მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოჩნდა, რომ სამტრედიაში მამაკაცი არა ცოლმა, არამედ ცოლისძმამ მოკლა - ქალმა დანაშაული დაიბრალა: ახალი დეტალები, რომელმაც საქმე თავდაყირა დააყენა
აღმოჩნდა, რომ სამტრედიაში მამაკაცი არა ცოლმა, არამედ ცოლისძმამ მოკლა - ქალმა დანაშაული დაიბრალა: ახალი დეტალები, რომელმაც საქმე თავდაყირა დააყენა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­ტრე­დი­ა­ში, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 4 პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა და 1 პირს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლის გარ­და, და­კა­ვე­ბუ­ლია კი­დევ 4 პირი.

  • "ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პირ­ველ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბა ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლეს წა­რედ­გი­ნა, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 2 აპ­რილს, სამ­ტრე­დი­ა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სამ­მა პირ­მა, კერ­ძოდ მე­უღ­ლის ძმებ­მა და ნა­თე­სავ­მა სცე­მეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ნა­ცე­მი მა­მა­კა­ცი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბას აპი­რებ­და, რის გა­მოც მე­უღ­ლის ძმამ მას მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ, და­ნით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა კი­დევ ორმა პირ­მა, მათ შო­რის მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლემ მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს. გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში მის მიერ არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი - მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა და­იბ­რა­ლა და თა­ვად აღი­ა­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, მო­პო­ვე­ბუ­ლი ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 4 პირი 5 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა პირ­მა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „გ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) და 126-ე მუხ­ლის 11 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ცემა ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ორ პირს ბრალ­დე­ბა სსკ-ის 126-ე მუხ­ლის 11 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ცემა ჯგუ­ფუ­რად) და 370-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით (პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე), ხოლო კი­დევ ერთ პირს - ასე­ვე 370-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით (პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ მოკ­ლუ­ლი პი­რის მე­უღ­ლეს, მას სსკ-ის 109-ე მუხ­ლის „კ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა მო­ეხ­სნა და მის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 370-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით (პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე) გრძელ­დე­ბა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოქტორი ვატსონი
4

პირიქით ასინეთა, პირიქით. ძმამ აიღო თავი თავზე რომ ქალის გასროკვას, სჯობს კაცი გაისროკოს. ყოჩაღ ამ კაცს, ძმაც ასეთი უნდა. ყველა ძმა არ იზამდა ამას. ჩემგან👍

გიორგი
1

რატომ კლავვ ან აკვლევინებ გაეცალეეეე.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

აღმოჩნდა, რომ სამტრედიაში მამაკაცი არა ცოლმა, არამედ ცოლისძმამ მოკლა - ქალმა დანაშაული დაიბრალა: ახალი დეტალები, რომელმაც საქმე თავდაყირა დააყენა

აღმოჩნდა, რომ სამტრედიაში მამაკაცი არა ცოლმა, არამედ ცოლისძმამ მოკლა - ქალმა დანაშაული დაიბრალა: ახალი დეტალები, რომელმაც საქმე თავდაყირა დააყენა

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე, გამოძიებით დადგენილი ახალი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა და 1 პირს ბრალდება დაუზუსტა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლის გარდა, დაკავებულია კიდევ 4 პირი.

  • "შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული მამაკაცის მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს.

აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშაული - მეუღლის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა.

სამართალდამცავებმა, მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირი 5 აპრილს დააკავეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) და 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე), ხოლო კიდევ ერთ პირს - ასევე 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

რაც შეეხება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ მოკლული პირის მეუღლეს, მას სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარდგენილი ბრალდება მოეხსნა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ ასევე: