მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს გვითქვამს უარი უკრაინასთან დავის მშვიდობიან გადაწყვეტაზე" - პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს
"არასდროს გვითქვამს უარი უკრაინასთან დავის მშვიდობიან გადაწყვეტაზე" - პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს

რუ­სეთს არა­სო­დეს უთ­ქვამს უარი უკ­რა­ი­ნას­თან უთან­ხმო­ე­ბის მშვი­დო­ბი­ან მოგ­ვა­რე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ბე­ლა­რუს კო­ლე­გას­თან, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"არას­დროს გვით­ქვამს უარი და­ვე­ბის მშვი­დო­ბი­ან გა­და­წყვე­ტა­ზე, უფრო მე­ტიც, ჩვენ სწო­რედ ამის­კენ ვი­ყა­ვით მიდ­რე­კი­ლი“, - ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, რუ­სე­თის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა თავი კუ­თხე­ში მო­იმ­წყვდი­ეს, რო­დე­საც უარი თქვეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე, ბრძო­ლის ველ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დით, "ახლა უკვე ხვდე­ბი­ან, რომ ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია“.

პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­გეგ­მილ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მოს­კო­ვი არ არის მიწ­ვე­უ­ლი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, მაგ­რამ ამა­ვე დროს ამ­ბო­ბენ, რომ მის გა­რე­შე მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ”და რად­გან ჩვენ იქ არ მივ­დი­ვართ, ეს უკვე პა­ნოპ­ტი­კუ­მია”, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, მოს­კო­ვი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის სქე­მე­ბის და­წე­სე­ბას, რომ­ლებ­საც სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვთ რე­ა­ლო­ბას­თან.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უხ
27

რუსებთან მოლაპარაკება ნამდვილად ღირს,მხოლოდ იარაღის ენით,უბრალოდ უკრაინას არ აძლევენ ამ შესაძლებლობას,ჯერჯერობით.

ადამიანი
9

ძმობა, ერთობა, სოლიდარობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"არასდროს გვითქვამს უარი უკრაინასთან დავის მშვიდობიან გადაწყვეტაზე" - პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს

"არასდროს გვითქვამს უარი უკრაინასთან დავის მშვიდობიან გადაწყვეტაზე" - პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს

რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან უთანხმოების მშვიდობიან მოგვარებაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

"არასდროს გვითქვამს უარი დავების მშვიდობიან გადაწყვეტაზე, უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ ამისკენ ვიყავით მიდრეკილი“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის მოწინააღმდეგეებმა თავი კუთხეში მოიმწყვდიეს, როდესაც უარი თქვეს მოლაპარაკებაზე, ბრძოლის ველზე გამარჯვების იმედით, "ახლა უკვე ხვდებიან, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია“.

პუტინმა უკრაინის შესახებ შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვი არ არის მიწვეული ამ ღონისძიებაზე, მაგრამ ამავე დროს ამბობენ, რომ მის გარეშე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. ”და რადგან ჩვენ იქ არ მივდივართ, ეს უკვე პანოპტიკუმია”, - აღნიშნა პუტინმა.

მისი განმარტებით, მოსკოვი ეწინააღმდეგება უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სქემების დაწესებას, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ რეალობასთან.