მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუკუნის პროექტი და შეიხის შეცვლილი გეგმები - როგორი იქნება საუდის არაბეთის ცათამბჯენი, რომლის აგებასაც ექსპერტების მტკიცებით, 50 წელი დასჭირდება
საუკუნის პროექტი და შეიხის შეცვლილი გეგმები - როგორი იქნება საუდის არაბეთის ცათამბჯენი, რომლის აგებასაც ექსპერტების მტკიცებით, 50 წელი დასჭირდება

სა­უ­დის არა­ბეთ­მა ცა­თამბჯე­ნის აშე­ნე­ბის გეგ­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა. რო­გორც ირ­კვე­ვა, შე­ნო­ბა აღარ იქ­ნე­ბა ისე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი, რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო.

და­გეგ­მი­ლი იყო, რომ ცა­თამბჯე­ნი მი­ლი­ონ­ზე მეტი მა­ცხოვ­რებ­ლის­თვის ყო­ფი­ლი­ყო გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა ახა­ლი გეგ­მის თა­ნახ­მად, ის მხო­ლოდ 300 000 ადა­მი­ანს და­ი­ტევს.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ცვლი­ლე­ბე­ბი უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­პო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პრობ­ლე­მებ­მა გა­მო­იწ­ვია.

ამ წლის და­სა­წყის­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სუ­რა­თებ­ზე აშ­კა­რად ჩან­და, რომ უდაბ­ნო­ში გა­თხრე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია. ცა­თამბჯე­ნის აშე­ნე­ბა სა­უ­დის არა­ბე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში იგეგ­მე­ბა, იგი სა­თა­ვეს წი­თე­ლი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე აი­ღებს და მთებ­სა და უდაბ­ნოს გა­დაკ­ვეთს. გეგ­მის მი­ხედ­ვით, შე­ნო­ბა მთლი­ა­ნად გამჭვირ­ვა­ლე უნდა იყოს. ეს პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც The Mirror Line-ი ჰქვია, პრინც მუ­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნის მი­ე­რაა ინი­ცი­რე­ბუ­ლი. პრო­ექ­ტის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა $1.2 მი­ლი­არ­დია.

პრო­ექ­ტი სა­უ­დის არა­ბე­თის მთავ­რო­ბის Vision 2030 - პროგ­რა­მის ნა­წი­ლია.

შე­ნო­ბა­ში და­გეგ­მი­ლია Four Seasons-ის სას­ტუმ­როს, აპარ­ტა­მენ­ტე­ბი­სა და სა­ო­ფი­სე სივ­რცის მო­წყო­ბა. გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბი ცა­თამბჯე­ნის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ჩქა­როს­ნუ­ლი მა­ტა­რებ­ლით ისარ­გებ­ლე­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოკ­ვე­ბის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა კი შე­ნო­ბის კონ­სტრუქ­ცი­ა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რი ფერ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იგეგ­მე­ბა.

300 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე სა­ფეხ­ბურ­თო სტა­დი­ო­ნი აშენ­დე­ბა, ხოლო შე­ნო­ბის ქვეშ იახ­ტე­ბის სად­გო­მის მო­წყო­ბას აპი­რე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო სარ­თულს - იქ ტელე და რა­დიო ან­ძე­ბი გან­თავ­სდე­ბა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­უ­დის არა­ბეთ­სა და და­სავ­ლეთს ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­ოდ და­ი­ძა­ბა, რაც მეტ­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო არა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­თა და ჟურ­ნა­ლისტ ჯა­მალ ხა­შო­გის მკვლე­ლო­ბით.

ეს ფაქ­ტე­ბი, უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვას არ­თუ­ლებს. გარ­და ამი­სა, მუ­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნის გეგ­მას თუ და­ვუ­ჯე­რებთ, შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა 2030 წლის­თვის უნდა დას­რულ­დეს, თუმ­ცა არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის თქმით, მშე­ნებ­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად უნდა წა­რი­მარ­თოს, რა­საც მი­ნი­მუმ 50 წელი დას­ჭირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
0

ბიძინას მიმართოს და 10 წელიწადში დაასრულებს...

პარტიული ბიცოლა
6

ამათ ჩვენი ხელოვნური კუნძულები და მეტროს მესამე ხაზი არ უნახიათ,თორემ ამას გადაიფიქრებდნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

საუკუნის პროექტი და შეიხის შეცვლილი გეგმები - როგორი იქნება საუდის არაბეთის ცათამბჯენი, რომლის აგებასაც ექსპერტების მტკიცებით, 50 წელი დასჭირდება

საუკუნის პროექტი და შეიხის შეცვლილი გეგმები - როგორი იქნება საუდის არაბეთის ცათამბჯენი, რომლის აგებასაც ექსპერტების მტკიცებით, 50 წელი დასჭირდება

საუდის არაბეთმა ცათამბჯენის აშენების გეგმაში ცვლილებები შეიტანა. როგორც ირკვევა, შენობა აღარ იქნება ისეთი გრანდიოზული, როგორც დაგეგმილი იყო.

დაგეგმილი იყო, რომ ცათამბჯენი მილიონზე მეტი მაცხოვრებლისთვის ყოფილიყო გათვლილი, თუმცა ახალი გეგმის თანახმად, ის მხოლოდ 300 000 ადამიანს დაიტევს.

ექსპერტების თქმით, ცვლილებები უცხოელი ინვესტიციების მოპოვებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია.

ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ სურათებზე აშკარად ჩანდა, რომ უდაბნოში გათხრები უკვე დაწყებულია. ცათამბჯენის აშენება საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთში იგეგმება, იგი სათავეს წითელი ზღვის სანაპიროზე აიღებს და მთებსა და უდაბნოს გადაკვეთს. გეგმის მიხედვით, შენობა მთლიანად გამჭვირვალე უნდა იყოს. ეს პროექტი, რომელსაც The Mirror Line-ი ჰქვია, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მიერაა ინიცირებული. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $1.2 მილიარდია.

პროექტი საუდის არაბეთის მთავრობის Vision 2030 - პროგრამის ნაწილია.

შენობაში დაგეგმილია Four Seasons-ის სასტუმროს, აპარტამენტებისა და საოფისე სივრცის მოწყობა. გადაადგილებისთვის, ადამიანები ცათამბჯენის ქვეშ არსებული ჩქაროსნული მატარებლით ისარგებლებენ. მოსახლეობის გამოკვების საკითხის მოგვარება კი შენობის კონსტრუქციაში ინტეგრირებული ვერტიკალური ფერმების მეშვეობით იგეგმება.

300 მეტრის სიმაღლეზე საფეხბურთო სტადიონი აშენდება, ხოლო შენობის ქვეშ იახტების სადგომის მოწყობას აპირებენ. რაც შეეხება ბოლო სართულს - იქ ტელე და რადიო ანძები განთავსდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საუდის არაბეთსა და დასავლეთს ქვეყნებს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა, რაც მეტწილად განპირობებული იყო არაბული სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევითა და ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობით.

ეს ფაქტები, უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ართულებს. გარდა ამისა, მუჰამედ ბინ სალმანის გეგმას თუ დავუჯერებთ, შენობის აშენება 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა არქიტექტორების თქმით, მშენებლობა რამდენიმე ეტაპად უნდა წარიმართოს, რასაც მინიმუმ 50 წელი დასჭირდება.