კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიის მიტოვებულ ეკლესიაში იპოვეს 22 წლის გოგონას ცხედარი, რომელიც პოლიციის ცნობით, "მოჩვენებებზე ნადირობდა" - იდუმალებით მოცული ამბავი "ტიკტოკის" ტრენდს უკავშირდება
იტალიის მიტოვებულ ეკლესიაში იპოვეს 22 წლის გოგონას ცხედარი, რომელიც პოლიციის ცნობით, "მოჩვენებებზე ნადირობდა" -  იდუმალებით მოცული ამბავი "ტიკტოკის" ტრენდს უკავშირდება

იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში, აოს­ტა­ში, მი­ტო­ვე­ბულ ეკ­ლე­სი­ა­ში 22 წლის ახალ­გაზ­რდა ფრან­გი ქა­ლის სის­ხლი­ა­ნი ცხე­და­რი იპო­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა თქმით, ქალი მოჩ­ვე­ნე­ბებს ეძებ­და.

იტა­ლი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ის ლი­ო­ნის მახ­ლობ­ლად, ერთ-ერთ სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და. წას­ვლამ­დე ოჯა­ხის წევ­რებს თა­ვი­სი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ გა­ნუ­ცხა­და.

პო­ლი­ცია თვლის, რომ მსხვერ­პლი იტა­ლი­ის მი­ტო­ვე­ბულ ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ტი­კტოკ­ზე" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი ტრი­უ­კის ჩა­ტა­რე­ბას აპი­რებ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ტრა­გე­დია "მოჩ­ვე­ნე­ბებ­ზე ნა­დი­რო­ბის შე­ჯიბრს" უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რო­მე­ლიც ტი­კტო­კის პლატ­ფორ­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით საფ­რან­გეთ­ში სარ­გებ­ლობს.

სხვა სა­ვა­რა­უ­დო თე­ო­რი­ებს შო­რის გა­მო­ით­ქვა "და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბის" შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია გარ­კვე­უ­ლი.

პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ეძებს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლილ ქალ­თან ერ­თად შემ­თხვე­ვამ­დე ნა­ხეს. ისი­ნი კი­დევ ორი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი პი­რის საქ­მეს იძი­ე­ბენ, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

  • პო­ლი­ცი­ის თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გო­გო­ნა და მისი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე ვამ­პი­რე­ბი­ვით ჩაც­მუ­ლე­ბი ნა­ხეს.

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერტ რო­ბერ­ტო ტეს­ტის თქმით, 22 წლის ქალი, კემ­პინ­გის და­ნით დაჭ­რეს. მსხვერ­პლს ყელ­სა და მუც­ლის არე­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­თაც ჰქონ­და სამი ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

22 წლის ქა­ლის ცხე­და­რი ად­გი­ლობ­რივ­მა მა­ცხოვ­რე­ბელ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, მას თან არც ტე­ლე­ფო­ნი და არც რა­ი­მე სა­ხის დო­კუ­მენ­ტი ჰქო­ნია.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
(. ...
0

(. .)

უმრავლოთ მიმდევრებში.

ვააჰ
2

მე შეიძლება, დიდი დიდი, შუ ან ნაპოლეონი ან ფენოვანი ხაჭაპური მომინდეს. ასე უცნაური რაღაცეები რატო უნდებათ ამ ქალებს - ზოგს მოჩვენებები, ზოგს ეპისკოპოსობა, ზოგს კაცად გახდომა, ზოგს მარსზე დასაფლავება ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

იტალიის მიტოვებულ ეკლესიაში იპოვეს 22 წლის გოგონას ცხედარი, რომელიც პოლიციის ცნობით, "მოჩვენებებზე ნადირობდა" - იდუმალებით მოცული ამბავი "ტიკტოკის" ტრენდს უკავშირდება

იტალიის მიტოვებულ ეკლესიაში იპოვეს 22 წლის გოგონას ცხედარი, რომელიც პოლიციის ცნობით, "მოჩვენებებზე ნადირობდა" -  იდუმალებით მოცული ამბავი "ტიკტოკის" ტრენდს უკავშირდება

იტალიის პოლიციის ცნობით, ჩრდილოეთ იტალიაში, აოსტაში, მიტოვებულ ეკლესიაში 22 წლის ახალგაზრდა ფრანგი ქალის სისხლიანი ცხედარი იპოვეს.

სამართალდამცველთა თქმით, ქალი მოჩვენებებს ეძებდა.

იტალიაში გამგზავრებამდე ის ლიონის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. წასვლამდე ოჯახის წევრებს თავისი გეგმების შესახებ განუცხადა.

პოლიცია თვლის, რომ მსხვერპლი იტალიის მიტოვებულ ეკლესიაში, სავარაუდოდ, "ტიკტოკზე" გავრცელებული ერთ-ერთი ტრიუკის ჩატარებას აპირებდა. მათი ინფორმაციით, ეს ტრაგედია "მოჩვენებებზე ნადირობის შეჯიბრს" უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც ტიკტოკის პლატფორმაზე მიმდინარეობს და განსაკუთრებული პოპულარობით საფრანგეთში სარგებლობს.

სხვა სავარაუდო თეორიებს შორის გამოითქვა "დაგეგმილი მკვლელობის" შესაძლებლობაც, თუმცა ჯერჯერობით არაფერია გარკვეული.

პოლიცია ამ დრომდე ეძებს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც გარდაცვლილ ქალთან ერთად შემთხვევამდე ნახეს. ისინი კიდევ ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის საქმეს იძიებენ, რომელიც, შესაძლოა, გოგონას გარდაცვალების შემთხვევას უკავშირდებოდეს.

  • პოლიციის თქმით, ადგილობრივებმა გოგონა და მისი მეგობარი მამაკაცი ადგილზე ვამპირებივით ჩაცმულები ნახეს.

სამედიცინო ექსპერტ რობერტო ტესტის თქმით, 22 წლის ქალი, კემპინგის დანით დაჭრეს. მსხვერპლს ყელსა და მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღითაც ჰქონდა სამი ჭრილობა მიყენებული.

22 წლის ქალის ცხედარი ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა, რომლის თქმითაც, მას თან არც ტელეფონი და არც რაიმე სახის დოკუმენტი ჰქონია.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა