სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის­გან და­სა­ცა­ვად" გას­ცილ­და. გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ჰოლმსს ხელი არა­ერთ დო­კუ­მენტზე აქვს მო­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ი­სა და კრუზ­თან ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს უკ­რძა­ლავს, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც მათ გო­გო­ნას 18 წელი შე­უს­რულ­დე­ბა, სუ­რის შე­ეძ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად ისა­უბ­როს მა­მა­მის­ზე, მის რე­ლი­გი­ა­სა და მათ ოჯა­ხურ გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ზე.

ლეა რე­მი­ნი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც სა­ი­ენ­ტო­ლო­გია და­ტო­ვა და ახლა ამ სწავ­ლე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ამ­ბობს, რომ კრუ­ზი სუ­რის წა­მოზ­რდას ელო­დე­ბა, რათა გო­გო­ნა­საც ტვი­ნი გა­მო­უ­რე­ცხოს: "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ისაა, სური წა­მო­ი­ზარ­დოს, ისიც სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ა­ში შე­ი­ტყუ­ოს და დე­და­მისს მო­ა­ცი­ლოს",- აცხა­დებს რე­მი­ნი.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
1

ჩვეულებრივი ტვინნაღრძობი სექტანტია ეს კრუზი...

ქონდარა
8

ერთი ჯოლი-პიტის ქალიშვილია მომხიბვლელი და მეორე ეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არის ტომ კრუზის მომხიბვლელი ქალიშვილი, რომელიც მამას 12 წელია არ უნახავს: "კრუზი სურის წამოზრდას ელოდება, რათა გოგონასაც ტვინი გამოურეცხოს"

ვინ არის ტომ კრუზის მომხიბვლელი  ქალიშვილი, რომელიც მამას 12 წელია არ უნახავს: "კრუზი სურის წამოზრდას ელოდება, რათა გოგონასაც ტვინი გამოურეცხოს"

ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის გოგონა, სახელად სური, პირველად Vanity Fair-ის გარეკანზე დაბადებიდან ხუთი თვის შემდეგ მოხვდა. ის სულ მალე 18 წლის ხდება და არჩევანის წინაშე დგას: შეინარჩუნოს მშვიდი, კამერებისგან მოშორებით ცხოვრება, თუ ბავშვობის პოპულარობის დონეს დაუბრუნდეს.

ახლა უკვე 45 წლის ქეით ჰოლმსმა სური მანჰეტენში, მისი მამისგან, 60 წლის ტომ კრუზისგან მოშორებით გაზარდა.

შარშან გაირკვა, რომ სური ცნობილ მამას ჩამოშორებულია და მასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. როგორც წყარო Page Six-ის ამ კვირის გამოცემასთან იტყობინება, ვარსკვლავს სური 2012 წლის შემდეგ აღარ უნახავს: "ქეითი თავდადებული დედაა, სურის დაცვა სურდა",- დასძინა მან.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლმსი თავისი გოგონას საიენტოლოგიისგან დაცვას ცდილობდა. რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება 1954 წელს მწერალმა რონალდ ჰაბარდმა დაარსა. კრუზი საიენტოლოგიის ყველაზე ცნობილი მიმდევარია და მისი ლიდერის დევიდ მისქევიჯის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურაა.

"მთელი ცხოვრება მინდოდა მამა ვყოფილიყავი. ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს თავს, რომ ისეთი მამა ვიქნებოდი, რომელსაც შვილები დაეყრდნობოდნენ და ყოველთვის მეყვარებოდა ისინი. იმ ადამიანთა რიცხვს არ მივეკუთვნები, ვისაც სჯერა, რომ ბავშვი ზედმეტი სიყვარულით განებივრებული ხდებიან. სიყვარული არასდროსაა ზედმეტი, ეს უბრალოდ შეუძლებელია",- ამბობდა კრუზი 2006 წელს, სურის დაბადების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში. მასამ პერიოდში უკვე ჰყავდა ნიკოლ კიდმანთან ქორწინებისას აყვანილი ორი შვილი: ბელა, რომელიც ახლა 31 წლისაა და კონორი (29 წ).

როცა სური 6 წლის იყო, ჰოლმსმა კრუზთან განქორწინება მოითხოვა. მომდევნო წელს კი კრუზმა აღიარა, რომ ქეითი მას "სურის საიენტოლოგიისგან დასაცავად" გასცილდა. გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, ჰოლმსს ხელი არაერთ დოკუმენტზე აქვს მოწერილი, რომელიც საიენტოლოგიისა და კრუზთან ქორწინების შესახებ საჯაროდ საუბარს უკრძალავს, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ გოგონას 18 წელი შეუსრულდება, სურის შეეძლება თავისუფლად ისაუბროს მამამისზე, მის რელიგიასა და მათ ოჯახურ განხეთქილებაზე.

ლეა რემინი, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ადამიანია, რომელმაც საიენტოლოგია დატოვა და ახლა ამ სწავლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ამბობს, რომ კრუზი სურის წამოზრდას ელოდება, რათა გოგონასაც ტვინი გამოურეცხოს: "დარწმუნებული ვარ, მისი მთავარი მიზანი ისაა, სური წამოიზარდოს, ისიც საიენტოლოგიაში შეიტყუოს და დედამისს მოაცილოს",- აცხადებს რემინი.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა