სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიამ "ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის" კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა
დავით ნარმანიამ "ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის" კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ფარ­გლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გი­დე­ბის­თვის შექ­მნი­ლი კურ­სის - „ენერ­გე­ტი­კის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“ მო­ნა­წი­ლე­ებს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­დას­ცა.

„ენერ­გე­ტი­კის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“ ტრე­ნინგ კურ­სი შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რად გი­დე­ბის­თვის და მისი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის ის­ტო­რი­ის, ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­სა და პერ­სპექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ გი­დე­ბის­თვის დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა.

„დას­რულ­და რი­გით მე­ო­რე ტრე­ნინგ კურ­სი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გი­დებს მი­ე­წო­დათ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მზარ­დია და მზად ვართ, ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ფარ­გლებ­ში ხელი შე­ვუ­წყოთ ყვე­ლა მოქ­მე­დი თუ მო­მა­ვა­ლი გი­დის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას ენერ­გე­ტი­კის სა­კი­თხებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

„ენერ­გე­ტი­კის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“ ტრე­ნინგ კურ­სის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ეც­ნენ ენერ­გე­ტი­კულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებს, ჰიდ­რო და თბო­ე­ნერ­გე­ტი­კის ის­ტო­რი­ას.

სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის გა­და­ცე­მის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით წარ­დგნენ ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრის კონ­სულ­ტან­ტი თე­მურ თორ­დი­ნა­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი ზაზა ჭი­თა­ნა­ვა.

NS

ალექს
0

პირადპირ მიანგრევს პარლამენტისაკენ გზას !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დავით ნარმანიამ "ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის" კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

დავით ნარმანიამ "ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის" კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში სპეციალურად გიდებისთვის შექმნილი კურსის - „ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

„ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსი შეიქმნა სპეციალურად გიდებისთვის და მისი მიზანია საქართველოს ენერგეტიკის ისტორიის, ტექნიკური მახასიათებლებისა და პერსპექტივების შესახებ გიდებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

„დასრულდა რიგით მეორე ტრენინგ კურსი, რომლის ფარგლებშიც გიდებს მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორის შესახებ. აღნიშნული კურსის მიმართ ინტერესი მზარდია და მზად ვართ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ყველა მოქმედი თუ მომავალი გიდის კვალიფიკაციის ამაღლებას ენერგეტიკის საკითხებში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ენერგეტიკულ ტერმინოლოგიას, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირებისა და რეგულირების საკითხებს, ჰიდრო და თბოენერგეტიკის ისტორიას.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კონსულტანტი თემურ თორდინავა და საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი ზაზა ჭითანავა.

NS